სხვადასხვა

ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, კიდევ ერთი „პანდემია“ და ღამის ბახმარო - 18 იანვრის დღიური

დღიური
1642534271
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი
31 გარდაცვალება, 7 521 ინფიცირება, 3 160 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 31 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 160 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 006 864-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 934 667 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 512 პაციენტი ემსხვერპლა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

3 არასწორი წარმოდგენა აქვს საზოგადოებას „ომიკრონის“ შესახებ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ტესტებს „ომიკრონ“ შტამის გამოვლენა უჭირს“ - თენგიზ ცერცვაძე

„დეტალურად შესწავლილი შემთხვევებიდან 16% რეინფიცირებაა“ - ამირან გამყრელიძე

რეინფიცირების შემთხვევები გახშირდა - მაკა ბულეიშვილი

„ომიკრონის“ შემთხვევაში სწრაფი ტესტი არის ცრუ უარყოფითი“ - ლევან ფერაძე

დღის პერსონა
კიდევ ერთი „პანდემია“ გვექნება, რომელიც კომპიუტერული ტომოგრაფიის მავნე შედეგებით იქნება გამოწვეული - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის თვითნებური და ხშირი გაკეთება  უარეს შედეგებამდე მიგვიყვანს. ამის შესახებ ინფექციონისტმა „იმედის დღეში“ ისაუბრა.

როგორც ბუწაშვილი განმარტავს, კომპიუტერული ტომოგრაფიის თვითნებური და ხშირი გაკეთება კიდევ ერთ პანდემიამდე მიგვიყვანს.

„CT {კატე} ძალიან იშვიათად არის საჭირო კოვიდის მქონე პაციენტებში. ჩვენ წინ კიდევ ერთი პანდემია გვექნება წინ, უხეშად რომ ვთქვათ, კომპიუტერული ტომოგრაფიის მავნე შედეგებით გამოწვეული. კოვიდინფიცირებულებში კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩვენება არის ძალიან იშვიათად.

დაზიანების ქულა საერთოდ არ ნიშნავს ანტიბიოტიკის ჩვენებას, იმიტომ, რომ ესეც არის ვირუსით გამოწვეული დაზიანება და არა ბაქტერიით. კოვიდის დროს დექსამეტაზონიც დიდი რაოდენობით გამოიყენება. ძალიან დიდი შიშით ვუყურებ, რა იქნება მომავალში“, - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.

ამავე თემაზე:

📢 იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

📢 როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

📢 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

📢 კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

დღის ფრაზები

მაია ბუწაშვილი:

„კიდევ ერთი „პანდემია“ გვექნება“

კელი დეგნანი:

„ჩვენ ვართ საქართველოს, უკრაინის და ევროპელების გვერდში... მნიშვნელოვანია საქართველოდან ვთქვა, ძალა ერთობაშია“

თაკო ჩარკვიანი:

„იმ ხელისუფლების დროს უფრო მაგრად ტიროდნენ შვილმკვდარი დედები თუ ახლა უფრო? აუტანელია უკვე ამის ყურება“

სოფო ჯაფარიძე:

„იმის თქმა, რომ პანდემია მართულია, სატირალია“

დღის კარგი ამბავი
 ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 3 160 პირი გამოჯანმრთელდა. 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 006 864-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 934 667 პირი.

ამავე თემაზე:

📢 იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

📢 როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

📢 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

დღის ცუდი ამბავი
ლარი კვლავ გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0840 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0811 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.29 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5130 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5183 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.53 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2279 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.1992 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 იანვრიდან შევა ძალაში.

დღის უცხოეთის ამბავი
კორონავირუსის გამო ჰონკონგში 2000 ზაზუნას გაანადგურებენ

ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ 2000 ზაზუნას განადგურების ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც ზოომაღაზიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა კლასტერი გამოვლინდა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ინფიცირებულებს, რომლებიც ცხოველების მაღაზიის პერსონალთან არიან დაკავშირებულები, დელტა შტამი დაუფიქსირდა. ამის შემდეგ ტესტი ზაზუნებსაც ჩაუტარდათ და 11 მათგანს დადებითი შედეგი დაუფიქსირდა.

ჰონკონგის ჯანდაცვის მინისტრმა სოფია ჩანმა განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ცხოველებიდან ადამიანებს გადაეცემა, მაგრამ ხელისუფლება უსაფრთხოებიდან გამომდინარე შესაბამის ზომებს მიიღებს.

მინისტრმა მოუწოდა ადამიანებს, რომლებმაც ზაზუნები 22 დეკემბრის შემდეგ შეიძინეს, ისინი ხელისუფლებას გადასცენ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ზაზუნებს დააძინებენ, რაც, მისი თქმით, ჰუმანური მეთოდია. 

ასევე წაიკითხეთ:

🔴  იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

🔴 „ილუზია არ გვაქვს, რომ დღეს მაქსიმალური რაოდენობის შემთხვევებია“- ჩხაიძე ეპიდვითარებაზე

🔴  „ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომატიკა უნდა აღვიქვათ, როგორც კორონავირუსი“ - ვახტანგ კალოიანი

დღის ფოტო

ღამის ბახმარო.
საქართველო, გურია📸ნაკუ გამყრელიძე.