მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საკურას ყვავილობა, ლგბტ მარში, ომი უკრაინაში და მასობრივი პროტესტი კენიაში - 20 მარტის დღის ფოტოები

20 მარტი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 20 მარტს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ელტონ ჯონის საარქივო კოსტიუმების, საგასტროლო სუვენირებისა და პროდუქციის მაღაზიის თანამშრომელს, კარლ მალკოლმს ბოლო შტრიხები შეაქვს ვიტრინაში.
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📷 Matt Crossick

ხალხი აშენებენ Castell-ს (ადამიანთა კოშკი) კატალონიური ტრადიციის მიხედვით, ფონტანილების ბაზრობაზე.
ჟირონა, კატალონია 📷 Paco Freire


ცეცხლში გახვეული ნინოტები (მუყაოს ფიგურები) Fallas-ის ფესტივალის ბოლო ღამეს.
ვალენსია, ესპანეთი 📷 AFP

ზედხედი მავრიტანიის ძველ ქალაქზე, ვადანზე.
ვადანი, მავრიტანია 📷 Marco Longari

ადამიანები რიგში დგანან პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით ხელში მას შემდეგ, რაც პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შახბაზ შარიფმა განაცხადა, რომ რამადანის თვეში გაჭირვებულები უფასოდ მიიღებდნენ ფქვილს.
ლაჰორი, პაკისტანი 📷 Arif Ali

ფოტოზე აღბეჭდილი ფრესკა, რომელიც ესნას ტაძრის ჭერზე აღმოაჩინეს და ზოდიაქოს დიაგრამის ნაწილს წარმოადგენს.
ლუქსორი, ეგვიპტე 📷 Xinhua


გიგანტური პანდები ჩონჩინგის ზოოპარკში სადილობისას
ჩონჩინგი, ჩინეთი 📷 REX

ოპოზიციის ლიდერის, რაილ ოდინგის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მოტივით ორგანიზებული მასობრივი პროტესტის მონაწილე ქვის ლოდით ხელში.
ნაირობი, კენია 📷 Yasuyoshi Chiba

მასობრივი საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები პოლიციელებს ქვებს ესვრიან წყლის ჭავლით დაშლის დროს.
ნაირობი, კენია 📷 Yasuyoshi Chiba

ლგბტქ+ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები Manifa Krakowska-ს ყოველწლიურ მარშზე, რომელიც სექსუალური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
კრაკოვი, პოლონეთი 📷 Artur Widak

კაცი ახალი სალოცავი ქუდის მორგებისას, რამადანის თვის დაწყებამდე.
პეშავარი, პაკისტანი 📷 Bilawal Arbab

მალავში ბავშვები აკვირდებიან მედიკამენტებითა და ექიმებით სავსე სამხედრო ვერტმფრენს, რომელიც ციკლონ „ფრედისგან“ მოწყვეტილ ტერიტორიაზე ჩადის მოზამბიკის საზღვართან.
ბლანტირი, მალავი 📷 Esa Alexander

ხალხი ტკბება ალუბლის ხეების ყვავილობით
ტოკიო, იაპონია 📷 Androniki Christodoulou

ავტომობილის სილუეტი ჩამავალი მზის ფონზე გაზაფხულის ბუნიობის წინა დღეს, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის დასაწყისს მოასწავებს, როდესაც დღე და ღამე დაახლოებით თანაბარი  სიგრძისაა.
შაუნი, აშშ 📷 Charlie Riedel

არწივის ფორმაში გამოწყობილი პროტესტის მონაწილე მშვიდობის იასამნისფერი დროშით ხელში თეთრი სახლის წინ, ანტისაომარ დემონსტრაციაზე.
ვაშინგტონი, აშშ 📷 Probal Rashid

კიევის გარეუბანში უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლისგან განტვირთვისას ბეღელში, სადაც ცხენებთან კონტაქტით იპოთერაპიულ სეანსს გადიან.
კიევი, უკრაინა 📷 Sergei Supinsky

რაკეტა, რომელსაც რუსი სამხედროების წინააღმდეგ გამოიყენებენ ბახმუტის ჩრდილოეთით ფრონტის ხაზის გასწვრივ.
დონბასის რეგიონი, უკრაინა 📷 Anadolu Agency