მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განაჩენი, გამყარებული ლარი და სროლა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - 12 იანვრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ. 

დღის მთავარი ამბავი
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო. 

გადაწყვეტილება მოსამართლემ ახლახან გამოაცხადა.

განაჩენის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, იგი გათავისუფლებულია სასჯელისგან. მის მიმართ გამოყენებული გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღა გაუქმდა.

ბადრი ჯაფარიძესაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, მის მიმართ დაწესებული სასჯელიც გაუქმდა.

ავთანდილ წერეთელს კი სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მასაც სასჯელი გაუუქმდა, ასევე, გაუუქმდა შეფარდებული გირაო.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს გამოძიება ფულის გათეთრებას, ავთანდილ წერეთელს კი მათ დახმარებას ედავებოდა.

საქმის ფიგურანტები პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ გამოძიებას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა, გარდა ამისა, საქმეს არ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ამ პროცესით ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ანაკლია გააჩერეს“ - მამუკა ხაზარაძე

⚫ „ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც“ - მამუკა ხაზარაძე

⚫ „ვერც მამუკა ხაზარაძეს დააკავებენ და ვერც ბადრი ჯაფარიძეს, პოლიტპატიმარი პოლიტპატიმარზე, უკვე ზედმეტია“ - ნიკა მელია

დღის პერსონა
მამუკა ხაზარაძე

ბიზნესმენი და პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

ხაზარაძის თქმით, მას ბრალდება ვერ დაუმტკიცეს.

„მიუხედავად სამწლიანი მცდელობისა, აბსურდული ბრალდება - ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს.
ახლა უნდათ ახალი ბოდვა დაგვაბრალონ. არ გამოგივათ!

ყველაფერი ეს საუკუნის პროექტის ანაკლიის ჩაგდებას ემსახურება, სამარცხვინოა ყველა ვინც ამაში მონაწილეობს.

ბრძოლის პირველი რაუნდი მოგებულია, ასევე მოვიგებთ ყველა შემდეგ ბრძოლას სამართლიანი ქვეყნის მშენებლობისთვის, იმისთვის რომ ამ მასკარადის მომწყობებთა შვილებმა არასდროს იგრძნონ ის, რაც ჩემმა შვილებმა განიცადეს ამ წლების განმავლობაში...

ანაკლიასაც ავაშენებთ, სამართლიან და გაერთიანებულ ქვეყანასაც! მადლობა ყველა გულშემატკივარს“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

გამოძიება ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს გამოძიება ფულის გათეთრებას, ავთანდილ წერეთელს კი მათ დახმარებას ედავებოდა.

საქმის ფიგურანტები პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ გამოძიებას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა, გარდა ამისა, საქმეს არ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ამ პროცესით ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ანაკლია გააჩერეს“ - მამუკა ხაზარაძე

⚫ „ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც“ - მამუკა ხაზარაძე

⚫ „ვერც მამუკა ხაზარაძეს დააკავებენ და ვერც ბადრი ჯაფარიძეს, პოლიტპატიმარი პოლიტპატიმარზე, უკვე ზედმეტია“ - ნიკა მელია

დღის ფრაზები

მიხეილ სააკაშვილი: 

„ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის დაპატიმრება“

ბადრი ჯაფარიძე:

„გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ბრძოლა გრძელდება“

ნანა გეგეჭკორი:

„კორონავირუსი ხდება პაციენტებისთვის ქრონიკული დაავადებების გამწვავების ტრიგერი“

ნიკა მელია:

„ვერ გაბედეს პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა“ 

გიორგი ფხაკაძე:

„მეგობრებთან და ნათესავებთან შეხვედრის დროს დავრწმუნდეთ, რომ ყველა 3-ჯერ აცრილი და არაინფიცირებულია“ 

შალვა ნათელაშვილი: 

„მე მიწის ქვევით ვიქნები, მიწის ზევით თუ პარლამენტში, რეჟიმს აუცილებლად დავამთავრებ“

ლიზა იასკო:

„ადრე თუ გვიან, სამართალი მაინც იზეიმებს“ 

დღის ცუდი ამბავი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს 47 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 47 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2946 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 973 909-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 919 367  პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 311  პაციენტი ემსხვერპლა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა. კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „კორონავირუსმა ჩაკეტა საზღვრები, გაყო ოჯახები, თუმცა თუ დავასრულებთ უთანასწორობას, დავასრულებთ პანდემიას“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

⚫ „მომდევნო თვეში ვირუსული ქარიშხალი იქნება“ - ექსპერტები

⚫ „პანდემიას ვერ გავუმკლავდით“ - თენგიზ ცერცვაძე

⚫ „პროგნოზები დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს“ - პაატა იმნაძე

 „ინფიცირების ზრდის ყველაზე მაღალი რისკი ახლა გვაქვს“ - ივანე ჩხაიძე

დღის კარგი ამბავი
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

12 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0875 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0893 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.18 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5065 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5002 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.63 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2230 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.2064 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 13 იანვრიდან შევა ძალაში.

დღის უცხოური ამბავი
სროლა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - არიან დაღუპულები

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მორიგი შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. კიდევ ორი სომეხი სამხედრო დაიჭრა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარე  ინფორმაციას ავრცელებს ერთი დაღუპული სამხედროს შესახებ. ბაქო ამას „სომხეთის მხრიდან მოწყობილ პროვოკაციას“ უწოდებს.

azerbaycan24.com-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების საპასუხო ცეცხლის შედეგად სომხეთის საცეცხლე წერტილები განადგურებული იყო. 

დღის ფოტო

დათვი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში

დღის ვიდეო

კორკოტში ჩაცინება - რაჭული საშობაო მხიარული ტრადიცია, რომელიც ოჯახში სიკეთის, ბარაქისა და ჯანმრთელობის ნიშნად კეთდება