თბილისში 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

"თელასის" ცნობით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

ნაძალადევის რაიონი


ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მაცხოვრებლებს.


დიდუბის რაიონი


ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10 საათიდან 18საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.


კრწანისის და ისნის რაიონები


ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, დიდი ხეივნის II ქუჩის, დიდი ხეივნის III ქუჩის, ხეივნის, II ხეივნის, III ხეივნის, შოთა ნიშნიანიძის, რევაზ სირაძის, მეფე სოლომონ II, ფირდოუსის, სოღანლუღის, წინანაურის, წინანაურის II ქუჩის, გორგასლის, ახუნდოვის, გრიშაშვილის, ტაბახმელას, შავიშვილის, სადგურის, ხონელის, კრწანისის, ვლადიმერ წითლანაძის, გულუას, ხარფუხის, კოტე აფხაზის, იაკობ ცურტაველის, შუშინის, ორთაჭალის და მტკვრის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის I ჩიხის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, დიდი ხეივნის დასახლების, დიდი ხეივნის, დიდი ხეივნის II ქუჩის, ხეივნის, ახალი ხეივნის, აჰმედ ჯავადის,მეფე სოლომონ II, წინანაურის, მიკოლაბაჟანის, გორგასლის, ნადიკვარის, ნადიკვარის I ქუჩის, ნადიკვარის II ქუჩის, სულიკო თორთლაძის, ბეჟან კალანდაძის, გიორგი ნიკოლაძის, სადგურის, არტურ ლაისტის, მიხეილ აბრამიშვილის, კრწანისის, ვლადიმერ წითლანაძის, გულუას, მანანა მელქაძის, მარტვილის, ორთაჭალის, ბერძნის და რუსუდან მეფისაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.


გლდანის რაიონი


ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის IV მიკრო რაიონის მაცხოვრებლებს.


კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის.

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ხანძარია

თბილისში, მოსკოვის გამზირზე კერამიკის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ეზოში იწვის საბურავები და პენოპლასტი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 100კვ. ფართი. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია ხვალ, 22 ოქტომბერს, 12:30 საათზეგაიმართება.

რუსთავში აფეთქებისას დაშავებული 2 მოზარდი თბილისში გადმოიყვანეს

რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვი, რვა წლის გოგონა და 12 წლის ბიჭი, თბილისში გადმოიყვანეს. ისინი მკურნალობას ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში გააგრძელებენ.

კახა კალაძე ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალს დაესწრო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი გრძელდება. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად დაესწრო.

დიდუბის რაიონში წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა აკაკი წერეთლის გამზირზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. 

ლაშა ნაცვლიშვილი მირზა სუბელიანის ბრალდებაზე: პატიმარს თავისუფლებიდან არ პასუხობენ

პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს დიდი გამოხმაურება მოყვა. 

 

 

ოკაცეს კანიონი დროებით დაიხურა

ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონი დაიხურა.

სალომე ზურაბიშვილი - საოკუპაციო ხაზი უნდა მოვშალოთ და დავიბრუნოთ ნამდვილი საზღვრები

უნდა დავინახოთ, განვსაზღვროთ, სად არის ჩვენი მომავალი, როგორ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა, – ასეთი განცხადება გააკეთა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ნაძალადევში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია

რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულები ორ სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილნი. აქედან ერთის, 7 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ვლადიკავკაზში, ჰიდრომეტალურგიულ ქარხანაში ხანძარია - არის მსხვერპლი

ვლადიკავკაზში, ჰიდრომეტალურგიულ ქარხანაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მეხანძრეა. ის ქარხნის სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

შსს-მ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული გ.გ. და 1976 წელს დაბადებული ვ.ხ. დააკავეს.

მარიამ ჯაში და ეკა ბესელია ფოთში პედაგოგებსა და აღმზრდელებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფოთში საჯარო სკოლის პედაგოგებსა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისაღმზრდელებს შეხვდნენ.

დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვია - რუსთავში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში მომხდარ აფეთქებაზე, რა დროსაც 10 ადამიანი დაშავდა, გამოძიება დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილი - უნდა მივაღწიოთ, რომ ყველა მოქალაქემ თქვას, აი, ამ ქვეყანაში მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ

ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ექვს წელიწადში თქვას, აი, მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ, – ასე მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გლდანში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.

ძლიერი აფეთქება რუსთავში - დაშავებულია ათამდე ადამიანი

აფეთქება მოხდა რუსთავში, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან ამ წუთებში ,,ინფო რუსთავი" ავრცელებს. 

ჩუღურეთის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ჯავახიშვილის ქუჩაზე აკაციის ნერგები დაირგო.

ამინდის პროგნოზი

საქართველოს ცალკეულ რაიონში 21-22 ოქტომბერს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.

ოკუპანტებმა ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცეს

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი დააკავეს.  გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.