Google ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიას წარმატებულად აფასებს

კორპორაცია Google ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიას წარმატებულად აფასებს.

კორპორაციასთან მიმდინარე თანამშრომლობის და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე Google-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ შორის იყვნენ: დმიტრო შოლომკო Google Ukraine-ის დირექტორი, სერგეი ბრატუსოვი Google Ukraine-ის ბრენდის ხელმძღვანელი და დიმიტრი გოლიკი Google Ireland-ის მენეჯერი. კორპორაცია Google-თან ადმინისტრაცია ორი წელია აქტიურად თანამშრომლობს. მიმდინარე წლის ზაფხულის მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვასა და მონიტორინგში Google აქტიურად მონაწილეობდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2017-18 წლების ზამთრის კამპანიას Google-თან თანამშრომლობით ატარებს. კამპანია 19 ქვეყანას მოიცავს: გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი ქუვეითი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.


Google-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.


"საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე მეორე წელია ძალიან აქტიურად თანამშრომლობს კორპორაცია Google-თან, რაც Google-ის მხრიდან ჩვენი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა, მისი ეფექტურობის გაზრდაზე აისახება. ჩვენი ბოლო კამპანიები Google-მა ძალიან წარმატებულად შეფასა. რეზულტატების გასაცნობად და მომავალი თანამშრომლობის დასაგეგმად ჩვენ დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ Google-ის თანამშრომლებს დუბლინის და კიევის ოფისებიდან. „-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმატებულ კამპანიაზე საუბრობს Google Ukraine-ის დირექტორი დმიტრო შოლომკო.


"ვფიქრობ ეს კამპანია ძალიან წარმატებული იყო. შედეგით კმაყოფილები ვართ, ტურისტების რაოდენობა საქართველოში იზრდება და ჩვენ მოწადინებულები ვართ, კიდევ უფრო უკეთესი რეზულტატი ვაჩვენოთ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის წარმოსაჩენად ნამდვილად ეფექტურ და პროფესიონალურ ინტერნეტ კამპანიას ატარებს. საქართველოს მარკეტინგული კამპანია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებულია მთელ პოსტსაბჭოთა კავშირში და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც თქვენი პროდუქტით უამრავი ადამიანი ინტერესდება". -აცხადებს დმიტრო შოლომკო.


ევროპარლამენტის დეპუტატები რუსულ მედიასთან ბრძოლისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვენ

ევროპარლამენტის დეპუტატებმა, ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს მოუწოდეს რუსულ მედიასთან ბრძოლისთვის დაფინანსება გაზარდონ.

 

აშშ უკრაინას Javelin-ებს უფასოდ მიაწვდის

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, აშშ რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსებს Javelin-ებს უკრაინას უფასოდ მიაწვდის.

პროკურატურა მოუწოდებს პრეზიდენტს პროკურორების მიმართ მოწოდებებისგან თავი შეიკავოს

"ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, საქართველოს პროკურატურისა და პროკურორების მიმართ გაკეთებულმა უსაფუძვლო განცხადებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო."

აშშ უკრაინას Javelin-ებს 6 თვეში მიაწვდის

უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვიქტორ მუჟენკომ განაცხადა, რომ ამერიკა კიევს  სარაკეტო კომპლექს Javelin-ებს ექვს თვეში მიაწვდის.

გამყრელიძის თქმით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა არ გახარჯულა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის  განცხადებით,  ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა არ გახარჯულა.

შს სამინისტრო ნარკორეალიზაციის ნაწილში სასჯელის გამკაცრებას მოითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზაციის ნაწილში სასჯელის გამკაცრებას მოითხოვს. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

აუდიტის სამსახური ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაცია

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებმა კონფერენცია გამართეს, სადაც უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო პროექტზე, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციაზე ისაუბრეს.

ქართველი ფეხბურთელი ნოდარ ახალკაცი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.  

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის დელეგაციები ოლიმპიადაზე ერთი დროშის ქვეშ გამოვლენ

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ერთი დროშის ქვეშ გამოვლენ.

მინისტრის მოადგილის თქმით, აზიურ ფაროსანასთან მრავალწლიანი ბრძოლაა საჭირო

აგრარულ საკითხთა კომიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სუს-ი აფხაზეთის საოკუპაციო ზოლის რელოკაციის ფაქტს ადასტურებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან საოკუპაციო  ძალების მიერ ბორდერიზაციის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინა გაიხარჯა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა გაიხარჯა.

სემეკი "მისტიკური მომხმარებლის" კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) "მისტიკური მომხმარებლის" პროექტის, პირველი შუალედური ანგარიშის შედეგებს, 18 იანვრის საჯარო სხდომაზე გამოაქვეყნებს.

აუდიტი: საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა

იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო.

 

ლარი მცირედით გაუფასურდა

17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5463 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5451 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 17-19 იანვარს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა.

„მაგთიკომი“ ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს

შპს „მაგთიკომი“ ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს.

სააკაშვილის საქმის პროკურორის თქმით, მარგველაშვილმა მცდარი განცხადება გააკეთა

პროკურორი ქეთევან ჩაჩავა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის მიმართ აღძრულმა ე.წ. პიჯაკების საქმემ ქვეყნის საზღვრებს გარეთ უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩააყენა.

შს მინისტრი: პრეზიდენტმა უნდა ახსნას კრიმინალურ დანაშაულში ბრალდებულების შეწყალების მოტივი

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა უნდა იყოს ახსნილი კრიმინალურ დანაშაულში ბრალდებული ადამიანების შეწყალების მოტივი.

პოლიტოლოგის აზრით, ამერიკული სანქციები რუსეთ-სომხეთის ურთიერთობას გააფუჭებს

რუსი პოლიტოლოგის ლეონიდ რადზიხოვსკის აზრით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები უარყოფითად აისახება არა მარტო რუსეთის, არამედ იმ ქვეყნების ეკონომიკაზე, რომელიც რუსეთზე ნაწილობრივ არის მიბმული.