პოლიტიკა

ვანო მაჭავარიანი: საგადასახადო შეღავათებით გატაცება კარგი საქმე არ არის

"საგადასახადო შეღავათებით გატაცება არ არის მაინცდამაინც კარგი საქმე, იმიტომ არა, რომ გვენანება ან ბიუჯეტს ვაზივართ", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა პარლამენტში განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძე: დამხობა ერთობ სახიფათო ცნებაა, რომელსაც პირდაპირ არასამართლებრივ სივრცეში გადაჰყავს ამ ცნების ირგვლივ ამა თუ იმ ფორმით გაერთიანებულნი

„დამხობა ერთობ სახიფათო ცნებაა, რომელსაც პირდაპირ არასამართლებრივ სივრცეში გადაჰყავს ამ ცნების ირგვლივ ამა თუ იმ ფორმით გაერთიანებულნი“, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

ვანო მაჭავარიანი: პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოს ეკონომიკას შემდეგ წლებში დაარტყამს

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ის პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც დღეს ქვეყანაშია, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

 
ჯანდაცვის მინისტრი გაგუას კლინიკას ეწვია და საერთაშორისო სერტიფიცირების გავლა მიულოცა

გაგუას კლინიკამ გერმანული აუდიტორული კომპანია „კა ტე ქიუ ინტერნეიშენელი“-ს  სერტიფიცირება "საავადმყოფოს სამედიცინო ხარისხის და გამჭვირვალობის’’ შესახებ წარმატებით გაიარა.

ირმა ხახუტაიშვილი: მერაბიშვილი თავისუფალია, ის მერაბიშვილი - ორი გვამის სიმბოლო, ეგეც გავატაროთ, მაგრამ ახლა ისევ იმუქრება და დამხობას გვიპირებს?

„მერაბიშვილი თავისუფალია, ის მერაბიშვილი - ორი გვამის სიმბოლო, ეგეც გავატაროთ, მაგრამ ახლა ისევ იმუქრება და დამხობას გვიპირებს? სად გვაბრუნებს, ჰკითხეთ ვინმემ?“ - წერს ფეისბუკმომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი.

თბილისში საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების ფორუმი გაიმართა

დღეს საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების ფორუმი გაიმართა.

ანდრია გვიდიანი ვანო მერაბიშვილზე: ფორმა იგივეა - რევანში, ანგარიშსწორება, ტერორი

ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მერაბიშვილის ფორმა იგივეა - რევანში, ანგარიშსწორება, ტერორი...

ხუნდაძე: გარკვეული ჯგუფები მზად არიან მძიმე დანაშაულის მქონე ადამიანი ლიდერად წარუდგინონ საზოგადოებას

"პრობლემაა, როცა კრიმინალური ქმედება და ამის გამო საპყრობილეში ყოფნა პოლიტიკურ აქტივობად ითვლება გარკვეული ჯგუფების მხრიდან და ისინი მზად არიან მძიმე დანაშაულის მქონე ადამიანი ლიდერად წარუდგინონ საზოგადოებას",-ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

"ლელო საქართველოსთვის" ვანო მერაბიშვილთან პოლიტიკურ თანამშრომლობას არ აპირებს

პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან პოლიტიკურ თანამშრომლობას არ აპირებს.

 
გოგა ხაინდრავა მერაბიშვილზე: რისი დამმხობია, ერთადერთი, რაც მაგას შეეძლო, ეს არის ზურგიდან ადამიანებისთვის უბედურების მოტანა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებისას გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება და ამბობს, რომ მისი ციხიდან გამოსვლა ქვეყანაში პოლიტიკურ სურათს ვერ შეცვლის.

გოგიჩაიშვილი: მერაბიშვილის დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერია, თავზე დაიმხოს თავისი ჭურჭელი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მხრიდან ხელისუფლების დამხობის შესახებ საუბარი აზრს მოკლებულია.

სესიაშვილი: მერაბიშვილი აღარ ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც დამხობა ან გვამების მოთხოვნა შეიძლება

"როგორც ჩანს, მათი სტილი არ იცვლება", - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომელიც მან საპატიმროს დატოვების შემდეგ გააკეთა.

გია ვოლსკი: ვანო მერაბიშვილი მონანიების ნაცვლად დიდ გულზეა

"დამხობა ყველაზე რბილი გამოთქმაა, იმ საქციელს თუ შევადარებთ, რისთვისაც მოიხადა სასჯელი და არ მიაჩნია დანაშაულად", - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც 1 წელიწადში მოქმედი ხელისუფლება შეიცვლება.

ანრი ოხანაშვილი: ვანო მერაბიშვილი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებას გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურად და პიარულად ცხელ კარტოფილადაა ქცეული

"მოუწევს გაიზაროს, რომ ის რეალურად ქცეულია მისი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურად და პიარულ ცხელ კარტოფილად", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

ია მეტრეველი ვანო მერაბიშვილზე: ეს, ხედავთ, კიდევ როგორ იმუქრება?!

„ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში დაბრუნებას. ხალხი არ დაუშვებს თქვენს მობრუნებას, თქვე დაუნდობელო ჯალათებო“, - წერს ბუტა რობაქიძის დედა სოციალურ ქსელში.

ვახუშტი მენაბდე: კაცი, რომელიც არაადამიანური სისტემის მთავარი სახე და „ხერხემალი“ იყო, დღეს სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ სურთ წარმოაჩინონ

„მერაბიშვილი გამოვიდა. ჯერ გისოსის კარი არ გაჯახუნებულა და უკვე „ახალ“ პოლიტიკურ ლიდერად აქციეს“, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.

თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილი წლების განმავლობაში ტყუილში აცხოვრეს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ადვოკატები, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" წლების განმავლობაში ატყუებდნენ, რომ ის პოლიტპატიმრად აღიარეს და ვადაზე ადრე გამოუშვებდნენ.

პრემიერი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში", ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი: ვამაყობ ვანო მერაბიშვილის შემართებითა და სიმტკიცით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებას გამოეხმაურა.