მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წაქცეული ნაძვის ხე მცხეთაში, „დრაკონის ცეკვა“ ჩინეთში და ფემინისტების აქცია კოსტა-რიკაში - 14 იანვრის მსოფლიო ფოტოებში

დღის ფოტოები მსოფლიოდან Pia.ge

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 14 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ეკოლოგი ემა სმარტი და პენსიაზე გასული ექიმი დიანა უორნერი სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებენ, სადაც სმარტმა პატიმრობის პერიოდში 26-დღიანი შიმშილობა მოაწყო
ეშფორდი, ინგლისი📸Aaron Chown/PA

იტალიის სანაპირო დაცვის წევრებმა 10 წლის წინ ჩაძირული საკრუიზო გემის Costa Concordia-ს მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ჯილიო პორტო, იტალია📸Laura Lezza/Getty Images

სხვადასხვა ფემინისტური ორგანიზაციის წევრები მსვლელობით სექსისტურ ძალადობას აპროტესტებენ. გმობენ ქალთა ფემიციდისა და გაუპატიურების შემთხვევებს, რომლებიც ქვეყანაში დაფიქსირდა
სან ხოსე, კოსტა-რიკა📸Jeffrey Arguedas/EPA

ინდოელი სანგამში - მაკარ სანკრატის ფესტივალის დროს ლოცულობს
პრაიაგრაჯი, ინდოეთი📸Rajesh Kumar Singh/AP

ველური სპილოს ცხედარი ნაგავსაყრელზე. ვეტერინარები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ პლასტმასის ნარჩენები რეგიონში სპილოებს კლავს
პალაკუ, შრი-ლანკა📸 Achala Pussalla/AP

ტოკიოს ავტო სალონი 2022 წელს Makuhari Messe-ში
ჩიბა, იაპონია📸Kim Kyung-Hoon/Reuters

ხალხი მთვარის ახალი წლის წინ სავაჭრო ცენტრის გარეთ ვეფხვის თემაზე შექმნილი სადღესასწაულო გამოფენის ქვეშ გადაადგილედება
ბანგკოკი, ტაილანდი📸Jack Taylor/AFP/Getty Images

„დრაკონის ცეკვა“ ჩინური ახალი წლის დროს
სინუ, ჩინეთი📸VCG/Getty Images

ინსტალაცია სახელად Run Beyond by Angelo Bonello სინათლის ფესტივალის გახსნაზე
ლონდონი, ინგლისი📸Leon Neal/Getty Images

იშვიათი სახეობის ბუ არწივის ნაკეთობის ფრთაზე ზის
ვაშინგტონი, აშშ📸Carolyn Kaster/AP

ძლიერი ქარის შედეგად, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე წაიქცა.მცხეთა, საქართველო