პოლიტიკა

დღეს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნება

დღეს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნება და 26 იანვრამდე გაგრძელდება.

 

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 31 იანვარს დაინიშნა

31 იანვარს ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. შეხვედრა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ელჩების დონეზე შედგება. მასში მონაწილეობას საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სამოქმედო გეგმის სტრატეგიაზე იმსჯელა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა კომიტეტის სამოქმედო გეგმის პოლიტიკური მიზნები საბოლოოდ ჩამოაყალიბეს და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესაბამისი ქმედებები დაგეგმეს.

ირაკლი კობახიძე დღეს უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-23 იანვარს, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-23 იანვარს, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრით დაასრულა.

გიორგი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელებას გამორიცხავს

"შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მოსმენა გაიმართა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში საქართველოს საკითხზე მოსმენა სახელწოდებით „როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“ გაიმართა.

 

საქართველოს ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დავით ჯალაღანიამ რწმუნებათა სიგელი გადასცა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს, ალანბერსეს.

ირაკლი კობახიძე: "მაუწყებლობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მედიასთან შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "მაუწყებლობის შესახებ'" კანონთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

დავით სერგეენკო: ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის პოზიციაზე არ განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოზიციაზე არ განიხილება.

პაატა ჩოხელი: ნათელაშვილის შვილი სააკაშვილს კიევში შეხვდა... დავალებები მიიღო

ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა იდეოლოგიურმა მდივანმა პაატა ჩოხელმა "პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ შალვა ნათელაშვილის შვილი მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდა.

NDI - გამოკითხულთა 31%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“.

ირაკლი კობახიძე უკრაინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად,  უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 17-19 იანვარს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა.

შს მინისტრი: პრეზიდენტმა უნდა ახსნას კრიმინალურ დანაშაულში ბრალდებულების შეწყალების მოტივი

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა უნდა იყოს ახსნილი კრიმინალურ დანაშაულში ბრალდებული ადამიანების შეწყალების მოტივი.

ირაკლი კობახიძე ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით საქართველო თურქეთთან კონსულტაციებს გააგრძელებს

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სულეიმან სოილუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ვახტანგ შაქარიშვილი: მმართველი გუნდი ოპოზიციის ტყუილებს ამომწურავ პასუხს გასცემს

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მერიაში თანამდებობრივი სარგოს მატება იგეგმება, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა უპასუხა.

მერიის თანამდებობის პირების ხელფასი არ გაიზრდება

ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ მერიის თანამდებობის პირების ხელფასი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება.