უმრავლესობის დეპუტატის თქმით, პენსიის ოდენობა 500-600 ლარი უნდა იყოს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პენსიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გამოწვეულ გაუგებრობას ვრცელი წერილით პასუხობს. 

დეპუტატის განცხადებას "პირwელი" უცვლელად გთავაზობთ: 


"წინა კვირას პრესაში გავრცელდა ჩემი კომენტარი პენსიასთან დაკავშირებით, რომელმაც არაკორექტულად შერჩეული"სკანდალური" სათაურის გამო: "ზოიძე: პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია", სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია ბევრ ადამიანში, რომელთაც ჩათვალეს, რომ მე, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს, პენსიის დღევანდელი ოდენობა საკმარისად მიმაჩნია ადამიანის ნორმალური არსებობისა და ცხოვრებისათვის, - მიუხედავად იმისა, რომ კომენტარის ტექსტშივე წერია, რომ არსებული პენსია არ არის საკმარისი და ჩვენ ძალიან გვინდა მისი გაზრდა.


ყოველგვარი გაუგებრობისა თუ ორაზროვნების გამოსარიცხად მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო:
პირველი - ჩემი ღრმა რწმენით, ასაკობრივი თუ საბაზისო პენსიის დღევანდელი ოდენობა 180 ლარი, არა თუ საკმარისი არ არის, არამედ მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს იმ საჭიროებებს, რომელიც გააჩნიათ ჩვენს ხანდაზმულ მოქალაქეებს და მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (მათ შორის ე.წ. მეორე ჯგუფის, რომელთა პენსიაც 100 ლარით განისაზღვრება), რომელთა ძირითადი, თუ ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. იმისთვის რომ პენსიამ უზრუნველყოს საარსებოდ აუცილებელი მინიმალური საჭიროებები, პენსიის ოდენობა უნდა იყოს ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის 50-60% მაინც, ანუ 500-600 ლარი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ პენსია ასრულებს იმ დატვირთვას რაც უნდა ჰქონდეს ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად.


მეორე - ჩემი სიტყვები "პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია", ნათქვამი იყო კონკრეტული კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა ვემხრობი თუ არა პარლამენტის წინ იმ დღეს გამართული აქციის მოთხოვნას, რომ პენსია გაუთანაბრდეს საარსებო მინიმუმს. საარსებო მინიმუმი არის კონკრეტული სტატისტიკური სიდიდე და საქსტატის მიხედვით დღეს შეადგენს 168 ლარს. შესაბამისად, მე პასუხად გავეცი, რომ მოთხოვნის ასეთი ფორმით შესრულება არ იქნება სასურველი რადგანაც 180 ლარი 168 ლარზე მეტია. ხოლო შემდეგ კი, როგორც უკვე ითქვა დავამატე სიტყვები რომ პენსიის გაზრდა ჩვენ ძალიან გვინდა და ამისათვის ვითხოვდით პენსიის ინდექსაციის (ანუ პენსიის ოდენობის მიბმა ეკონომიკური ზრდის და/ან ფასების ზრდის მაჩვენებლებთან) მექანიზმის შემოღებას. შესაბამისად, კითხვაზე ამ პასუხის გამოტანა ჩემი კომენტარის სათაურში - კონტექსტის და კითხვის გარეშე, რბილად რომ ვთქვათ არაკორექტულად მიმაჩნია, თუ არაეთიკურად არა.


მესამე - პენსიის 600 ლარამდე გაზრდა ქვეყნის დღევანდელი შემოსავლების და დღევანდელი საპენსიო სისტემის პირობებში სამწუხაროდ შეუძლებელია - რადგან ამას დასჭირდება ქვეყნის ბიუჯეტის უმეტესი წილი და გამოიწვევს სახელმწიფოს ფინანსურ და ეკონომიკურ კოლაფსს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის საპენსიო რეფორმა რომლის ავკარგიანობის განხილვაც ამჟამად საჯაროდ მიმდინარეობს. მხოლოდ სწორად ჩატარებული საპენსიო რეფორმა მოგვცემს იმისა საშუალებას, რომ ჩვენ შვილებს ქონდეთ ხელფასის ოდენობაზე და სტაჟზე დამოკიდებული რეალური პენსია და ღირსეული სიბერე, ხოლო დღევანდელი პენსიონერებისათვის კი, როგორც უკვე ზემოთ ითქვა უნდა იყოს შემოღებული პენსიების ინდექსაციის - ზრდის სისტემა, რომელიც პენსიას ერთხელ და სამუდამოდ გამოიტანს პოლიტიკური სპეკულაციების განზომილებიდან და პენსიონერს ეცოდინება თუ როგორ და რა თანხით გაიზრდება მისი პენსია ყოველწლიურად ქვეყნის შემოსავლების ზრდის პარალელურად.


მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ჩემი მშობლების თაობის და ჩემი იმ თანამემამულეების მიმართ, რომელთა შესაძლებლობებიც დღეს შეზღუდულია, გამოვხატო კიდევ ერთხელ მათდამი ჩემი გულწრფელი თანადგომა", - ნათქვამია აკაკი ზოიძის განცხადებაში.


მსგავს თემაზე: 


საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პენსიის გაზრდა მოითხოვეს


საქართველოში 2019 წელს პენსია 20 ლარით გაიზრდება


 


სიახლეები მსგავს თემაზე

საქართველოში 2019 წელს პენსია 20 ლარით გაიზრდება

ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პენსიების სისტემა რეფორმას საჭიროებს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პენსიების სისტემა რეფორმას საჭიროებს, რადგან არსებული სახით რთულია ასაკით პენსიონერების ფინანსური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა.

ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის თქმით, მისი ქმარი დანაშაულის დროს ბანკში იყო

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეპატრონის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ჭანტურიას მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმარი, იმ დროს, როცა მკვლელობა მოხდა, ბანკში იმყოფებოდა.

თბილისის 22-ე სკოლაში ნაღმს ეძებდნენ

თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე 22-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეწყვეტილი იყო. პოლიცია ნაღმს ეძებდა.

ბათუმში 23 წლის გოგოს ეძებენ

ბათუმში 23 წლის გოგოს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში ბაზრის მოვაჭრეებს ისევ კითხავენ

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში ბაზრის მოვაჭრეების დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

აშშ თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს არ გადაიტანს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე წელს თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს არ გადაიტანს.

პაატა ჩოხელი: ნათელაშვილის შვილი სააკაშვილს კიევში შეხვდა... დავალებები მიიღო

ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა იდეოლოგიურმა მდივანმა პაატა ჩოხელმა "პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ შალვა ნათელაშვილის შვილი მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდა.

დონალდ ტრამპმა რუსეთი ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის საკითხის მოგვარებაში ამერიკას „საერთოდ არ ეხმარება“.

სს "ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ" 2 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

ჩითახევჰესის აგრეგატის რეაბილიტაციაზე სს "ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ" 2 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

NDI: გამოკითხული ქალების 58% ფიქრობს, რომ ქალების სიმცირე პოლიტიკაში პრობლემაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული ქალების 58% ფიქრობს, რომ ქალების სიმცირე პოლიტიკაში პრობლემაა.

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე დააკავეს

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, იგივე კვეჟოევიჩი დააკავეს.

შსს-მ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

მეტროსადგური „გურამიშვილი“ იკეტება

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება. ამის შესახებ "პირველს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.

ბრაიზას თქმით, ტრამპი იძულებულია, სამხრეთ კავკიასიაში აგრესიული პოლიტიკა გაატაროს

ატლანტიკური საბჭოს ექსპერტის, აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩის მეთიუ ბრაიზას აზრით, გარემოებებიდან გამომდინარე, დონალდ ტრამპს წინამორბედ ბარაკ ობამასგან განსხვავებით, სამხრეთ კავკასიაში აგრესიული პოლიტიკის გატარება უწევს.

 

დღეიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგეტოს ცნობით, 18 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 20 იანვრამდე. საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა.

ზამთრის კურორტებზე 46 კვების ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის სააგენტომ ზამთრის კურორტებზე 46 კვების ობიექტი დააჯარიმა.

კომპანია RMG რუსთაველის თეატრის სპონსორი გახდა

კომპანია RMG კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განაგრძობს კულტურული პროექტების მხარდაჭერას და ამჯერად თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპონსორი ხდება.

NDI - გამოკითხულთა 31%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“.

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა.

თბილისის მერმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა

თბილისის მერი კახა კალაძე ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა.

სარგებლობაში არსებული ფართები კიდევ 17 ოჯახს გადაეცემა

სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კიდევ 17 ოჯახს გადაეცემა. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა განაცხადა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებს მერია 100 პროცენტით დააფინანსებს

თბილისის მერმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის ახალი მოდელი წარმოადგინა.