მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასტრონომებმა პირველად ისტორიაში „შავი ხვრელის“ ფოტო გადაიღეს

შავი ხვრელი

პირველად ისტორიაში ასტრონომებმა „შავი ხვრელის“ ფოტო გადაიღეს. ამის შესახებ BBC იუწყება. 

გიგანტური შავი ხვრელი ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს. მისი მასა 4 მლნ-ჯერ აღემატება მზის მასას. ობიექტის სახელწოდებაა „მშვილდოსანი A“.

ფოტოზე ჩანს ცენტრალური ნაწილი, სადაც „შავი ხვრელი“ მდებარეობს და მის გარშემო არსებული განათებული ნაწილი. ეს გავარვარებული გაზია, რომელიც „ხვრელის“ უზარმაზარი გრავიტაციული ძალით მოძრაობაშია მოყვანილი.

ფოტოზე გამოსახული რკალი დაახლოებით უდრის პლანეტა მერკურის ორბიტას. ამ უზარმაზარი ელიპსოიდის ზომა დაახლოებით 60 მლნ/40 მლნ კილომეტრს შეადგენს.

ასტრონომების მიერ დაფიქსირებული კოსმოსური მონსტრი დედამიწიდან 26 მლნ სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს და მზის სისტემისთვის ის საფრთხეს არ წარმოადგენს. ფოტო Event Horizon Telescope-ის მეშვეობით გადაიღეს. 

მეცნიერები ამბობენ, რომ „შავი ხვრელის“ ფოტო მათი წარმოქმნის ისტორიის და არსებობის შესახებ მეტ ინფორმაციას მიაწვდის.

„ამ ფოტოზე ჩვენ ყველაფერს ძალზე დეტალურად ვხედავთ“, - განაცხადა ნეიმეჰენის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰეინო ფალკემ.

შავი ხვრელი - არე კოსმოსში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, შეუძლია მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვედრის შემთხვევაში. „შავი ხვრელი“, სავარაუდოდ, წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს თავის ენერგიას.

ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, ვარსკვლავი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და, როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას - სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი - „შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება.