ნენსკრა ჰესის პროექტი მდინარე ნაკრას ხეობაში გაწმენდით სამუშაოებს უზრუნველყოფს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში მდ. ნაკრას შენაკადების - ლექვერარისა და ლაქნაშერას კალაპოტების გაწმენდით სამუშაოებს დააფინანსებს.

გაწმენდითი სამუშაოები სოფელ ნაკრას მოსახლეობის თხოვნით ტარდება. ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი ბუნებრივი მოვლენების შედეგად ლექვერარისა და ლაქნაშერას კალაპოტები ჩაიხერგა, რამაც მდინარეების ადიდების შემთხვევაში შეიძლება, სოფლის დატბორვის საფრთხე შექმნას.


გაწმენდითი სამუშაოების პირველი ეტაპი ლექვერარის ხეობაში 15 ნოემბერს დაიწყება. ადგილზე მობილიზებული იქნება ტექნიკა, რომელიც კალაპოტს გაწმენდს, შემდგომ ხრეშსა და ქვიშას გაზიდავს და სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დაასაწყობებს.


ეს პროცესი მესტიის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, გამოყენებული იქნება ასევე ადგილობრივი ტექნიკა.


მეორე ეტაპი კი, რომელიც მდინარე ლაქნაშერას მოიცავს, 2018 წელს ჩატარდება. 


აღნიშნული სამუშაოები "თემის განვითარების პროგრამის" ფარგლებში განხორციელდება.


"თემის განვითარების პროგრამა" ნენსკრა ჰესის პროექტის თანმხლები საინვესტიციო პროექტია, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობის საჭიროებათა შეფასების საფუძველზე შემუშავდა. მის მიზანს საპროექტო არეალში მცხოვრებთა მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მეტი შესაძლებლობის შექმნა წარმოადგენს.


"თემის განვითარების პროგრამა" მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, უნარ-ჩვევების ამაღლება, მცირე ინფრასტრუქტურული, ასევე სწრაფად განხორციელებადი პროექტები და სხვა.


სს "ნენსკრა ჰიდრო" კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.  www.nenskrahydro.ge


ევროპარლამენტის დეპუტატები რუსულ მედიასთან ბრძოლისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვენ

ევროპარლამენტის დეპუტატებმა, ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს მოუწოდეს რუსულ მედიასთან ბრძოლისთვის დაფინანსება გაზარდონ.

 

აშშ უკრაინას Javelin-ებს უფასოდ მიაწვდის

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, აშშ რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსებს Javelin-ებს უკრაინას უფასოდ მიაწვდის.

პროკურატურა მოუწოდებს პრეზიდენტს პროკურორების მიმართ მოწოდებებისგან თავი შეიკავოს

"ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, საქართველოს პროკურატურისა და პროკურორების მიმართ გაკეთებულმა უსაფუძვლო განცხადებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო."

აშშ უკრაინას Javelin-ებს 6 თვეში მიაწვდის

უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვიქტორ მუჟენკომ განაცხადა, რომ ამერიკა კიევს  სარაკეტო კომპლექს Javelin-ებს ექვს თვეში მიაწვდის.

გამყრელიძის თქმით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა არ გახარჯულა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის  განცხადებით,  ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა არ გახარჯულა.

შს სამინისტრო ნარკორეალიზაციის ნაწილში სასჯელის გამკაცრებას მოითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზაციის ნაწილში სასჯელის გამკაცრებას მოითხოვს. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

აუდიტის სამსახური ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაცია

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებმა კონფერენცია გამართეს, სადაც უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო პროექტზე, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციაზე ისაუბრეს.

ქართველი ფეხბურთელი ნოდარ ახალკაცი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.  

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის დელეგაციები ოლიმპიადაზე ერთი დროშის ქვეშ გამოვლენ

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ერთი დროშის ქვეშ გამოვლენ.

მინისტრის მოადგილის თქმით, აზიურ ფაროსანასთან მრავალწლიანი ბრძოლაა საჭირო

აგრარულ საკითხთა კომიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სუს-ი აფხაზეთის საოკუპაციო ზოლის რელოკაციის ფაქტს ადასტურებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან საოკუპაციო  ძალების მიერ ბორდერიზაციის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინა გაიხარჯა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა გაიხარჯა.

სემეკი "მისტიკური მომხმარებლის" კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) "მისტიკური მომხმარებლის" პროექტის, პირველი შუალედური ანგარიშის შედეგებს, 18 იანვრის საჯარო სხდომაზე გამოაქვეყნებს.

აუდიტი: საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა

იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო.

 

ლარი მცირედით გაუფასურდა

17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5463 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5451 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 17-19 იანვარს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა.

„მაგთიკომი“ ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს

შპს „მაგთიკომი“ ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს.

სააკაშვილის საქმის პროკურორის თქმით, მარგველაშვილმა მცდარი განცხადება გააკეთა

პროკურორი ქეთევან ჩაჩავა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის მიმართ აღძრულმა ე.წ. პიჯაკების საქმემ ქვეყნის საზღვრებს გარეთ უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩააყენა.

შს მინისტრი: პრეზიდენტმა უნდა ახსნას კრიმინალურ დანაშაულში ბრალდებულების შეწყალების მოტივი

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა უნდა იყოს ახსნილი კრიმინალურ დანაშაულში ბრალდებული ადამიანების შეწყალების მოტივი.

პოლიტოლოგის აზრით, ამერიკული სანქციები რუსეთ-სომხეთის ურთიერთობას გააფუჭებს

რუსი პოლიტოლოგის ლეონიდ რადზიხოვსკის აზრით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები უარყოფითად აისახება არა მარტო რუსეთის, არამედ იმ ქვეყნების ეკონომიკაზე, რომელიც რუსეთზე ნაწილობრივ არის მიბმული.