ლევან ჯანაშიას იმედი აქვს, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის არჩევნებში გაიმარჯვებს

ადვოკატი ლევან ჯანაშიას იმედი აქვს, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის არჩევნებში, რომელიც 9 დეკემბერს გაიმართება, გაიმარჯვებს.

"რა თქმა უნდა, ყველა კანდიდატს, ისევე როგორც მე, გამარჯვების იმედი გვაქვს", - განაცხადა ლევან ჯანაშიამ.


კანდიდატის საარჩევნო პროგრამაში რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა გამოყოფილი, რომელზეც ის გუნდთან ერთად გამარჯვების შემდეგ იმუშავებს.


"ჩვენ გვაქვს პროგრამა, რისი მიხედვითაც ვიმოქმედებთ გამარჯვების შემდეგ. მიმართულება რამდენიმეა. ეს არის რეგიონალური ოფისების განვითარება, ადვოკატთა უფლებების დაცვისა და მსგავსი საკითხებისთვის ასოციაციაში სპეციალური კომისიის შექმნა. ასევე, ჩვენი პროგრამით ადვოკატებისთვის საერთაშორისო ურთიერთობის განსხვავებული ფორმატით შეთავაზებაა გათვალისწინებული. ამას ემატება საკითხი განვრცობად იურიდიული განათლების თაობაზე. რაც ვფიქრობ არასწორ ფორმატში არის დღესდღეობით, რადგან, როგორც დაიწყო და რა გეგმაც იყო, ის არ განხორციელდა. ამის სტრატეგიული განვითარება არ მოხდა და დარჩა ისეთ დონეზე, როგორზეც იყო, ამიტომ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა ლევან ჯანაშიამ.


როგორც ადვოკატი აღნიშნავს, დაგეგმილი აქვს ცვლილებები, რომლებიც ადვოკატის ყოველდღიურ საქმიანობას შეამსუბუქებს და უფრო უკეთეს სამუშაო პირობებს შექმნის.


"სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის პროცესებში შესაბამისი ცვლილებებია დაგეგმილი და კიდევ სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ადვოკატის ყოველდღიურ საქმიანობას შეამსუბუქებს და უფრო უკეთეს სამუშაო პირობებს შექმნის. ეს არის ძირითადი მიმართულებები ჩვენი საარჩევნო კამპანიის", - განაცხადა ლევან ჯანაშიამ.


ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს 9 დეკემბერს აირჩევენ. კანდიდატებს შორის გარდა არიან: დავით ლანჩავა, დავით ებრალიძე, დავით ასათიანი, ლევან ჯანაშია და ირმა ჭკადუა.


არჩევნებში წარმოდგენილი კანდიდატებისთვის ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ადვოკატთა ასოციაციის წევრებს გააჩნიათ.


სალომე ზურაბიშვილი - მთაწმინდა ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია, საიდანაც მინდოდა თბილისელ ამომრჩეველთან შეხვედრები დამეწყო

პრეზიდენტი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის გარანტორია, –ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში მთაწმინდის ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის 9 თვის მონიტორინგის შედეგები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სამინისტროს ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილი: ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს

“ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს",-ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდაზე მოსახლეობას განუცხადა. 

 

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში ერთი პირი დააკავა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.კ.ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა. ფინალური კენჭისყრის დროს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში მსხვერპლით დასრულდა

შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.

ამინდის პროგნოზი

საქართველოში 20 ოქტომბერს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
21-22 ოქტომბერს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.

პროკურორებმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თემაზე გაძლიერებული კურსი გაიარეს

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით პროკურორებმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თემაზე გაძლიერებული სასწავლო კურსი გაიარეს.

საქართველო გერმანიასთან სურსათის უვნებლობის კუთხით თანამშრომლობას აღრმავებს

საქართველოსა და გერმანიის წარმომადგენლებმა სურსათის უვნებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი
ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა.

ნინო გოგუაძე "ქალთა მოძრაობის" თავმჯდომარედ აირჩიეს

ნინო გოგუაძე ევროპის კონსერვატორების და რეფორმისტების ალიანსის„ქალთა მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოს ელჩი აშშ-ში: ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენი სწრაფვა მიმართულია ევროპისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე  - „ნაცრისფერი ზონების წაშლა“.

პროკურორი: მირზა სუბელიანმა ნაწილ კითხვებზე  პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის  თავი შეიკავა

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, დღეს მირზა სუბელიანი გამოიკითხა.

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

მიმდინარე  წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

ევროკავშირი საქართველოში Erasmus+ პროგრამისთვის დამატებით 6 მილიონ ევროს გამოყოფს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა Erasmus+ ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

ვახტანგ ყოლბაია: პალმების გაჩეხვა არ არის გამოსავალი, მათი გადარჩენა შესაძლებელია სათანადო ღონისძიებების გატარებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთში პალმების გაჩეხვის პროცესს ეხმაურება.

ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქში ღია გაკვეთილს დაესწრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა.

ქუთაისში "ტორპედოს" მატჩის დროს სარწყავი სისტემა ჩაირთო

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ინცინდენტი მოხდა.

“თბილსერვის ჯგუფი": სეპარაციის სტენდთან დაკავშირებით, ადგილი აქვს ვანდალიზმის ფაქტს და მიზანმიმართულ პროვოკაციას

“თბილსერვის ჯგუფი" ერთ-ერთი მომხმარებელის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც შეეხება დედაქალაქში განთავსებულ სეპარაციის სტენდს.

გერმანიაში ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაგრძელდება

გერმანიაში ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლების სატრენინგო პროგრამა გაგრძელდება.