მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ გამარჯვებულია

ქართველი მორაგბეები
1679258821
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2023 წლის გათამაშების გამარჯვებული გახდა.

ფინალურ შეხვედრაში ბორჯღალოსნები პორტუგალიელ მორაგბეებს დაუპირისპირდნენ.

მატჩის პირველი ნახევარი ქართველების სასარგებლოდ, ანგარიშით 12:11 დასრულდა. პირველი ტაიმისგან განსხვავებით, პორტუგალიის ნაკრები მეორე ნახევარში უსუსურად გამოიყურებოდა, რაც საბოლოო ანგარიშზეც აისახა - 38:11.

საქართველოს ნაკრები „რაგბი ევროპის“ გამარჯვებული ზედიზედ მეექვსედ, ისტორიაში კი მეთხუთმეტედ გახდა.