პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბერძენ კოლეგას შეხვდა 

საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლას პანაგიოტოპულოსის განხილვის მთავარი თემა იყო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენში ლატვიელ კოლეგას შეხვდა 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს განაგრძობს.

პრემიერი: სამართლიანი კრიტიკა შესაბამისად შეფასდება, უსაფუძვლო კრიტიკას ობიექტური პასუხი გაეცემა

"სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკაზე გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი. ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური შრომა. არავის არ ეგონოს, რომ ჩვენ სადმე ჩავალთ, ერთხელ პასუხს გავცემთ და ამით დავივიწყებთ, არა -ჩვენ ვიშრომებთ ყოველ დღე ამისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერი: მიუნხენის კონფერენციაზე გამოჩნდა საქართველოს მზარდი როლი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში

"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კარგად გამოჩნდა საქართველოს მზარდი როლი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განუცხადა.

გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის გახსნას დაესწრო.

დიმიტრი ხუნდაძე: საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში საარსებო შემწეობის გაცემა არ შეუჩერდებათ

„საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში საარსებო შემწეობის გაცემა არ შეუჩერდებათ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე: ჩვენი დასავლელი მეგობრების სურვილია, ოპოზიცია არ გაქრეს და აქედან გამომდინარე მოგვიწოდებენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შედგეს დიალოგი

„ჩვენი დასავლელი მეგობრების სურვილია, ოპოზიცია არ გაქრეს და აქედან გამომდინარე მოგვიწოდებენ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შედგეს დიალოგი“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში.

დიმიტრი ხუნდაძე: მსოფლიო ბანკის 2010 წლის კვლევით, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 12, 2% იყო და 2017 წლისათვის 5%-მდე შემცირდა

„არაერთხელ მითხოვია კოლეგებისთვის, სოციალური თემატიკა არ გამოიყენონ პოლიტიკური სპეკულაციისთვის, მაგრამ ეს თემა არ ჩამოდის პოლიტიკური დახლიდან და ოპოზიციის მხრიდან ხშირად ხდება სიტუაციის დამძიმება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის“ ტელეეთერში. 

დავით ზალკალიანი ხორვატიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან გინრად გრლიჩ რადმანთან.

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „Conservative Foreign and Commonwealth Council“-ის წევრებს უმასპინძლა

საქართველოს საელჩომ უმასპინძლა გაერთიანებულ სამეფოში გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის - "Conservative Foreign and Commonwealth Council" წევრებს, რომელთათვისაც გაიმართა მიღება და პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.

ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ გაგვაოცეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როდესაც ტაშით და სიხარულით შეხვდნენ დეკლარაციის არმიღებას

„კიდევ ერთხელ გაგვაოცეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როდესაც ისინი ტაშით და სიხარულით შეხვდნენ დეკლარაციის არმიღებას,“ - განაცხადა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: მათი დამოკიდებულება არის მარტივი - არის ცუდი ოპოზიცია, სუსტი ოპოზიცია, მაგრამ ეს არის დღეს ოპოზიცია და ეს სუსტი ოპოზიცია უნდა შეინარჩუნოთ

„მათი დამოკიდებულება არის მარტივი - არის ცუდი ოპოზიცია, სუსტი ოპოზიცია, მაგრამ ეს არის დღეს ოპოზიცია და ეს სუსტი ოპოზიცია უნდა შეინარჩუნოთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონტენეგროელ კოლეგას შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე: იურიდიულმა კომიტეტმა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ არაერთ საკანონმდებლო რეფორმაზე იმუშავა

„გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი იურიდიული კომიტეტისთვის. რადგან სწორედ ამ პერიოდში კომიტეტმა იმუშავა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ არაერთ საკანონმდებლო რეფორმაზე“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

გურამ ნიკოლაშვილი: იქმნება შთაბეჭდილება, რომ არჩევნების საკითხი არა ქვეყნის შიგნით, ამომრჩევლის ნებით უნდა გადაწყდეს, არამედ დასავლური ქვეყნების დერეფნებში

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების საკითხი არა ქვეყნის შიგნით, ამომრჩევლის ნებით უნდა გადაწყდეს, არამედ სადღაც სხვაგან, დასავლური ქვეყნების დერეფნებში“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის სფეროში ამერიკასთან უპრეცედენტო დონის თანამშრომლობა გვაქვს

"შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა, რომ თავდაცვის სფეროში ამერიკასთან გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს".

აშშ-ს თავდაცვის მდივანი საქართველოს მადლობას უხდის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრას, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

გოგა გულორდავა: "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 650-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდ ლარზე მეტია 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა სოციალურ ქსელში პროგრამის "აწარმოე საქართველოში" წლიური ანგარიშის პრეზენტაციას ეხმაურება.

დავით ზალკალიანი: გერმანია და საფრანგეთი მრავალი მიმართულებით საქართველოს მხარდამჭერია 

"გერმანიასა და საფრანგეთთან საქართველოს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვს, ორივე ქვეყანა საქართველოს აქტიური მხარდამჭერია და კოლეგა მინისტრებთან მიმდინარეობს მჭიდრო კოორდინაცია ყველა საკითხზე", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხპდ განაცხადა.

გიორგი გახარიამ და ფატუ ბენსუდამ 2008 წლის ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში არსებულ პროგრესზე ისაუბრეს

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.