სამხედრო გადატრიალება ზიმბაბვეში – დედაქალაქი ჯავშანტექნიკის ალყაშია

ზიმბაბვეს დედაქალაქ ხარარეს მიმართულებით ჯავშანტექნიკის კოლონები მიემართება. სამხედრო გადატრიალების მცდელობის პროცესის ამსახველ ვიდეომასალას გამოცემა The Independent ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, სამხედრო ჯავშანტექნიკით დედაქალაქში შესასვლელი რამდენიმე ავტომაგისტრალი გადაკეტეს. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა ადგილობრივი სახელმწიფო ტელეკომპანია ZBC–ს ოფისი დაიკავეს. ტელეკომპანია ამ დროისთვის აღარ მაწყებლობს.


The Independent–ის ცნობით, ზიმბაბვეში შიდაპოლიტიკური ვითარება გასულ კვირაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქვეყნის უცვლელმა ლიდერმა რობერტ მუგაბემ თანამდებობიდან ვიცე–პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა გაათავისუფლა. ეს უკანასკნელი ქვეყნის მომავალ ლიდერად მოიაზრებოდა.


Reuters–ის ცნობით, დედაქალაქის მისადგომებთან სამხედრო ტექნიკა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდალი ზიმბაბვეს მმართველი პარტიის ლიდერის, პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა.


ვიცე-პრემიერმა არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ OSCE/ODIHR-ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელ კორინ იონკერთა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

თბილისის მერმა საკრებულოს დედაქალაქის მთავრობის დამტიცებისთვის მადლობას უხდის

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და თბილისის რაიონების გამგებლების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

აზერბაიჯანში ბენზინი გააძვირეს

აზერბაიჯანში პრემიუმის და სუპერის მარკის ბენზინი ფასი გაიზარდა. დღეიდან 95 ოპტანობის საწვავის ფასი 1,25 (1,99 ლარი), ხოლო 98 ოპტანობის ბენზინის ფასი 1,5 (2,38 ლარი) მანათს შეადგენს.

რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს ევროპასა და აშშ–ში მოსალოდნელ ტერაქტებზე აფრთხილებს

რუსეთის საგარეო უწყების სიტუაციურ–კრიზისული ცენტრი აცხადებს, რომ ევროპისა და აშშ–ის მსხვილ ქალაქებში საშობაო პერიოდში ტერაქტების საფრთხე გაიზრდება.

კომპანია „წყალი მარგებელის“ თქმით, ომბუდსმენის აპარატმა გადაუმოწმებელი მასალა გამოაქვეყნა

2017 წლის 9 ნოემბერს ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სს „წყალი მარგებელის“ ენერგეტიკული სასმელის „ბუღას“ სექსისტური შინაარსის შეფუთვასა და სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართა.

ზიმბაბვეს პრეზიდენტი სამხედრო გადატრიალების შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯაროდ

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ დღეს ხარარის ღია უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 83 წლის მუგაბე საჯაროდ პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთში ვიზიტს აგრძელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტსგანაგრძობს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 20 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 20 ნოემბერს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს დროებით შეიზღუდება.

გაზმომარაგების შეზღუდვა - 150 აბონენტი

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორშაბათს, 20 ნოემბერს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ბაგები - ზურაბ საკანდელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დედაქალაქის ახალი მთავრობა დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის კახა კალაძის მიერ წარდგენილ მოადგილეებს, სამსახურების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს დაუჭირეს მხარი.

გიორგი ცინცაძე: დღეს ქართულ კალათბურთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას

საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანების ხელმძღვანელი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე კალათბურთის ფედერაციის არჩევნებში შიო ხეცურიანს უჭერს მხარს.

იტალიელმა ქირურგმა გვამს თავი გადაუნერგა

სკანდალურად ცნობილმა იტალიელმა ქირურგმა სეოჯიო კნავერომ განაცხადა, რომ თავის გადანერგვის ოპერაცია ჩინეთის ერთ–ერთ კლინიკაში ადამიანის გვამზე წარმატებით განახორციელა.

კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მაგნიტუდით 4,7 ბიძგების ეპიცენტრი აგდამის რაიონში დაფიქსირდა.

ყირიმს უკრაინისგან კედლით გამიჯნავენ

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულსა და უკრაინას შორის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთი 50 კილომეტრის სიგრძის კედელს აშენებს.

რუსთავში გერმანელი ტყვეების ნეშტების მოძიებისა და ინდენტიფიცირებისთვის კვლევები ტარდება

რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩაზე გერმანელი სამხედრო ტყვეების ნეშტების მოძიებისა და ინდენტიფიცირების მიზნით კვლევითი სამუშაობი მიმდინარეობს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7268 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.29 თეთრი შეადგინა.

აშშ–ის კოალიციის ძალებმა „ისლამურ სახელმწიფოს“ ბოლო სიმაგრე დაატოვებინეს

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებული ფორმირებები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ერაყში თავისი ბოლო საყრდენი. მათ ბრძოლა კოალიციურ ჯარებთან წააგეს, რომელსაც აშშ მეთაურობს.

რუსეთის ჯაშუშების შეფმა ესპანეთი კატალონიერების მიმართ „რეპრესიებში“ დაადანაშაულა

რუსეთის დაზვერვის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა მადრიდი კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს „უხეშ ძალადობაში“ დაადანაშაულა. ამის შესახებ ნარიშკინმა კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

პროკურატურა ოჯახში ძალადობის თემაზე არტ-ნამუშევრების კონკურსს აცხადებს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება „დაზარალებულთა კვირეული“.

მასწავლებლებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების გამოყენების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდებათ

მასწავლებლებს სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების გამოყენების შესახებ ტრენინგი დღეს ჩაუტარდებათ.

სირიაში რუსული ტექნიკა ნადავლად წაიღეს

ისლამისტური დაჯგუფება „ახრარ აშ–შამის“ წევრები სირიის არმიის სამხედრო ბაზას დღეს დაესხნენ თავს აღმოსავლეთ გუტაში, რომელიც დეესკალაციის ზონაშია და სამხედრო აღჭურვილობა გაიტაცეს.