მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ჰოკეის ნაკრებმა ოფიციალური მატჩი სსრკ-ს ფორმაში ჩაატარა

რუსეთის ჰოკეის ნაკრები სსრკ-ის ფორმაში
1639648106
სპორტი

რუსეთის ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩი მკერდზე სსრკ-ს წარწერით ჩაატარა, - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

კანადის ნაკრებთან თამაში 15 დეკემბერს მოსკოვში, პირველი არხის თასის ფარგლებში გაიმართა. მატჩი რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ - 4:3 დასრულდა.

გუნდი ტურნირის ყველა მატჩს საბჭოთა ფორმაში ჩაატარებს.

2022 წლის პეკინის ზამთრის თამაშებზე რუსეთის ნაკრები ოლიმპიური კომიტეტის სახელით იასპარეზებს. სპორტსმენების ფორმაზე ეროვნების აღმნიშვნელი ნიშანი არ ექნებათ, ჰიმნის ნაცვლად კი ჩაიკოვსკის კომპოზიცია გაჟღერდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სპორტულმა სასამართლომ რუსი სპორტსმენების გარშემო რამდენიმე გახმაურებული დოპინგ სკანდალის შემდეგ მიიღო.