მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ დავრეგისტრირდე მწვანე ბარათის გათამაშებაში? - რჩევები და დახმარება

მწვანე ბარათი

მწვანე ბარათის რეგისტრაცია 6 ოქტომბერს იწყება და აქტუალური კითხვაა თუ როგორ დავრეგისტრირდეთ. დარეგისტრირება ინდივიდუალურადაც შეიძლება, თუმცა, მცირე შეცდომაც კი ავტომატურად დისკვალიფიკაციას იწვევს.

მეტწილად პრობლემურია სანდო კომპანიის ნახვაც, რომელიც გულდასმით დაგარეგისტრირებთ. თუმცა არსებობს სპეციალური ჯგუფი, რომლებიც რეგისტრაციას წლებია ახორციელებს და მათი მეშვეობით, უკვე ბევრი ადამიანი აშშ-ში იმყოფება. 

🇺🇸 რა არის საჭირო რეგისტრაციისთვის?

2022 წელს მოიხსნა პასპორტით რეგისტრაციის ვალდებულება და გამარტივდა დარეგისტრირება, რაც უფრო გაცილებით მარტივს ხდის გათამაშებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას. 

სასურველია დარეგისტრირდეთ ბოლო კვირამდე, რადგან შემდეგ საკმაოდ გადატვირთულია სისტემა.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია განმცხადებელს დამთავრებული ჰქონდეს საშუალო სკოლა ან ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის სერტიფიკატი საშუალო სკოლის ატესტატის ტოლფასია და რომელიც განისაზღვრება 12-წლიანი დაწყებითი და საშუალო განათლების კურსის წარმატებით დასრულებით.

თუ იმყოფებით ოფიციალურ ქორწინებაში, აუცილებელია განაცხადში მეუღლის შეყვანა და მისი ფოტოსურათის ატვირთვა. ამ შემთხვევაში განაცხადში, ასევე, შევა ყველა 21 წლამდე ასაკის (დასაოჯახებელი) შვილების შესახებ ინფორმაცია მათი ფოტოსურათებით, მათ შორის იგულისხმება, ასევე, განმცხადებლის 21 წლამდე ასაკის არასაერთო შვილები და გერები.

პირი, რომელიც რეგისტრირდება, თუ არ არის ოფიციალურ ქორწინებაში და არ ჰყავს შვილები - რეგისტრირდება, რა თქმა უნდა, მარტო.

მეუღლეები, რომლებსაც ხელი არ აქვთ მოწერილი, განაცხადში არ უნდა მიუთითონ ერთმანეთი, თორემ მოგების შემთხვევაში მოხდება მათი დისკვალიფიკაცია საკონსულო განყოფილების მიერ. მათ შეუძლიათ მოგების შემდეგ მოაწერონ ხელი და ერთად გაემგზავრონ ამერიკაში საცხოვრებლად. თუ მათ ჰყავთ შვილები, თითოეული მეუღლე ცალკე მიუთითებს განაცხადში ყველა საერთო (და ასევე თავის არასაერთო შვილს, თუკი ასეთი ჰყავს).

თუ გყავთ საქმრო ან საცოლე, შეიძლება რეგისტრაცია გაიაროთ ცალ–ცალკე და მოგების შემთხვევაში მოაწეროთ ხელი.

აუცილებლობას წარმოადგენს მივუთითოთ ჩვილი ბავშვებიც. რადგან 1 დღის ბავშვიც კი შვილია, ამიტომ აუცილებელია. ამ წესის დაუცველობა დისკვალიფიკაციის გარანტიაა.

21 წლის და მეტი ასაკის მქონე პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი მშობლებისგან დამოუკიდებლად, ესე იგი თუ შვილი 21 წლის გახდა, უკვე მშობლები მას თავიანთ განაცხადში ვერ ჩაწერენ.

საშუალო განათლების მქონე თუნდაც 17 ან 18 წლის ახალგაზრდამაც კი, შეუძლია გამარჯვების მეტი შანსისთვის დამატებით ცალკე, დამოუკიდებლადაც შეავსოს (თუ უკვე სრული საშუალო განათლების ატესტატი აქვს, ან თუ სკოლას დაამთავრებს 2023 წლის მაისში) და 21 წლის ასაკის მიღწევამდე ასევე მშობლებთან ერთადაც ჩაიწეროს მათ განაცხადში, რაც მოგების შანსებს გაუზრდის (გაუორმაგებს ან გაუსამმაგებს).

თუ ოჯახში რამდენიმე პირი ხართ, სათითაოდ განაცხადის შევსება თქვენს შანსებს მკვეთრად გაზრდის.

🌎 სად დავრეგისტრირდე?

ორგანიზაცია „მწვანე ბარათი - რეგისტრაციის“ ოფისი მდებარეობს აღმაშენებლის 81 ნომერში. სადაც შეძლებთ როგორც რეგისტრაციის გავლას, ასევე, მწვანე ბარათისთვის საჭირო სპეციალური ფოტოს გადაღებას.

თუ თბილისში არ იმყოფებით, ორგანიზაცია დაგარეგისტრირებთ დისტანციურად, ამისთვის უნდა შეეხმიანოთ კომპანიას სოციალურ ქსელში ან ტელეფონის ნომერზე.

კომპანია მუშაობს ყოველდღე სპეციალურ რეჟიმში. 

რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 30 ლარს.

📱599 93 64 51 📱568 41 84 65

მისამართი რუკაზე 

იხილეთ აგრეთვე:

აპირებთ თუ არა მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობას?