მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, ირუ ხეჩანოვის ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

ირუ ხეჩანოვი

საკონკურსო სიმღერის – Echo-ს ავტორი გიგა კუხიანიძეა. ტექსტი კი თავად ირუს და ბენი ქადაგიძეს ეკუთვნით. სიმღერის ვიდეორგოლი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. ქორეოგრაფიაზე – გიორგი ტორიაშვილმა, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე მარიკა ქურდუბაძემ იმუშავეს.

რიგით 67-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს 9, 11 და 13 მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს.

2023 წლის ევროვიზიაზე 37 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. საქართველო მაყურებლის წინაშე 11 მაისს, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე წარდგება.

ტრადიციულად, ევროვიზიის სამივე საღამოს პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.