ვიდეომიმართვამ "ანზორ, გეობა არ ტეხავს" პროკურატურაში გადაინაცვლა

„ლგბტ“ თემაზე გამოთქმული მოსაზრების გამო ქუთაისის "ახალგაზრდული ცენტრიდან" გარიცხული ანზორ სვიანაძის მისამართით გავრცელებულმა ვიდეომიმართვამ – "ანზორ, გეობა არ ტეხავს", პროკურატურაში გადაინაცვლა.

ამის შესახებ "პირველს" ანზორ სვიანაძემ უთხრა. ქუთაისის "ახალგაზრდული ცენტრიდან" გარიცხულმა ახალგაზრდამ აღნიშნა, რომ მის მიმართ ცილისწამების შემცველი ბრალდებები გაჟღერდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.


"ეს ადამიანი, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება, საშინელ ბრალდებებს მიყენებს. არ ვიცი, რა ვთქვა, ნორმალურად არც კი ვიცნობ. რატომ დასჭირდა ეს ყველაფერი? დაინახა, რომ ჩემი საქმე რეზონანსული იყო, ბოლო დროს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ყურადღების ცენტრში ყოფნა მოუნდა. ის ხომ გერმანიაშია? აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ ვერავინ შეეხება და სამართლებრივად პასუხისგებაში არ მიეცემა. ჩვენ, პირველ რიგში, სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. ორი ადვოკატი მყავს – არჩილ ნიჟარაძე და ლედი ტუკვაძე. საშინელი ბრალდებების შემდეგ ადამიანთა ჯგუფი განმიდგა და გამლანძღა. ეს კაცი, რომელიც ახლა ქალია, "ახალგაზრდულ ცენტრში" ჩემსავით სწავლობდა. უბნელები ვართ, მაგრამ მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა. ეს ყველაფერი ტყუილია", - განაცხადა ანზორ სვიანაძემ.


"პირველი" ანზორ სვიანაძის ადვოკატს არჩილ ნიჟარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა საფუძვლები, რატომ დაიცავს უსასყიდლოდ მედიასკოლიდან გარიცხული ანზორ სვიანაძის უფლებებს.


"1. ყველა ადამიანი თანასწორია და არავინ არ უნდა დაექვემდებაროს უსამართლო ჩაგვრასა და დისკრიმინაციას;


2. ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება;


3. მის განცხადებაში (ფეისბუკპოსტში) სიძულვილის ენა არ შეინიშნება, ვინაიდან სიძულვილის ენის განმარტების (დეფინიციის) თანახმად, ის უნდა შეიცავდეს საქციელის მაპროვიცირებელ ნაწილს, რაც ჩემი მარწმუნებლის განცხადებებში არ იკითხება;


4. დაუშვებელია ორმაგი სტანდარტის დამკვიდრება და ჩაგრულთა დაცვის მოტივით სხვა ადამიანის რეალური დისკრიმინაცია და მისი უფლებების შელახვა;


5. ყველა ადამიანს აქვს განათლების მიღების უფლება, მის მიერ არჩეულ სასწავლო დაწესებულებაში (თუკი სტუდენტი აკმაყოფილებს სასწავლებლის აკადემიურ მოთხოვნებს), შესაბამისად, დაუშვებელია სტუდენტის დაუსაბუთებელი ბრალდებებით გარიცხვა სასწავლებლიდან. დაწესებულების საგანმანათლებლო სპეციფიკიდან გამომდინარე იგივე ნორმა ეხებათ კერძო სასწავლებლებსაც, ასევე სასწავლებლებს, რომლებიც სტუდენტებისათვის არაფორმალურ განათლებას უზრუნველყოფენ;


6. სასწავლო დაწესებულების შინაგანაწესი (დებულება) არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ეწინააღმდეგება, ასეთი დოკუმენტი იურიდიულად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს;


7. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, რაც პრეცედენტულ ხასიათს ატარებს, დაუშვებელია სიძულვილის ენის გამოყენების მოტივით შეიზღუდოს ადამიანის  ძირითადი უფლებები. კერძოდ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება;


8. ანზორ სვიანაძისადმი მიზანმიმართული დისკრედიტაცია დღემდე გრძელდება. კერძოდ, სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ამჟამად კარალევა კრისტის სახელწოდებით დარეგისტრირებულმა პიროვნებამ, რომელიც, სავარაუდოდ, LGBT თემის წარმომადგენელია, გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ანზორს ჰომოსექსუალსა და, მისივე განმარტებით, გეის უწოდებს. აღნიშნული ვიდეოს გავრცელების გამო, ჩემი მარწმუნებელი განიცდის უმძიმეს ფსიქოლოგიურ წნეხს და ამჟამად იმყოფება სტრესულ ვითარებაში, ის გაურბის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან კონტაქტს ვიდეოს შინაარსის გამო და ასევე აქტიურად ფიქრობდა სუიციდზე. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ვიდეოს განთავსება ძალზე საეჭვოდ დაემთხვა დროში სვიანაძის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიას. შესაბამისად, მოცემულ ქმედებას განვიხილავთ, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან ჩემი მარწმუნებლისადმი  გამოცხადებული მხარდაჭერის ჩამოშორების მცდელობას;


9. მივიჩნევ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არ ემსახურება LGBT თემის ინტერესებს, ვინაიდან ჩემი მარწმუნებლის ჩაგვრა და მის წინააღმდეგ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება გამოიწვევს საზოგადოების კიდევ უფრო მეტ სტიგმატიზაციას და გაზრდის ამ თემის მიმართ საზოგადოებრივ აგრესიას, რაც სავალალო შედეგების მომტანი იქნება".


"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ანზორ სვიანაძის მიმართ უკანონოდ მოხდა სკოლიდან დისკრედიტაცია, კერძოდ, მის მიმართ დაირღვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლება. ვფიქრობ, თავად ქეისი აბსოლუტურად ჩვენს სასარგებლოდაა მომართული, რადგან ახალსა და განსაკუთრებულს არაფერს ვამტკიცებთ. ნებისმიერ ადამიანს აქვს კონკრეტული საკითხის მიმართ გამოხატვის თავისუფლება. მეორე საკითხია, გავრცელებული ვიდეო, სადაც კონკრეტული ადამიანი უსაფუძვლოდ სდებს ბრალს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. კერძოდ, ვიდეოში ისმის შემდეგი სახის სიტყვები: "ანზორი არის გეი, რომ კადრში ასახულ პირთან მას სექსუალური კავშირი ჰქონდა". ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ სვიანაძე სუიციდის მსხვერპლიც კი შეიძლება გამხდარიყო, რადგან მისი მორალური ღირებულებები შორსაა მსგავსი ბრალდებებისგან. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რათა მოხდეს ფაქტის სამართლებრივ ჭრილში განხილვა", - უთხრა "პირველს" ნიჟარაძემ.


"პირველი" რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვას გთავაზობთ:


 



იგივე თემაზე:


ლგბტ თემზე გამოთქმული მოსაზრების გამო სტუდენტი სასწავლებლიდან 7 ნოემბერს გარიცხეს.


ქუთაისის "ახალგაზრდული ცენტრის" დირექტორი, ნატალია პატარიძე სტუდენტი ანზორ სვიანაძის სასწავლებლიდან გარიცხვას ამ უკანასკნელის მიერ "ფეისბუკ" გვერდზე ლგბტ თემის მიმართ სიძულვილის გამოხატვას უკავშირებს.


სიახლეები მსგავს თემაზე

ლგბტ თემზე გამოთქმული მოსაზრების გამო სტუდენტი სასწავლებლიდან გარიცხეს

ქუთაისის "ახალგაზრდული ცენტრის" დირექტორი, ნატალია პატარიძე სტუდენტი ანზორ სვიანაძის სასწავლებლიდან გარიცხვას ამ უკანასკნელის მიერ "ფეისბუქ" გვერდზე ლგბტ თემის მიმართ სიძულვილის გამოხატვას უკავშირებს.

ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის თქმით, მისი ქმარი დანაშაულის დროს ბანკში იყო

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეპატრონის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ჭანტურიას მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმარი, იმ დროს, როცა მკვლელობა მოხდა, ბანკში იმყოფებოდა.

თბილისის 22-ე სკოლაში ნაღმს ეძებდნენ

თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე 22-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეწყვეტილი იყო. პოლიცია ნაღმს ეძებდა.

ბათუმში 23 წლის გოგოს ეძებენ

ბათუმში 23 წლის გოგოს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში ბაზრის მოვაჭრეებს ისევ კითხავენ

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში ბაზრის მოვაჭრეების დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

აშშ თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს არ გადაიტანს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე წელს თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს არ გადაიტანს.

პაატა ჩოხელი: ნათელაშვილის შვილი სააკაშვილს კიევში შეხვდა... დავალებები მიიღო

ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა იდეოლოგიურმა მდივანმა პაატა ჩოხელმა "პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ შალვა ნათელაშვილის შვილი მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდა.

დონალდ ტრამპმა რუსეთი ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის საკითხის მოგვარებაში ამერიკას „საერთოდ არ ეხმარება“.

სს "ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ" 2 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

ჩითახევჰესის აგრეგატის რეაბილიტაციაზე სს "ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ" 2 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

NDI: გამოკითხული ქალების 58% ფიქრობს, რომ ქალების სიმცირე პოლიტიკაში პრობლემაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული ქალების 58% ფიქრობს, რომ ქალების სიმცირე პოლიტიკაში პრობლემაა.

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე დააკავეს

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, იგივე კვეჟოევიჩი დააკავეს.

შსს-მ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

მეტროსადგური „გურამიშვილი“ იკეტება

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება. ამის შესახებ "პირველს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.

ბრაიზას თქმით, ტრამპი იძულებულია, სამხრეთ კავკიასიაში აგრესიული პოლიტიკა გაატაროს

ატლანტიკური საბჭოს ექსპერტის, აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩის მეთიუ ბრაიზას აზრით, გარემოებებიდან გამომდინარე, დონალდ ტრამპს წინამორბედ ბარაკ ობამასგან განსხვავებით, სამხრეთ კავკასიაში აგრესიული პოლიტიკის გატარება უწევს.

 

დღეიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგეტოს ცნობით, 18 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 20 იანვრამდე. საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა.

ზამთრის კურორტებზე 46 კვების ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის სააგენტომ ზამთრის კურორტებზე 46 კვების ობიექტი დააჯარიმა.

კომპანია RMG რუსთაველის თეატრის სპონსორი გახდა

კომპანია RMG კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განაგრძობს კულტურული პროექტების მხარდაჭერას და ამჯერად თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპონსორი ხდება.

NDI - გამოკითხულთა 31%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“.

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა.

თბილისის მერმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა

თბილისის მერი კახა კალაძე ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა.

სარგებლობაში არსებული ფართები კიდევ 17 ოჯახს გადაეცემა

სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კიდევ 17 ოჯახს გადაეცემა. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა განაცხადა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებს მერია 100 პროცენტით დააფინანსებს

თბილისის მერმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის ახალი მოდელი წარმოადგინა.