PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 6 მარტს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
უკრაინის ომის ვეტერანი, 24 წლის ვიტალი ივაშჩუკი იყენებს Open Bionics-ის ბიონური ხელის პროთეზს „სუპერადამიანების ცენტრის“ კლინიკაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლვოვი, უკრაინა 📷 Reuters
მოდელები პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგენენ სტელა მაკარტნის ნამუშევრებს.
პარიზი, საფრანგეთი 📷 Sarah Meyssonnier
AlienCon 2023-ს მონაწილეები პასადენას საკონფერენციო ცენტრში.
კალიფორნია, აშშ 📷 Randy Shropshire
კონკურსის World Nature Photography Awards ცხოველების პორტრეტების კატეგორიაში გამარჯვებული ფოტო სახელწოდებით „საფრთხე ტალახში“.
მანა-პულსი, ზიმბაბვე 📷 Jens Cullmann
კაცი, რომელიც ზეიმობს ფერების ფესტივალს.
კატმანდუ, ნეპალი 📷 Monika Malla
ქვრივების მსველობა ინდოეთის ჩრდილოეთით, უტარ პრადეშის შტატში.
ვერნდავანი, ინდოეთი 📷 Anushree Fadnavis
რუსული ძალების მსხვერპლთა მემორიალი.
ბუჩა, უკრაინა 📷 Anadolu Agency
აცრემლებული მამაკაცი უგო ჩავესის ფიგურით ხელში ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების 10 წლისთავზე, მის მავზოლეუმში.
კარაკასი, ვენესუელა 📷 Miguel Zambrano
ბერები ბუდას გიგანტური ქანდაკების ირგვლივ მსვლელობისას, მაჰა პუჯას სახელზე ჩატარებული რელიგიური რიტუალისას.
ნარათივატი, ტაილანდი 📷 Madaree Tohlala
ბუნკრერი, რომელსაც ერთ დროს ამერიკული ძალები იარაღის შესანახად იყენებდნენ, აშშ-ის ყოფილ უდიდეს საზღვარგარეთის საზღვაო ბაზაზე სუბიკში.
სამბალესის პროვინცია, ფილიპინები 📷 Francis R Malasig
პიჩ ჯონი - პირველი იაპონური მანგა, რომელიც მთლიანად ხელოვნური ინტელექტის შექმნილია კომიქსების გამომცემლობის Shinchosha ოფისში.
ტოკიო, იაპონია 📷 Philip Fong
მშობლებს ბავშვები ჰყავთ მიყვანილი ცხოველებისა და მცენარეების ნიმუშების და კონსერვაციის დასათვალიერებლად კუნმინგში.
იუნანი, ჩინეთი 📷 Rex/Shutterstock
სპორტსმენები ჩრდილო-დასავლეთ მექსიკის მთების ძირძველი თემის წარმომადგენლებს ეჯიბრებიან გრძელ დისტანციებზე სირბილში.
ჩიუაუა, მექსიკა 📷 Pedro Pardo
ჩხირებზე წამოცმული შაქრით დაფარული მარწყვი იყიდება ღია სივრცეში მოწყობილ ბაზარში.
ტაიჩუნგი, ტაივანი 📷 Matt Hunt
ზღვისპირა ქალაქ პოლაში ნავთობის დაღვრის შედეგად შავად შეღებილი სანაპირო
აღმოსავლეთი მინდორო, ფილიპინები 📷 Eloisa Lopez
ფლორიდის გუბერნატორი, რონ დე სანტისი საუბრობს თავის ახალ წიგნზე საჰაერო ძალების პავილიონში, რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.
კალიფორნია, აშშ 📷 Mario Tama
ფოტოზეა დოვერში მდებარე წმინდა მარგარეტის ყურის თეთრი ცარცის კლდეები. ცნობისთვის, კონსერვატიული მთავრობა სავარაუდოდ, წარადგენს ახალ კანონპროექტს, რომელიც თავშესაფრის მაძიებლების დაკავებას და დეპორტაციას ითვალისწინებს, რომლებიც პატარა ნავებით უკანონოდ შედიან ქვეყანაში
კენტი, გაერთიანებული სამეფო 📷 Ben Stansall
ამავე თემაზე: