მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკ ბოლდუინს ბრალდება შეუმსუბუქდა

ალეკ ბოლდუინი

ამერიკელ კინოვარსკვლავს, ალეკ ბოლდუინს პროკურატურამ ბრალდება შეუმსუბუქა. მსახიობს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, ახლა კი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მან შესაძლოა 18 თვე გაატაროს საპატიმროში.

ბოლდუინის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურამ შეცდომა დაუშვა, რადგან თავდაპირველად, ბოლდუინს ბრალი იმ კანონის მიხედვით წარუდგინა, რომელიც 2022 წელს, გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ იქნა შემოღებული. ახლა კი, მსახიობს ძველი კანონის მიხედვით გაასამართლებენ.

შეგახსენებთ, ინციდენტი გადასაღებ მოედანზე, 21 ოქტომბერს მოხდა ნიუ-მექსიკოს შტატში. ბოლდუინმა რევოლვერიდან გაისროლა, რომელშიც ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო, საბრძოლო ვაზნა აღმოჩნდა. ტყვია ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსს მოხვდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო რეჟისორი ჯოელ სოუზა დაიჭრა.

ცნობისთვის, ალეკ ბოლდუინს დაღუპული ოპერატორის ოჯახის წევრებმაც უჩივლეს.