დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები ევროპული დონის განათლებას უზრუნველყოფს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები განათლების ყველა საფეხურზე საქართველოში ევროპული დონის განათლების სისტემის ფორმირებას უზრუნველყოფს.

საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ყველა იმ მნიშვნელოვან გამოწვევას, რაც თანამედროვე განვითარებული ქვეყნების  განათლების სისტემების დღის წესრიგშია. 


ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი, განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებებით დაინერგება და განვითარდება მექანიზმების, რომლებიც ევროპული განათლების სისტემებში უკვე აპრობირებული და ეფექტურია.


საქართველოში მიღებული განათლება აღიარებული იქნება საერთაშორისო დონეზე. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომზადდება კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრები, რომლებიც ადვილად შეძლებენ საკუთარი ადგილის დამკვიდრებას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.


შესაბამისად, ცვლილებები განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცებისათვის, სამართლებრივ საფუძვლებს შექმნის. აღნიშნული დოკუმენტები განმარტავენ და აკანონებენ ისეთ ეფექტურ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ, როგორც  ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების სივრცის მოდერნიზებას და განვითარებას. სამართლებრივი საფუძვლების შექმნა უზრუნველყოფს პროფესიულსა და უმაღლეს განათლებას შორის, დღეს არსებული, ეგრეთ წოდებული საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრას. განახლებული კანონმდებლობა უზრუნველყოფს  პირისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობას.


ასევე უზრუნველყოფს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გამჭვირვალობას, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე, კვალიფიკაციების მინიჭების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებას და სანდოობას, პროფესიული განათლების დაკავშირებას უმაღლეს განათლებასთან, პროფესიულ განათლებაში დაგროვილი კრედიტების აღიარებას აკადემიური ხარისხის მინიჭების მიზნებისთვის.


ოსლოში ანდერს ბრეივიკის მსხვერპლთა მემორიალი გახსნეს

ოსლოს ცენტრში მდებარე მოედანზე ანდერს ბრეივიკის მსხვერპლთა მემორიალი ​გახსნეს. მონუმენტი წარმოადგენს გამჭვირვალე კედელს, რომელზეც დაღუპულთა სახელებია ამოტვიფრული.

ქართველი წყალბურთელების პირველი გამარჯვება

ბარსელონაში, ევროპის საწყალბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

"საპარტნიორო ფონდის" ოფიციალური დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს

"საპარტნიორო ფონდის" დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს.

როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

ჩხოროწყუში მეტალურგიული კვლევისთვის არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება

ჩხოროწყუში, სოფელ ლეწურწუმეს უბან ჯუმითში ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 11 ათას ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სტიქიამ პრობლემები შექმნა სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც

დაიტბორა საცხოვრებელი სახლები ვაქირში, ანაგასა და მაღაროში. წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს სამაშველო ბრიგადები ახორციელებენ.

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მედიკოსები საუბრობენ

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირადი ექიმები საუბრობენ.

"ბეკოს" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს

გლდანი-ნაძალადევის პოლიცია შეშელიძის ქ.N4-ში მდებარე "ბეკოს" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს

სტიქია კახეთში - ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა

დატბორილია რამდენიმე სოფელი და ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები.

პატრიარქი სამების ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დროს, შეუძლოდ გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას 20 წელი შეუსრულდა

სანაპირო დაცვის დღესთან დაკავშირებით, ფოთში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ გახსნა.

კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.

გლოვის კვირა ტყიბულში -54 წლის მეშახტეს დღეს დაკრძალავენ

ტყიბულში, გლოვის კვირაა. მუნიციპალიტეტი, ელიზბარ მინდელის შახტში აფეთქების შედეგად დაღუპულ მეშახტეებს გლოვობს.

"ექსპერტიზა გაყალბებულია, ჩემი შვილი ამერიკელ ქალს არ გააუპატიურებდა"- ბრალდებული მწყემსის დედის პირველი კომენტარი

ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა, მარინა მარტიაშვილი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებს.

საგამოძიებო კომისია მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას საპატიმროში გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ბრალდებულებს – მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკითხავენ.

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მწყემს, ადვოკატი დავით გირგვლიანი აღარ დაიცავს

ამერიკელი ოჯაიხს მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ინტერესებს, ადვოკატი დავით გირგვლიანი აღარ დაიცავს.

მთაწმინდის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია დაასრულდა

ვერაზე, რჩეულიშვილის ქუჩის IV და VI კორპუსების მიმდებარედ, ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 1 პირი დააკავა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული თ.კ. თბილისში დააკავეს.

შსს საპატრულო პოლიციის საინფორმაციო "ქოლ-ცენტრის" მომსახურება რეგიონებშიც დაინერგება

საპატრულო პოლიციის საინფორმაციო "ქოლ-ცენტრის" მომსახურება დედაქალაქის შემდეგ რეგიონებშიც ინერგება.

"იმედი": ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმითი გაუპატიურებულია, მისი შვილი კი მოკლულია თოფის მიბჯენით

„ქრონიკისთვის“ სმითების ოჯახის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

დავით დონდუა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჟენევის მოლაპარაკებებზე ესაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, სიტყვით გამოვიდა ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეების შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.