ექსპერტის აზრით, საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს

ეკონომიკურ რეფორმებსა და საბანკო კანონმდებლობაში ცვლილებებზე „პირველი“ გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორთან, „ბაზელი 3“-ის ჯგუფის ხელმძღვანელთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან.

პირWელი: ეროვნული ბანკი აპირებს ახალი მიდგომების დანერგვას კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც კაპიტალის ბუფერების განსაზღვრასა და დანერგვის საკითხებს მოიცავს, ექსპერტების ნაწილის აზრით, ამან შეიძლება საბანკო კაპიტალი და, შესაბამისად, კრედიტებიც გააძვიროს. 


გიორგი ცუცქირიძე: დღეს საბანკო სექტორში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რაც უახლოესი 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს და რომელიც რისკების მიტიგაციას, საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ვადიანობის დაგრძელების ამოცანას ემსახურება, რაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის სწრაფი ზრდის ბაზისურ ელემენტად უნდა იქცეს. ზოგადად, ეს რეფორმა რამდენიმე ბაზისურ მიმართულებად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ბაზელი 3-ის მეტრიკაზე გადასვლა, მოქმედი კანონმდებლობის კონსოლიდირებული ზედამხედველობის პრინციპებზე გადასვლა (საბანკო ჯგუფის მცნების შემოღება, რომელიც უკავშირდება ეგრეთ წოდებულ, კონსოლიდირებულ ზედამხედველობასთან დაკავშირებული პრინციპების დანერგვას), მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი ინსტრუქციის შემოღება, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებებისთვის ზედამხედველობის მოთხოვნების დაწესება და, რაც მთავარია, ლარიზაციის სტრატეგიაზე გადასვლა.


აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა, რომელიც 2 წლის წინათ დაიწყო, თავსებადია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2014 წლის ერთობლივი მისიის ფარგლებში განხორციელებული „ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის“ (FSAP) რეკომენდაციებისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ დირექტივებთან. ზოგადად, თუ პილარ 1 ითვალისწინებს კაპიტალის საბაზისო მოთხოვნებს, პილარ 2-ში გაითვალისწინება ყველა ის რისკი, რომელიც პირველ პილარში ან საერთოდ არ მოხვდა, ან არასაკმარისად არის გათვალისწინებული.


ნიშანდობლივია, რომ რეფორმა მიმდინარეობს საბანკო სექტორთან აქტიური კომუნიკაციის და განხილვის პროცესში და ეფუძნება საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესს, რომლის შედეგად განისაზღვრება ცალკეული ბანკის წინაშე არსებულ რისკებზე მორგებული მინიმალური კაპიტალის დამატებითი მოთხოვნა და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ვალდებულებებისა და საკრედიტო პორტფელის სიდიდე და მათი ხარისხი, სისტემური და შედარებით მცირე კაპიტალის მქონე ბანკებისთვის ხშირად განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს.


თვალსაჩინოებისათვის აღვნიშნავ, რომ დღეს არსებული დაანგარიშებით საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი, პირველადი და მეორადი კაპიტალის მიხედვით (Tier1+Tier2) არის 10.5% (კონსერვაციის ბუფერი დღეს მოქმედი ჩარჩოს მიხედვით ძირითადი პირველადი კაპიტალის მოთხოვნებშია ინტეგრირებული და მოხდება მისი გამოცალკევება). ხოლო ბაზელი 3-ის მიხევით იქნება 8%, ოღონდ დაემატება 3 ძირითადი ბუფერი: სისტემურობის ბუფერი 0-2.5%, კონსერვაციის ბუფერი - 2.5%, კონტრციკლური ბუფერი - 0-2.5%. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, პილარ 2-ის ფარგლებში დამატებით შემოდის არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი, კონცენტრაციის ბუფერი (თუ რისკის პოზიცია დეფოლტშია და დამატებითი კაპიტალი მოეთხოვება, იქვითება, რათა არ მოხდეს ერთი და იგივე რისკზე კაპიტალის ორჯერ მოთხოვნა), სტრეს ტესტების ბუფერი, რომელიც განსაზღვრულია ბანკის დეფოლტისგან დასაცავად და წმინდა GRAPE (რისკის შეფასების საერთო პროგრამის) ბუფერი, რომელიც განისაზღვრება საზედამხედველო პროცესის შედეგად და  წარმოადგენს პილარ 2-ის დანამატის ნაწილს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მატერიალური რისკი ვერ მოხვდა ზემოაღნიშნულ ბუფერებში.


ჩვენი აზრით, ბაზელის მეტრიკაზე გადასვლა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბაზელთან თავსებადი საზედამხედველო ბუფერების შექმნა მოითხოვს იმ სახის დამატებითი ბუფერების შექმნას, რომლებიც, ერთი მხრივ, მიმართული იქნება რისკების შემდგომი მიტიგაციისაკენ და მეორე მხრივ ლარიზაციის ხელშემწყობი სტრატეგიისკენ (მაგ. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი), რასაც ასევე აქვს ძალზე დიდ მნიშვნელობა, რადგან ლარიზაციის მთავარი ამოცანა არა უბრალოდ საკრედიტო პორტფელის ლარში ზრდაა, არამედ ბანკებს გაუჩნდეთ შესაძლებლობა გრძელვადიანი სალარე რესურსებით მოახდინონ ბიზნეს დაკრედიტების სტიმულირება, პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით. თავის მხრივ, შედარებით გრძელვადიან და იაფ სალარე რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა პირდაპირ აისახება ეკონომიკის ზრდაზე.


როგორც აღვნიშნე, ამ კუთხით აქტიური კონსულტირების პოლიტიკა მიმდინარეობს ეროვნულ ბანკთან, რათა ბაზელი 3-ის ახალ მეტრიკაზე გადასვლა იყოს მაქსიმალურად რბილი, და დროში იმდენად თავსებადი, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა საერთო ჯამში არ გააძვიროს საბანკო კაპიტალის ღირებულება და ხელი შეუწყოს ინვესტიციების თავსებად შემოდინებას საბანკო სექტორში, რასაც მომავალი წლების ფინანსური სტაბილიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება.


პირWელი: ეროვნული ბანკი ახალი მიდგომების დანერგვას აპირებს მოსახლეობის ჭარბვალიანობის შესამცირებლად, რაც, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, განკარგვადი შემოსავლის 65%-საც კი აღემატება და სერიოზულ სოციალურ რისკებს შეიცავს, და რაც სავალუტო ფონდის მოხსენებებშიც არის აღნიშნული. როგორ იმოქმედებს ეს შეზღუდვები საბანკო სექტორზე?


გიორგი ცუცქირიძე: მიმაჩნია, რომ ჭარბვალიანობა მართლა შეიძლება იქცეს სერიოზულ სოციალურ პრობლემად და არამხოლოდ სოციალურ, რადგან, თუ განკარგვადი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი საბანკო სესხების მომსახურებაზე წავა, ის ნეგატიურად აისახება შიდა მოხმარებაზე და, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაზე. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საბანკო სექტორი უკვე გადადის სესხისა და წმინდა შემოსავლის პრინციპზე, ბანკები სესხის გაცემისას, გარდა სალომბრდე სესხებისა, ფიზიკური პირის განკარგვადი შემოსავლის მიხედვით ახდენენ, ხოლო საკრედიტო ისტორიას საკრედიტო ბიუროს მონაცემთა ბაზაში ამოწმებენ: რამდენი სესხი აქვს აღებული, რა მოცულობისაა არსებული საკრედიტო დავალიანება, როგორია ვადაგადაცილებები, არის თუ არა პრობლემურ მსესხებელთა სიაში, როგორია მისი საკრედიტო ქულა და ა.შ.


მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ მონაცემებში არ არის ასახული კერძო პირებისგან, იგივე „კერძო იპოთეკარებისგან“ აღებული სესხები და, ზოგადად, ჭარბვალიანობის გამომწვევი ფაქტორი დიდწილად სწორედ ეს არის. რაც შეეხება ახალ წესს, ის  "კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესშია" უკვე ასახული. კერძოდ, ფიზიკურ პირებზე გაცემული და სტანდარტულად კლასიფიცირებული სესხებისათვის, განისაზღვრა "სესხის მომსახურებისა" და "სესხის უზრუნველყოფის" კოეფიციენტების მინიმალური მოთხოვნები. განახლებული წესით განსაზღვრული ლიმიტების დარღვევის შემთხვევაში მკვეთრად გაიზრდება საზედამხედველო ტვირთი კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების კუთხით. კერძოდ, ბანკებს მოუწევთ თითოეული ამ სახის სესხის რეკლასიფიცირება  სტანდარტულიდან არასტანდარტულში, რაც დამატებით სესხების შესაძლო დანაკარგებზე რეზერვების შექმნას მოითხოვს.


აღნიშნული მიდგომა, არა იმდენად კომერციული ბანკებისთვის, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რაც შეამცირებს შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციას და შესაბამისად, გააუმჯობესებს კომერციული ბანკების და მისო-ების საკრედიტო პორტფელების ხარისხს და კიდევ უფრო მეტად წაახალისებს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობებს. 


აქვე მსურს აღვნიშნო, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სერიოზული მუშაობა მართებთ რისკების მართვის კუთხით, როგორც სარეიტინგო სისტემებზე აგებული რისკ-მოდელების, ასევე, ზოგადად, ბიზნეს მოდელის შემუშავების კუთხით.


პირWელი: ბაზელი 3-ის ახალ მეტრიკაზე გადასვლა ლარიზაციის დაწყებული პროცესის გაძლიერებას და მის შეუქცევადობას რამდენად შეუწყობს  ხელს?


გიორგი ცუცქირიძე: როგორც უკვე აღვნიშნე, შემოდის დამატებითი ბუფერის სახით, არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი, რომელიც მაკროპრუდენციულ ბუფერს წარმოადგენს როგორც რისკების თვალსაზრისით, ასევე ლარიზაციის პროცესის წამახალისებელ ინსტრუმენტადაც უნდა განვიხილოთ.


დამატებით, უცხოური ვალუტით ლიკვიდობის რისკის შესამცირებლად და ვალდებულებების ვადიანობის დაგრძელების წახალისებისთვის, იგეგმება ბანკების მიერ გამოშვებული გრძელვადიანი სადეპოზიტო სერტიფიკატებისთვის მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებში გარკვეული შეღავათების დაწესება. აღნიშნული სადეპოზიტო სერტიფიკატები გამოუთხოვადი ხასიათისაა, რამაც ფინანსური სტრესის დროს უნდა შეამციროს ვალდებულებების მყისიერი გადინება, რაც, თუნდაც, 2008 წლის კრიზისის დროს ვნახეთ.


მიმაჩნია, რომ ბაზელ 3-ის ჩარჩოზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დებულების ძირითადი ცვლილება ასევე უკავშირდება საცალო მოთხოვნების კლასში ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის რისკის პოზიციის თანხის ლიმიტის 350,000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე ზრდას. აღნიშნული ლიმიტის ზრდა კომერციულ ბანკებს საშუალებას მისცემს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაცემული სესხები ჩაირთონ საცალო მოთხოვნების კლასში, რაც აღნიშნულ სესხებზე დაკრედიტების საზედამხედველო ტვირთის შემსუბუქებას ნიშნავს. შესაბამისად, მოცემული ცვლილება ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო სეგმენტის დაფინანსების ხელმისაწვდომობას. კაპიტალის ადეკვატურობის დებულებაში შეტანილი ცვლილებები, ასევე, მოიცავს ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტების საზედამხედველო კაპიტალში ჩართვის მინიმალურ მოთხოვნებს. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, არსებული მინიმალური მოთხოვნა 250,000 ლარიდან 1 მლნ ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება მომხმარებელთა და ინვესტორთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვას ისახავს მიზნად.


ამასთანავე, გრძელვადიანი ლიკვიდობის რეგულირების გასაუმჯობესებლად, მომდევნო წლიდან იგეგმება წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის (NSFR) შემუშავება. მისი დანერგვის შემდგომ გაუქმდება ლიკვიდობის არსებული მოთხოვნა (მოკლევადიანი ვალდებულებების 30%) და ის მხოლოდ მონიტორინგის მიზნით იქნება გამოყენებული.


სიახლეები მსგავს თემაზე

საბანკო სექტორის ნაწილი იწონებს სავალუტო რისკების დაზღვევისთვის მთავრობის გადადგმულ ნაბიჯს

ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე აცხადებს, რომ ე.წ. ლარიზაციის გეგმის ბოლომდე მიყვანა ერთგვარი გამარჯვება იქნება. 

ქრთამის აღების საკემზე დაკავებულს გირაო შეეფარდა

ზუგდიდში, ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით დაკავებულ ზაზა ხასაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ზუგდიდის საკრებულოში მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ხმაურია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ განცხადება ცნობად მიიღეს.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების lll სემინარი გაიმართება

19 სექტემბერს 14:00 სთ-ზე სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მესამე სემინარი გაიმართება.

სოფო კილაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ლამბერტო ზანიერს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე უმცირესობის საკითხებში ეუთო-სუმაღლეს კომისარს, ლამბერტო ზანიერს შეხვდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ გაყალბების, ძალადობის, არეულობის და ტყუილების გზით ცდილობს პოლიტიკურ სცენაზე დარჩენას”

პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ ცესკო-ში საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიების გაყალბების შესაძლოფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა.

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ლამბერტო ზანიერის შეხვედრა ცესკოში

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს  ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გაიმართა.

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავს

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი 19 სექტემბერს, 14:00 საათზე გერგეთი ქ. №3-ში პრესკონფერენციას გამართავს.

რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა სიყალბის გზით ცდილობს დივიდენდების მიღებას”

„ნაციონალური მოძრაობა სიყალბის გზით ცდილობს დივიდენდების მიღებას“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

"კონსტიტუციური ცვლილებებით საკმაოდ თამამი და გაბედული გადაწყვეტილება მივიღეთ"

"ონსტიტუციური ცვლილებებით საკმაოდ თამამი და გაბედული გადაწყვეტილება მივიღეთ და ვთქვით, რომ პროკურატურა იყოს სრულიად დამოუკიდებელი", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

ნინო წილოსანი: „აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა საპენსიო რეფორმის შესახებ“

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივით, ჩოხატაურში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „საპენსიო რეფორმა“.

ეკა ბესელია დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროს მრჩეველს, რასმუს ვანდალს შეხვდა  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროს მრჩეველს, ლუნდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წამყვან მკვლევარს, რასმუს ვანდალს შეხვდა.

CEPOL-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ გამოცდილების გაზიარების მიზნით ბულგარელ კოლეგას უმასპინძლა

სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) გაცვლითი პროგრამების ფარგლებში აჭარის პროკურატურას ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის  ვარნას სამხარეო პროკურორის მოადგილე სვეტლანა დანევა სტუმრობდა.

მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე ცესკო განცხადებას ავრცელებს

მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს.

თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, აშშ-თან ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამოეხმაურა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალმა ელჩმა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი ჰუბერტ კნირში, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების პროცესის სწრაფად და ეფექტურად წარმართვა განათლების სამინისტროს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

უმაღლესი განათლების ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუშაობა გრძელდება.

„ეს იქნება ნაბიჯები, რომლებსაც ყველა შენიშნავს“ – პუტინი „Ил-20“-ის ჩამოგდების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება სირიაში „ტრაგიკული შემთხვევითი გარემოებების ჯაჭვის“ შედეგია და საპასუხო ზომების პირობა დადო.

თამარ გუდავა: ამ ურთიერთშეთანხმების დოკუმენტებით ცესკო, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბევრ სადაო კითხვას პასუხობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, 15 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასა და 6 პოლიტიკურ პარტიას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. 

ირაკლი კობახიძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ლამბერტო ზანიერის შეხვდა.

ქუთაისში ისტორიული თეთრი ხიდის ორნამენტებით მოპირკეთება მიმდინარეობს

ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია სრულდება.

ნინო წილოსანი: „აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა საპენსიო რეფორმის შესახებ“

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივით, ჩოხატაურში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „საპენსიო რეფორმა“.