ირმა ჭკადუა: ყანდაშვილს შეუძლია, ანათემას გადამცეს

ადვოკატ ირმა ჭკადუას კომენტარს, თითქოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი ხელმძღვანელი ორგანიზაციაში მემკვიდრეს ტოვებს, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი პროფესიის შეურაცხყოფად მიიჩნევს.

"ზაზა ხატიაშვილი არის მოქმედი ადვოკატი და არ არის სწორი, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ზაზა ხატიაშვილი ვინმეს მემკვიდრედ ტოვებს. ასეთი ფრაზეოლოგია პირდაპირ პროფესიის შეურაცხყოფაა. ადვოკატები თავად აკეთებენ არჩევანს. ასე რომ, ზაზა ხატიაშვილს უფლება აქვს, ჰქონდეს თავისი არჩევანი და მას ამის უფლება, რა თქმა უნდა, გააჩნია. ზაზას აქვს რვაწლიანი უდიდესი გამოცდილება. ის დააკვირდა ყველას და შეისწავლა და თუ ვინმე კონკრეტულ კანდიდატზე შეაჩერა არჩევანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის სწორი არჩევანი. მან კარგად იცის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე. ვის აქვს თავმჯდომარეობისთვის საჭირო მონაცემები. და ირმა ჭკადუას განცხადება, რომ ასოციაციაში მემკვიდრე რჩება, არის პროფესიის შეურაცხყოფა და როდესაც პროფესიას პატივს არ სცემ, ამით ყველაფერი ნათელია", - განაცხადა ყანდაშვილმა.


ირმა ჭკადუამ კი აღნიშნა, რომ "ბატონ ყანდაშვილს" შეუძლია, ანათემას გადასცეს და მასზე ილაპარაკოს, პროფესიის შეურაცხყოფაზე ლაპარაკი კი მისი მხრიდან მიუღებელია. 


"ყანდაშვილიც ასათიანის გუნდის წევრია. ისინი წლების განმავლობაში არიან მმართველობაში. პრაქტიკულად სასწავლო ცენტრი სრულად არის ოკუპირებული ბატონი ყანდაშვილის მხრიდან. ადვოკატებმა, რა თქმა უნდა, უნდა გააკეთონ არჩევანი და ბატონ ზაზა ხატიაშვილს არავინ არ უკრძალავს, რომ უგულშემატკივროს თავის რჩეულს მაგრამ, ყველა კარგად ვხედავთ, ადვოკატები ბრმები არ ვართ და ვხედავთ, რომ მოქმედი თავმჯდომარე დაკავებულია დავით ასათიანის პიარით და გამორჩეული ჰყავს რამდენიმე ადვოკატი. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი კომენტარი. ყანდაშვილს შეუძლია ანათემას გადამცეს და ჩემზე ილაპარაკოს, პროფესიის შეურაცხყოფაზე ლაპარაკი მისი მხრიდან მიუღებელია. გადავხედოთ ადვოკატთა მოღვაწეობის ისტორიას. როგორ მოცემულობაში გვიწევდა მუშაობა სად ვიბრძოდით ჩვენ და სად იყო მაშინ ბატონი ყანდაშვილი. ბატონი ყანდაშვილის პრეტენზია ან განცხადება ვინმეს თუ გაახსენდება, რომელიც უკავშირდება წინა რეჟიმის მიერ დაჩაგრული ადვოკატების მხარდაჭერას, მე ბოდიშს მოვიხდი. სად იყო ბატონი ყანდაშვილი მაშინ როცა ჩვენ ცხრა წლის მანძილზე რეჟიმს ვებრძოდით, სად იყო მაშინ როდესაც 200 ადვოკატი იყო დაკავებული. ეს არ ეხება ბატონ ხატიაშვილს, ვინაიდან ის იყო ძალიან კარგი თავმჯდომარე და ყოველთვის იდგა ადვოკატების გვერდით", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.


ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პროცესში დარღვევებზე საუბრობენ.


ერთ-ერთი კანდიდატის დავით ებრალიძის განცხადებით, ზოგიერთი კანდიდატის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამომრჩეველთა მოსყიდვა ხდება. ანალოგიური ბრალდებები აქვს ადვოკატ ირმა ჭკადუას, რომელიც, ასევე, თავმჯდომარეობისთვის იბრძვის.


ჭკადუა ამბობს რომ მოქმედი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დავით ასათიანს მემკვიდრედ ტოვებს და მის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული.


"მე ვარ ერთადერთი, ვისაც პრემია და დანამატები არ აუღია. გავყიდე მანქანაც კი და დავდივარ მეტროთი. ხელფასი 30%-ით შევიმცირე. ჩემზე ფინანსური რესურსის უკანონოდ გამოყენების ბრალდება არის ან პირდაპირი მითითება ვინმეს მხრიდან წინასაარჩევნოდ, ან უნამუსო ცილისწამება", - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის მოქმედმა თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.


დავით ასათიანის თქმით, ყველაფერი წესრიგშია და საარჩევნო პროცესში დარღვევებს ადგილი არ აქვს.


სალომე ზურაბიშვილი: არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან 5 გაათავისუფლეს

ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ბრალდებით დაკავებულებიდან სამი პირი დილით, ორი კი მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლო ხუთი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ბარისახოს ესტუმრა

 შალვა კერესელიძე როშკისა და არხოტის ხეობის სოფლების ახიელისა და ამღის მოსახლეობას შეხვდა, მათთან ერთად მიმდინარე და აქტუალური საკითხები განიხილა და ადგილობრივების საჭიროებებიც მოისმინა.

სალომე ზურაბიშვილი - მთაწმინდა ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია, საიდანაც მინდოდა თბილისელ ამომრჩეველთან შეხვედრები დამეწყო

პრეზიდენტი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის გარანტორია, –ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში მთაწმინდის ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის 9 თვის მონიტორინგის შედეგები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სამინისტროს ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილი: ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს

“ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს",-ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდაზე მოსახლეობას განუცხადა. 

 

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში ერთი პირი დააკავა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.კ.ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა. ფინალური კენჭისყრის დროს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში მსხვერპლით დასრულდა

შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.

ამინდის პროგნოზი

საქართველოში 20 ოქტომბერს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
21-22 ოქტომბერს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.

პროკურორებმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თემაზე გაძლიერებული კურსი გაიარეს

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით პროკურორებმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თემაზე გაძლიერებული სასწავლო კურსი გაიარეს.

საქართველო გერმანიასთან სურსათის უვნებლობის კუთხით თანამშრომლობას აღრმავებს

საქართველოსა და გერმანიის წარმომადგენლებმა სურსათის უვნებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი
ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა.

ნინო გოგუაძე "ქალთა მოძრაობის" თავმჯდომარედ აირჩიეს

ნინო გოგუაძე ევროპის კონსერვატორების და რეფორმისტების ალიანსის„ქალთა მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოს ელჩი აშშ-ში: ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენი სწრაფვა მიმართულია ევროპისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე  - „ნაცრისფერი ზონების წაშლა“.

პროკურორი: მირზა სუბელიანმა ნაწილ კითხვებზე  პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის  თავი შეიკავა

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, დღეს მირზა სუბელიანი გამოიკითხა.

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

მიმდინარე  წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

ევროკავშირი საქართველოში Erasmus+ პროგრამისთვის დამატებით 6 მილიონ ევროს გამოყოფს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა Erasmus+ ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

ვახტანგ ყოლბაია: პალმების გაჩეხვა არ არის გამოსავალი, მათი გადარჩენა შესაძლებელია სათანადო ღონისძიებების გატარებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთში პალმების გაჩეხვის პროცესს ეხმაურება.

ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქში ღია გაკვეთილს დაესწრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა.