„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ვიცე-პრემიერს საქართველოს დიდი წარმატების იმედი აქვს

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის შეფასებით ბრიუსელის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე EP-ის ინიციატორი ქვეყნების საგარეო მინისტრების ვიზიტი საქართველოში მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა.

"დარწმუნებული ვარ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი წარმატებული იქნება საქართველოსთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის და ევროკავშირისთვის. კიდევ ერთხელ დაფიქსირდება საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებისადმი მხარდაჭერა და ასევე განისაზღვრება ის პრაქტიკული ნაბიჯები, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მოსახლეობას", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსისთან და მარგოტ ვალსტრომთანშეხვედრის შეფასებისას.  


მიხელ ჯანელიძემ ბრიუსელის სამიტის წინ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტი მათი მხრიდან მკაფიო მხარდაჭერად შეაფასა.


"ეს არის მკაფიო გამოხატულება იმ მხარდაჭერის, რაც გვაქვს პოლონეთისა და შვედეთის მხრიდან და უკავშირდება როგორც საქართველოს განვითარებას, ასევე მის ევროპულ ინტეგრაციას", - განაცხადა ჯანელიძემ.


მან ხაზი გაუსვა ორმხრივ ფორმატებში პოლონეთთან და შვედეთთან თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების დახმარებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს განვითარებას. 


"ეს არის ფასდაუდებელი და ამ მხარდაჭერის  შედეგებს ჩვენ ვხედავთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია. დღეს საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზართან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით, რომლის იმპლემენტაციის შედეგად ევროკავშირი გახდა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. დღეს შეგვიძლია უვიზოდ მოგზაურობა შენგენის ზონაში, დღეს ვართ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, დღეს საქართველო არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ეს აღიარებულია როგორც ევროკავშირის გლობალურ უსაფრთხოების  დოკუმენტში, ასევე დასტურდება იმ შეფასებებით რაც გაკეთდა ევროკომისიის ანგარიში,  სადაც მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ საქართველო გახლავთ ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი", - განაცხადა მინისტრმა. 


მისი თქმით საქართველო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს ხვდება კარგ ფორმაში, ეს შეფასებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის მხრიდან. 


მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონეთსა და შვედეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.


ევროპარლამენტის დეპუტატები რუსულ მედიასთან ბრძოლისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვენ

ევროპარლამენტის დეპუტატებმა, ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს მოუწოდეს რუსულ მედიასთან ბრძოლისთვის დაფინანსება გაზარდონ.

 

აშშ უკრაინას Javelin-ებს უფასოდ მიაწვდის

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, აშშ რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსებს Javelin-ებს უკრაინას უფასოდ მიაწვდის.

პროკურატურა მოუწოდებს პრეზიდენტს პროკურორების მიმართ მოწოდებებისგან თავი შეიკავოს

"ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, საქართველოს პროკურატურისა და პროკურორების მიმართ გაკეთებულმა უსაფუძვლო განცხადებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო."

აშშ უკრაინას Javelin-ებს 6 თვეში მიაწვდის

უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვიქტორ მუჟენკომ განაცხადა, რომ ამერიკა კიევს  სარაკეტო კომპლექს Javelin-ებს ექვს თვეში მიაწვდის.

გამყრელიძის თქმით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა არ გახარჯულა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის  განცხადებით,  ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა არ გახარჯულა.

შს სამინისტრო ნარკორეალიზაციის ნაწილში სასჯელის გამკაცრებას მოითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზაციის ნაწილში სასჯელის გამკაცრებას მოითხოვს. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

აუდიტის სამსახური ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაცია

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებმა კონფერენცია გამართეს, სადაც უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო პროექტზე, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციაზე ისაუბრეს.

ქართველი ფეხბურთელი ნოდარ ახალკაცი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.  

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის დელეგაციები ოლიმპიადაზე ერთი დროშის ქვეშ გამოვლენ

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ერთი დროშის ქვეშ გამოვლენ.

მინისტრის მოადგილის თქმით, აზიურ ფაროსანასთან მრავალწლიანი ბრძოლაა საჭირო

აგრარულ საკითხთა კომიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სუს-ი აფხაზეთის საოკუპაციო ზოლის რელოკაციის ფაქტს ადასტურებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან საოკუპაციო  ძალების მიერ ბორდერიზაციის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინა გაიხარჯა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა გაიხარჯა.

სემეკი "მისტიკური მომხმარებლის" კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) "მისტიკური მომხმარებლის" პროექტის, პირველი შუალედური ანგარიშის შედეგებს, 18 იანვრის საჯარო სხდომაზე გამოაქვეყნებს.

აუდიტი: საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა

იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო.

 

ლარი მცირედით გაუფასურდა

17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5463 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5451 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 17-19 იანვარს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა.

„მაგთიკომი“ ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს

შპს „მაგთიკომი“ ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს.

სააკაშვილის საქმის პროკურორის თქმით, მარგველაშვილმა მცდარი განცხადება გააკეთა

პროკურორი ქეთევან ჩაჩავა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის მიმართ აღძრულმა ე.წ. პიჯაკების საქმემ ქვეყნის საზღვრებს გარეთ უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩააყენა.

შს მინისტრი: პრეზიდენტმა უნდა ახსნას კრიმინალურ დანაშაულში ბრალდებულების შეწყალების მოტივი

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა უნდა იყოს ახსნილი კრიმინალურ დანაშაულში ბრალდებული ადამიანების შეწყალების მოტივი.

პოლიტოლოგის აზრით, ამერიკული სანქციები რუსეთ-სომხეთის ურთიერთობას გააფუჭებს

რუსი პოლიტოლოგის ლეონიდ რადზიხოვსკის აზრით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები უარყოფითად აისახება არა მარტო რუსეთის, არამედ იმ ქვეყნების ეკონომიკაზე, რომელიც რუსეთზე ნაწილობრივ არის მიბმული.