სსფ-ის დასკვნას ექსპერტი საქართველოს წარმატებულ რეფორმებს უკავშირებს

ბანკების ასოციაციის დირექტორი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ საქართველო ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით ლიდერი ქვეყანაა არა თუ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, ზოგადად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პოზიტიურ დასკვნას „პირველთან“ ინტერვიუში საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე აფასებს.


პირველი: როგორ შეაფასებდით საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას სამწლიანი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით?


გიორგი ცუცქირიძე: მოგეხსენებათ, რომ სსფ-ის პროგრამა მიმდინარეობს „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში“, რომლის მოცულობა, ჯამში, დაახლოებით 297.5 მილიონი დოლარია და რომელიც ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 12 აპრილს დაამტკიცა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მოხსენება არის მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის წარმატებული ხასიათის დადასტურება იმ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მიხედვით ხორციელდება. მიღებული გადაწყვეტილება მთლიანად იზიარებს მისიის პროგრამის პირველი მიმოხილვის შედეგებს, როდესაც ფონდმა გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5%-დან 4,3%-მდე. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სსფ-ის დასკვნით საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან და საგარეო პოზიციის გაუმჯობესებასთან ერთად, უკვე იანვრიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება, რაც არის ძალზე მნიშვნელოვანი, როგორც ფინანსური სტაბილიზაციის, ასევე საინვესტიციო ნაკადების ზრდის კუთხით.


მოხსენებაში სამართლიანად არის აღნიშნული ის პროგრესი, რაც ქვეყანამ ეკონომიკის ტრანსფორმაციის მიმართულებით გადადგა. მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის ფარგლებში, გასული წლის ბოლოს დაწყებულმა ფისკალურმა რეფორმამ  უზრუნველყო მაღალი ფისკალური მაჩვენებლები და ყველა დაგეგმილი ეკონომიკური პარამეტრის გადაჭარბებით შესრულება. ბუნებრივია, გაზრდილი შემოსავლები იძლევა კარგ შესაძლებლობას, დაფინანსდეს მეტი კაპიტალური ხარჯი, რაც ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. 


აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (PPP) ერთ სულზე 2018 წელს პირველად გადააჭარბებს 10 ათას ამერიკულ დოლარს და 10 105.57 დოლარს გაუტოლდება.


მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის  წარმატებულ ხასიათზე მიუთითებს სსფ-ის გრძელვადიანი პროგნოზიც, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკა 2017-2022 წლებში არა თუ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში, ყველაზე მზარდი იქნება და 2022 წლისთვის თითქმის მესამედით გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სამთავრობო სტრატეგიის, სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ, წარმატებულ ხასიათს.


მიმაჩნია, რო სსფ-ის აღნიშნული პროგნოზიც აბსოლუტურად რეალისტურია, რამდენადაც საკმაოდ პერსპექტიულია არა მხოლოდ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედებიდან მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტის ზრდა, არამედ უკვე ახალი წლიდან ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ეფექტიც, ისევე როგორც უახლოეს პერსპექტივაში ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასვლა, როგორც სავაჭრო ბრუნვის ზრდის, ასევე ინვესტიციების მოზიდვის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია საწარმოო სიმძლავრეების ნაწილის აქ გადმოტანის თვალსაზრისით.


ეს შეფასებები მთლიანად თანაზიარია დღეს ჩამოყალიბებული საერთაშორისო კონტექსტისა, რომლის თანახმადაც საქართველო ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და რეფორმების გატარების კუთხით არის ლიდერი ქვეყანა, არა თუ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, ზოგადად.


პირველი: სსფ-ის მოხსენებაში, ასევე, პოზიტიურად არის შეფასებული საბანკო სექტორი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ 2017 წელს საბანკო სექტორი რჩება ლიკვიდური, მომგებიანი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. რამდენად არის მოსალოდნელი საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო ზრდა?


გიორგი ცუცქირიძე: ეს მოსალოდნელიც იყო. საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა ასევე არის ძალზე მნიშვნელოვანი, რაც დაკავშირებულია ბაზელი 3-ის მეტრიკაზე გადასვლასთან, პილარ 2-ის ჩარჩოს ფარგლებში, რასაც ემატება საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების(IFRS) დანერგვა. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც უახლოეს წლებში ფინანსური ანგარიშგების გამარტივებას, კაპიტალის მეტ დაცულობას, რისკების კიდევ უფრო შემცირებას და საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას უზრუნველყოფს.


აქედან გამომდინარე, საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმაც არის ძალზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ბიზნესდაკრედიტების სტიმულირების თვალსაზრისით.


მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody-მ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო ქვეყნის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად შეაფასა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ თუნდაც უახლოეს 2-3 წელიწადში გავაუმჯობესოთ საერთაშორისო საინვესტიციო რეიტინგი და გადავიდეთ ჯგუფში, რომელიც დღეს არსებული მაჩვენებლიდან განსხვავებით არა სპეკულატიურ, არამედ საინვესტიციო, ანუ გაცილებით დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, და რეგიონში გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც ამ დონის, იგივე Fitch-ის BBB-ს დონის საინვესტიციო რეიტინგს მიიღებს.


19 დეკემბერს განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

19 დეკემბერს, 12:00 საათზე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში (მის.: თბილისი, ჭავჭავაძის 7, მეორე სართული) 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

19 დეკემბერს სემეკი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს დაადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია  (სემეკ)19 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე. 

მუხიანში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, მუხიანის მესამე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-16 სართულზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოთში სკოლის მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა

ფოთში სკოლის მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5453 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5405 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.48 თეთრი შეადგინა.

სემეკმა წყალმომარაგების კომპანიების 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების 2018-2020 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა.

19 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

"თელასის" ცნობით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 19 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოსა და ბელარუსს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა. 

უკრაინაში "ქართული ლეგიონის" პოზიციები არტილერიამ დაბომბა - არიან დაჭრილები

უკრაინაში, დონბასში, "ქართული ლეგიონის" პოზიციებზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი დაიჭრა.

 

სასამართლომ ცრუ დასმენისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ო.ბ. დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისის ოპერის თეატრში კიდევ ერთი პრემიერა შედგება - პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“

თბილისის ოპერის სცენაზე „სოფლის ღირსება“ ცოცხლდება - შედევრი, რომელმაც 26 წლის უცნობი კომპოზიტორი ერთ დღეში აქცია ოპერის მსოფლიო ისტორიის ნაწილად. 

ნაძალადევში, ლეჩხუმის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ლეჩხუმის პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის გამოსავლენად მეორე ტური ჩატარდება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური სპორტის სასახლეში 23 დეკემბერს ჩატარდება.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ოზურგეთში ახალი საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას. კომპანიამ, ოზურგეთში ახალი მიწისქვეშა საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოები განახორციელა.

19-20 დეკემბერს სპექტაკლ „ედიტ პიაფის“ თბილისური პრემიერა გაიმართება

19-20 დეკემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლ "ედიტ პიაფის" თბილისური პრემიერა გაიმართება. 

უკრაინაში "ქართული ლეგიონის" პოზიციები არტილერიამ დაბომბა - არიან დაჭრილები

უკრაინაში, დონბასში, "ქართული ლეგიონის" პოზიციებზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი დაიჭრა.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ფრანგ ბიზნესმენებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფრანგ ბიზნესმენებს, კონიაკის მწარმოებელი კომპანია "პრულოს" დამფუძნებელს, რიჩარდ პრულოს და კომპანიის ექსპორტის მენეჯერს, იუჟენ ჯილეტს შეხვდა.

ავსტრიას ახალი მთავრობა ჰყავს - ახალი კანცლერი 31 წლის სებასტიან კურცი გახდა

ავსტრიას ახალი მთავრობა ჰყავს. ქვეყნის ახალი კანცლერი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, 31 წლის სებასტიან კურცი გახდა.

პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს შეხვდა

საქართველო ქართულ-პოლონურ საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. ასამბლეა, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება.

შოუბიზნესის ბაზარზე მაქინაციები გახშირდა - TKT.GE პასუხს არაფერზე აგებს?!

შოუბიზნესის ბაზარზე მაქინაციები გახშირდა. აღნიშნულ თემაზე bfm.ge ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

მსოფლიო ბაზარზე ოქრო და ვერცხლი გაძვირდა

მსოფლიო ბაზარზე, დღევანდელი მონაცემებით, უნცია ოქროს ფასი 1,258.1 აშშ დოლარია, ხოლო უნცია ვერცხლი 16,10 აშშ დოლარი ღირს.