პოლიტიკა

ვროკავშირის ელჩის განცხადებით, საქართველო ფანტასტიკური ქვეყანაა

ვროკავშირის ელჩის საქართველოში იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველო არის ფანტასტიკური ქვეყანა, რომლმაც უკვე მიაღწია ძალიან ბევრს ევროკავშირთან დაახლოების, დემოკრატიისა და რეფორმების კუთხით.

უმრავლესობის ლიდერმა თბილისის მთავრობას ნდობის მოპოვება მიულოცა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თბილისის მთავრობას ნდობის მოპოვება მიულოცა და ქალაქის ახალ მერს კახა კალაძეს და მის გუნდს წარმატებები უსურვა.

თბილისის მერმა საკრებულოს დედაქალაქის მთავრობის დამტიცებისთვის მადლობას უხდის

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და თბილისის რაიონების გამგებლების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დედაქალაქის ახალი მთავრობა დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის კახა კალაძის მიერ წარდგენილ მოადგილეებს, სამსახურების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს დაუჭირეს მხარი.

რუსეთის ჯაშუშების შეფმა ესპანეთი კატალონიერების მიმართ „რეპრესიებში“ დაადანაშაულა

რუსეთის დაზვერვის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა მადრიდი კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს „უხეშ ძალადობაში“ დაადანაშაულა. ამის შესახებ ნარიშკინმა კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

სომეხი პოლიტოლოგი, რომელსაც საქართველოში ელჩობაზე უარი ეთქვა, რუმინეთში გაგზავნეს

სომეხი პოლიტოლოგი, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანი რუმინეთში სომხეთის ელჩად დაინიშნა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი საქართველოში დანიშვნის შესახებ, თუმცა, მისი კანდიდატურა აქ აღარ განიხილეს.

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო.

ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ ბოლო სხდომა გამართა

ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა კოლეგებსა და ქალაქის მერს მადლობა გადაუხადეს თანამშრომლობისთვის და მეექვსე მოწვევის საკრებულოს წარმატებები უსურვეს.

მინისტრის თქმით, ექიმებს ბავშვის სქესის არგამხელის რეკომენდაცია მისცეს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ექიმის მიერ ბავშვის სქესის არგამხელასთან დაკავშირებით სამინისტრომ რეკომენდაციები გასცა. 

უმრავლესობის ლიდერი იუსტიციის მინისტრის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს არაკორექტულს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სახალხო დამცველის კრიტიკის გამო, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიმართ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს, არაკორექტულს უწოდებს. 

თბილისის ახალი მთავრობა საკრებულოში უკვე მივიდა

თბილისის ახალი მთავრობის წარმომადგენლები თბილისის საკრებულოში უკვე მივიდნენ. საკრებულოს სხდომამდე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ, მერიის წარმომადგენლები კომიტეტებთან მართავენ შეხვედრებს.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტადაჰარუ უეჰარას უმასპინძლა.

სამცხე-ჯავახეთში შსს-ს საბრძოლო მასალები ნებაყოფლობით ჩააბარეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალციხის რაიონის მცხოვრებმა, 1992 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ რიზეს გუბერნატორთან და მერთან შეხვედრები გამართა 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა რიზეს გუბერნატორთან ერდოღან ბექთაშთან. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრით დაასრულა.

თბილისის ახალ მთავრობას საკრებულო დღეს დაამტკიცებს

თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქის ახალი მთავრობის წევრებს საკრებულოში დასამტკიცებლად დღეს წარადგენს. მთავრობის ახალი წევრების წარდგენა საკრებულოს სხდომაზე მოხდება, რომელიც 17:00 საათზე გაიმართება. 

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება

დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება.

ეგვიპტეში საქართველოს ელჩმა "ღია მმართველობის პარტნიორობის" შესახებ ისაუბრა

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა "ღია მმართველობისპარტნიორობის" საქართველოს მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

რუსეთის, ირანისა და თურქეთის ლიდერები სირიის საკითხზე შეიკრიბებიან

რუსეთი, თურქეთი და ირანი სირიის საკითხზე მომავალ კვირაში უმაღლესი დონის შეხვედრას გამართავენ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მის გუნდს და თავად მას დაგეგმილი აქვს ოპოზიციასთან შეხვედრა და მათთვის ჩვენი ხედვების, კონკრეტული პროექტების, გეგმების გაზიარება.