მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელექტროენერგიის ნაზარდი ტარიფის სუფსიდირება, ავარია თელავში და მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა - 17 იანვრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი
თურქეთის ბაზარი წამლებისთვის გაიხსნა

„თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის შესაბამისი მედიკამენტები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„გაიხსნა თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის შესაბამისი მედიკამენტები. საგრძნობლად დიდია სხვაობა წამლების ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს, პირობითად, 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი არ არსებობს, ვერ მოვისმინე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები, კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ“ - ღარიბაშვილი

დღის პერსონა
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 16 იანვარს, თბილისში, ზღვის უბანში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

„გუშინ შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მთელი ღამე ვერ დავიძინე და ტელევიზორი სამთავრობო არხებზე გადამერთო.

კინაღამ გული ამერია. ისინი ერთხმად იყვნენ დაკავებული გარდაცვლილის დისკრედიტაციით - მას ალკოჰოლიკად და ფსიქოპათად, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ.

ნუთუ, ვინც ამ რეპორტაჟებს აკეთებს, საერთოდ გული არ აქვს თუ შუშის ლაბორატორიაში ჟურნალისტების რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანეს?!“, - აცხადებს სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, თბილისის ზღვის მიმდებარედ, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. 

მათი განცხადებით, 30 წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

16 იანვარს, თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან დევნილი მამაკაცი გადახტა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. 

დღის ფრაზები

ალექსანდრე გოგინავა:

„დღის განმავლობაში, შესაძლოა ინფიცირების რამდენიმე ათეული ათასი შემთხვევა გვქონდეს“

გიორგი ფხაკაძე:

„ვფიქრობ, საქართველოში სკოლების დაწყებასთან ერთად კოვიდით ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია“

ბიძინა კულუმბეგოვი:

„ონლაინ რეჟიმი აირჩიონ მშობლებმა, რომელთა შვილებიც აუცრელები და რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებლები არიან“

გიორგი ღოღობერიძე:

„ბავშვები უფრო იცავენ წესებს და ატარებენ პირბადეს, ვიდრე ზრდასრულები“

ნინო ლომჯარია:

„თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ შეთავაზებულ თანხად შესაძლებელია ბინების შესყიდვა, ეს ვალდებულება საკუთარ თავზე უნდა აიღონ“

იაგო ხვიჩია:

„ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი შეუძლია გამოსწორდეს“

დღის კარგი ამბავი
ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი 1 მილიონ ადამიანს დაუსუბსიდირდება

„მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, გადაწყვეტილება მიზნობრივ ჯგუფებს შეეხება.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება კერძოდ მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით, როგორც ვთქვი, 1 მილიონ ადამიანს შეადგენს.

ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, 2 წელი გრძელდებოდა, ახლა იანვარში შეწყდა სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეს პროგრამა გავაგრძელოთ. მოსახლეობის ის ფენა, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ცუდი ამბავი
თელავში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას 35 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, კაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

შემთხვევა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე გუშინ მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 

დღის უცხოეთის ამბავი
პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნდა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

პოროშენკო კიევში ვარშავიდან დაბრუნდა. მას აეროპორტში ასობით მომხრე შეხვდა, რომლებსაც ყოფილმა პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოროშენკოს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ მესაზღვრეებმა პასპორტი ჩამოართვეს, თუმცა მოგვიანებით საბუთები დაუბრუნეს.

„15 წუთის განმავლობაში მესაზღვრეები არაკანონიერად ცდილობდნენ უკრაინაში ჩემი შესვლა არ დაეშვათ. პასპორტს ამოწმებდნენ, რათა უკრაინაში არ შევსულიყავი. ასე ეშინიათ ჩვენი“, - განუცხადა პეტრო პოროშენკომ ჟურნალისტებს.

პოროშენკომ ქვეყანა 17 დეკემბერს დატოვა, რადგანაც დაპატიმრების რისკი არსებობდა.

მანამდე კი უკრაინელმა სამართალდამცველებმა უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის ქონება და აქტივები დააყადაღეს.

პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატის საქმის ფიგურანტია. სისხლის სამართლის საქმე 2014-2015 წლებში დონბასში, კიევის მიერ უკონტროლო ტერიტორიებზე ქვანახშირის უკანონო მიწოდებას ეხება. მთავარი ბრალდებული პარტია „ოპოზიციური პლატფორმის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი ვიქტორ მედვედჩუკია. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  რუსეთის ჯარი უკრაინის საზღვართან დარჩება - პესკოვი

დღის ფოტო

გაყინული ფარავანი 📷 შერმაზანა

დღის ვიდეო

„სახალხო კონტროლის“ საახალწლო გადაცემა, რომელიც „აჭარის ტელევიზიამ“ დადგა.