პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 200 "ნაცი" იდგა ხოლმე აქციებზე, 150 სად გაქრა, ვერ გავიგე

"ადრე 200 "ნაცი" იდგა ხოლმე ამ აქციებზე, 150 სად გაქრა, ვერ გავიგე",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

 
გუგული მაღრაძემ "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს ბიზნესის ასოციაციის მიერ მომზადებული ინიციატივა უარყოფითად შეაფასა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა, გუგული მაღრაძემ საქართველოს ბიზნესის ასოციაციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე ისაუბრა, რომელიც "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

მდინარაძე: ცუდია, როცა ოპოზიციას არ აინტერესებს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში, სადაც საზოგადოებამ უნდა მოისმინოს რა გააკეთა პარლამენტმა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც დღევანდელი სხდომის ბოიკოტს ეხება.

პრემიერი: ირაკლი შოთაძე ღირსეული პროფესიონალია

"ღირსეული პროფესიონალი", - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე.

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განხილვის გარეშე უყრიან კენჭს.

შალვა რამიშვილი: პლაგიატმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, მოპარული იდეებით განხორციელებული ხრიკი ოცნების საწინააღმდეგოდ შემოატრიალოს 

„პლაგიატმა სააკაშვილმა გადაწყვიტა მოპარული იდეებით განხორციელებული ხრიკი ოცნების საწინააღმდეგოდ შემოატრიალოს“, - ამბობს POSTV-ის ტოქშოუს „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ ავტორი და წამყვანი.

არჩილ თალაკვაძე: ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძე: ოპოზიცია პოლიპატიმრებს უწოდებს ადამიანებს, ვინც ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდნენ

"პოლიპატიმრებს უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც აწყობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას ივნისში, იჭრებოდნენ პარლამენტის შენობაში", -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" დღევანდელ პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებს

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ბოიკოტს უცხადებენ პლენარულ სხდომას, სადაც დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს კენჭს უყრიან.

პარლამენტთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაძე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ლევან გოგიჩაიშვილი: არჩილ თალაკვაძის ანგარიში გრძელი სადღეგრძელო იქნება

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წარმომადგენელი ლევან გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას არ დაესწრება.

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციონერი კოლეგების პატივისცემის მიუხედავად, პროკურორი უნდა დავამტკიცოთ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სესიაზე კენჭს დღეს უყრიან.

მდინარაძე აქციის მონაწილეებზე: რას აპროტესტებენ, გადაწყვეტილიც არ არის შოთაძის კენჭისყრა როდის იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია აზრს მოკლებულია, რადგან ირაკლი შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრის დრო ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

სერგი კაპანაძე: გენერალურ პროკურორად შოთაძის დაბრუნება საზოგადოების პირდაპირი შეურაცხყოფაა

"ივანიშვილის ყურმოჭრილი ყმა", - ასე შეაფასა გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

გიგა ბოკერია ირაკლი შოთაძეზე: ივანიშვილმა ის აირჩია, ვისაც ახლა ყველაზე მეტად ენდობა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის გარდა, სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

"მეორედ მოსვლა უნდა დასრულდეს"- პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე, ასევე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები. ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებენ.

ნათია თურნავა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ.იუსოფს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

არჩილ თალაკვაძე პარლამენტს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს

დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარუდგენს.

დავით უსუფაშვილი: შოთაძე პროკურორი იმ დღიდან გახდა, როდესაც თადუმაძემ სასამართლოში გადასვლაზე განაცხადა

"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვის საკითხს გადაწყვეტილი უწოდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.