პოლიტიკა

მონტენეგროში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი დონის შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს ვიცე პრემიერ მინისტრს, მილუტინ სიმოვიჩს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მონტენეგროს პრეზიდენტთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მონტენეგროს პრეზიდენტს მილო ჯიუკანოვიჩს შეხვდა.

შალვა თადუმაძე: სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის ეფექტიანობას შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა სჭირდება

„დაახლოებით, 90 ადამიანს დაუბრუნდა ქონება, რომელიც მათ უკანონოდ ჰქონდათ ჩამორთმეული“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას კითხვის პასუხად.

ირაკლი კობახიძე: იმდენი რუსული საქმე, რამდენიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაკეთდა, ორჯონიკიძის მერე არავის არ გაუკეთებია

„იმდენი რუსული საქმე, რამდენიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაკეთდა, ორჯონიკიძის მერე არავის არ გაუკეთებია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ტოქშოუ „SWOT ანალიზში“.

შალვა თადუმაძე ოთარ კახიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრს ოთარ კახიძეს პასუხობს და მას თაღლითობაში ადანაშაულებს.

ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რაც 2012 წლის შემდეგ გვაქვს, არის პასუხისმგებლობა იმ ქმედებების მიმართ, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღება და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა მისი ძლიერი მხარე იყო.

ირაკლი კობახიძე: 2016 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარებას, რომელშიც რუსეთის დუმის სამი დეპუტატი მონაწილეობდა, მათ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ჰქონდათ

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ინტერესი, რომ საქართველოში აუცილებლად ჩატარებულიყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ვინაიდან სურდათ გიგი წერეთლის გაყვანა ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

შალვა თადუმაძე: სახელმწიფოსთვის, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირისთვის და თავად ეკა გიგაურისთვის არ იქნება უმჯობესი, ამ ტრიბუნაზე, ამ ფორმატში რაიმე განცხადება გავაკეთო

„სახელმწიფოსთვის, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირისთვის და თავად ეკა გიგაურისთვის არ იქნება უმჯობესი, ამ ტრიბუნაზე, ამ ფორმატში რაიმე განცხადება გავაკეთო", - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

შალვა თადუმაძე: ამ დიპლომით „ღია საზოგადოება - საქართველოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ წლების განმავლობაში ჩემთან, როგორც იურისტთან, კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული

„ფონდ „ღია საზოგადოებას“ აქვს რეპუტაცია და როდესაც ასეთ რამეს აკეთებენ, ბუნებრივია, უმჯობესი იქნებოდა, არქივში ჩაეხედათ და ენახათ, მქონდა თუ არა დიპლომი მანამდე“, - შალვა თადუმაძემ იურიდიული კომიტეტის მოსმენაზე დეპუტატ ლევან კობერიძეს უპასუხა.

შალვა თადუმაძე: წელიწად-ნახევრის მუშაობის პერიოდში არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი მეთოდით საუბრობენ ჩემს დიპლომზე და ვერავინ დაასახელებს ვერცერთ შემთხვევას, სადაც გენერალურმა პროკურორმა უფლებამოსილებას გადაამეტა

„ვერავინ დაასახელებს ვერცერთ შემთხვევას, სადაც გენერალურმა პროკურორმა უფლებამოსილებას გადაამეტა“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

შალვა თადუმაძე: არსად წასვლას და გადადგომას არ ვაპირებ

„არსად წასვლას და გადადგომას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ შალვა თადუმაძემ დღეს საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

მდინარაძე თადუმაძეს: ხომ არ გახსოვთ 1997 წელს ვინ იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და პასუხისმგებელი ყველა კანონზე?

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს კითხვით მიმართა.

შალვა თადუმაძე: ინერგება განათლების ახალი სტრატეგია, პროკურორებს შეუძლიათ ადგილზე მიიღონ გადაწყვეტილება და მაქსიმალურად ვცდილობ, რაც შეიძლება მალე იყოს მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები

„პროკურატურა არ არის ის უწყება, რომლის საქმიანობაც ყველასთვის მოსაწონია“, - ამის შესახებ“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს, ოფიციალური ვიზიტით, მონტენეგროში შეხვდა.

მათიკაშვილი ოპოზიციას: მაშინ არ ახსოვდათ თანასწორობა, სამართლიანობის ქალღმერთი, როდესაც სისხლისფრად შეღებეს თბილისის ქუჩები და მოედნები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა, შალვა თადუმაძისთვის კითხვის დასმამდე მცირე შესავალი გააკეთა და ოპოზიციონერ კოლეგებს გამოეხმაურა.

საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს  სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვასილ ბოდნარს შეხდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის საკითხებს.

შალვა თადუმაძე: რუსეთი ოკუპანტია და ყველა ქართველის ვალდებულებაა, რეალობა დააფიქსიროს

„რუსეთი ოკუპანტია. მე ამ დიპლომით მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი შეიარაღებული ძალების ოფიცერი და იქ ყოველ შემთხვევაში ეს მენტალიტეტი ჩამომიყალიბდა“, - ასე უპასუხა შალვა თადუმაძემ რუსეთთან დაკავშირებით შეკითხვას.

ანრი ოხანაშვილი გიორგი მშვენიერაძის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

შალვა თადუმაძე: ამ ქვეყანაში ასეთი განათლების სისტემა იყო, 1997 წლამდე საბჭოთა განათლების კანონი რომ მოქმედებდა ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ

„სახელმწიფომ გახსნა უნივერსიტეტი, იქ მივედი, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა.

ანრი ოხანაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე შალვა თადუმაძის ბიოგრაფიული მონაცემები წარმოადგინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დღეს საკომიტეტო მოსმენაზე კოლეგებს დეტალურად გააცნო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ბიოგრაფიული მონაცემები.