ევროპის მაუწყებელთა კავშირი საქართველოში მიმდინარე პროცესზე შეშფოთებას გამოთქვამს

ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი ნოელ კარანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს. 

 წერილში გამოთქმულია შეშფოთება საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის შესაცვლელად მინიმალური დაფინანსების გარანტიის გაუქმებას ეხება, რაც ამჟამად განსაზღვრულია მშპ-ს ფიქსირებული პროცენტით.


ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.


ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის წერილს უცვლელად გთავაზობთ:


„როგორც ევროპის მაუწყებელთა საზოგადოებრივი სამსახურის პროფესიული ასოციაციის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი, გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი შეშფოთება საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის შესაცვლელად მინიმალური დაფინანსების გარანტიის გაუქმებას ეხება, რაც ამჟამად განსაზღვრულია მშპ-ს ფიქსირებული პროცენტით.


სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მედიის დაფინანსება მინიმალური გარანტიების გარეშე საზოგადოებრივ მედიას აყენებს უფრო დიდი პოლიტიკური გავლენისა და ჩარევის წინაშე, ეს კი შესაძლოა, უარყოფითად აისახოს მის სანდოობაზე და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ნდობაზე.


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ამჟამინდელი მოდელი ცდილობს, მიუახლოვდეს ევროპის საბჭოს მიერ განსაზღვრულ მინიმალურ ევროპულ სტანდარტებს, კერძოდ მინისტრთა კომიტეტის (1996)10 და 2012(1) რეკომენდაციებს და საპარლამენტო ასამბლეის 1878(2009) და 2111(2017) რეკომენდაციებს. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი მედიის მდგრადი დაფინანსება.


ამჟამინდელი დებულებები, კერძოდ, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 პარაგრაფი, უზრუნველყოფს დაფინანსების მინიმალურ პროგნოზირებადობას და სტაბილურობას და წარმოადგენს დაცვის გარკვეულ გარანტიას პოლიტიკური ჩარევის წინააღმდეგ, რაც შეესაბამება ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ განსაზღვრულ საუკეთესო პრაქტიკას. საზოგადოებრივ მედიას საზოგადოების ყველა მოქალაქისა და ჯგუფის ინფორმირების, განათლებისა და გართობის ვალდებულება აქვს, ეს კი მოითხოვს ხარჯების გრძელვადიან დაგეგმვას. თუ არ იქნება უზრუნველყოფილი დაფინანსების პროგნოზირებადობისა და სტაბილურობის მინიმალური დონე, საზოგადოებრივი მედია ვერ შეძლებს საზოგადოებრივი ინტერესის კონტენტის პროდუქციასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას და ძირითადი კულტურული და სპორტული მოვლენების გასაშუქებლად უფლებების შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას.


სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ყოველწლიურ გადაწყვეტილებებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოკიდებულება საფრთხეს შეუქმნის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებისკენ, ასევე მრავალწლიანი დაფინანსების ჩარჩოს უზრუნველყოფის ძალისხმევასა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებების გაუმართლებელი პოლიტიკური ჩარევის მიზნით გამოყენებისგან დაცვის გარანტიებს.
ამგვარი დაცვითი გარანტიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან ბიუჯეტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები პოლიტიკურია. შესაბამისად, ბევრმა ქვეყანამ, რომელიც საზოგადოებრივ მედიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს, კანონით ან მრავალმხრივი შეთანხმებებით განსაზღვრა მინიმალური თანხები აბსოლუტური ციფრებით ინფლაციის გათვალისწინებით ან მშპ-სა ან სახელმწიფო ბიუჯეტის პროცენტის სახით. 2015 წელს, ევროპის მაუწყებელთა კავშირის საინფორმაციო სამსახურის მიერ შესრულებული ყოველწლიური ანალიზის მონაცემებით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრებს შორის საზოგადოებრივი მედიის დაფინანსება წარმოადგენდა საშუალოდ მშპ-ს 0.19 პროცენტს.


იმის მიუხედავად, რომ თითოეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის დაცვის შესაბამისი მექანიზმები თავად უნდა შეარჩიოს თავისი საკონსტიტუციო სისტემებისა და საკანონმდებლო ტრადიციების შესაბამისად, არსებული დაცვითი მექანიზმის გაუქმება ეკვივალენტური გარანტიების გარეშე ევროპულ სტანდარტებთან აშკარა წინააღმდეგობაში მოვა.


პრაქტიკა აჩვენებს, რომ ძალიან რთულია ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მედიის დაფინანსებასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა, ძალიან ხშირად პოლიტიკური დისკუსია საზოგადოებრივ მედიას განუსაზღვრელი ვადით გაურკვეველი დაფინანსებით ტოვებს, რასაც განსაკუთრებული გავლენა აქვს მის პროდუქციაზე და შესაძლოა, შედეგად აუდიტორიისა და საზოგადოებრივი ნდობის დაკარგვაც კი გამოიწვიოს.


ამასთანავე, ასეთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო შესწორების მიღება ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართულობისა და შედეგების სათანადო შეფასების გარეშე, ამ ინიციატივის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას წარმოშობს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართავს მნიშვნელოვან ძალისხმევას, რათა მოქალაქეების ნამდვილ სამსახურში ჩადგეს და ნელნელა პროგრესს აღწევს ყველა მოქალაქისა და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის ხარისხიანი კონტენტით უზრუნველყოფის, ინფორმირებულობის, განათლებისა და გართობის ვალდებულებების შესრულებაში. ევროპის მაუწყებელთა კავშირი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელს ამ რეფორმების დაჩქარებაში სტრატეგიულ, ლეგალურ და პროფესიულ დახმარებას უწევს. ამ მნიშვნელოვან მომენტსა და რეფორმების მიმდინარეობის შუა პერიოდში დაფინანსების მექანიზმის შეცვლას საზიანო ეფექტი ექნება არა მხოლოდ რეფორმებზე, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მაუწყებლის შესაძლებლობაზე, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, შესაბამისად, ეს სერიოზულად დააზარალებს უკვე მიღწეულ პროგრესს.


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მთლიანად მთავრობის ხელში გადასვლის ინიციატივა მხოლოდ გაზრდის მაუწყებლის დამოუკიდებლობის სისუსტეს. ეს გააუქმებს ყველა გარეგნულ ნიშანს ეფექტიანი საზოგადოებრივი მედიისა, რომელსაც შეუძლია, ერთიან და დემოკრატიულ საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.


მოგიწოდებთ, არ მიიღოთ ეს ინიციატივა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სერიოზულ დესტაბილიზაციას მოახდენს და საფრთხის წინაშე დააყენებს მას და ვთვლით, რომ გაანადგურებს საზოგადოებრივ მაუწყებელს“, – აცხადებს ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი ნოელ კარანი.


ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოახდინა, რომლის თანახმადაც,  საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე განისაზღვრება. კანონპროექტის ავტორი რომან გოცირიძეა. ცვლილებებით,  მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი უქმდება.


სიახლეები მსგავს თემაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად გიორგი იაკობაშვილი დაამტკიცეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტმა გიორგი იაკობაშვილი დაამტკიცა. კენჭისყრა პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ კანონში რამდენიმე ცვლილების შეტანის საკითხზე იმსჯელებს. 

2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 52,100 მილიონი ლარი გახდება

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 5 695 000 ლარით იზრდება.  ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს ბიუჯეტი უკვე წარუდგინა.   

ევროპარლამენტის დეპუტატები რუსულ მედიასთან ბრძოლისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვენ

ევროპარლამენტის დეპუტატებმა, ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს მოუწოდეს რუსულ მედიასთან ბრძოლისთვის დაფინანსება გაზარდონ.

 

აშშ უკრაინას Javelin-ებს უფასოდ მიაწვდის

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, აშშ რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსებს Javelin-ებს უკრაინას უფასოდ მიაწვდის.

პროკურატურა მოუწოდებს პრეზიდენტს პროკურორების მიმართ მოწოდებებისგან თავი შეიკავოს

"ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, საქართველოს პროკურატურისა და პროკურორების მიმართ გაკეთებულმა უსაფუძვლო განცხადებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო."

აშშ უკრაინას Javelin-ებს 6 თვეში მიაწვდის

უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვიქტორ მუჟენკომ განაცხადა, რომ ამერიკა კიევს  სარაკეტო კომპლექს Javelin-ებს ექვს თვეში მიაწვდის.

გამყრელიძის თქმით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა არ გახარჯულა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის  განცხადებით,  ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა არ გახარჯულა.

შს სამინისტრო ნარკორეალიზაციის ნაწილში სასჯელის გამკაცრებას მოითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზაციის ნაწილში სასჯელის გამკაცრებას მოითხოვს. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

აუდიტის სამსახური ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაცია

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებმა კონფერენცია გამართეს, სადაც უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო პროექტზე, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციაზე ისაუბრეს.

ქართველი ფეხბურთელი ნოდარ ახალკაცი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.  

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის დელეგაციები ოლიმპიადაზე ერთი დროშის ქვეშ გამოვლენ

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ერთი დროშის ქვეშ გამოვლენ.

მინისტრის მოადგილის თქმით, აზიურ ფაროსანასთან მრავალწლიანი ბრძოლაა საჭირო

აგრარულ საკითხთა კომიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სუს-ი აფხაზეთის საოკუპაციო ზოლის რელოკაციის ფაქტს ადასტურებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან საოკუპაციო  ძალების მიერ ბორდერიზაციის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინა გაიხარჯა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა გაიხარჯა.

სემეკი "მისტიკური მომხმარებლის" კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) "მისტიკური მომხმარებლის" პროექტის, პირველი შუალედური ანგარიშის შედეგებს, 18 იანვრის საჯარო სხდომაზე გამოაქვეყნებს.

აუდიტი: საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა

იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო.

 

ლარი მცირედით გაუფასურდა

17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5463 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5451 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 17-19 იანვარს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა.

„მაგთიკომი“ ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს

შპს „მაგთიკომი“ ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს.

სააკაშვილის საქმის პროკურორის თქმით, მარგველაშვილმა მცდარი განცხადება გააკეთა

პროკურორი ქეთევან ჩაჩავა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის მიმართ აღძრულმა ე.წ. პიჯაკების საქმემ ქვეყნის საზღვრებს გარეთ უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩააყენა.

შს მინისტრი: პრეზიდენტმა უნდა ახსნას კრიმინალურ დანაშაულში ბრალდებულების შეწყალების მოტივი

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა უნდა იყოს ახსნილი კრიმინალურ დანაშაულში ბრალდებული ადამიანების შეწყალების მოტივი.

პოლიტოლოგის აზრით, ამერიკული სანქციები რუსეთ-სომხეთის ურთიერთობას გააფუჭებს

რუსი პოლიტოლოგის ლეონიდ რადზიხოვსკის აზრით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები უარყოფითად აისახება არა მარტო რუსეთის, არამედ იმ ქვეყნების ეკონომიკაზე, რომელიც რუსეთზე ნაწილობრივ არის მიბმული.