გიგა ლემონჯავა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ

უკანასკნელი 22 წლის მანძილზე დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტია, რომელმაც 1995 წელს კონგრესის მიერ მიღებული „იერუსალიმის საელჩოს აქტის“ ამოქმედება გაბედა.

კონგრესმა განმარტა, რომ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი დედაქალაქი. იერუსალიმი ისრაელის პრეზიდენტის, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს, ასევე, სამთავრობო სტრუქტურების, სოციალური და კულტურული ინსტიტუციების ადგილსამყოფელია. 1948-1967 წლებში იერუსალიმი გაყოფილი იყო და ისრაელის მოქალაქეებს, ასევე, ებრაელებს მთელი მსოფლიოდან, არ ეძლეოდათ იორდანიის მიერ კონტროლირებულ ზონებში წმინდა ადგილების მონახულების შესაძლებლობა. 1967 წელს, ე.წ. „ექვსდღიანი ომის“ შემდეგ იერუსალიმი გაერთიანდა და მას შემდეგ ქალაქის ადმინისტრირებას ისრაელი ახორციელებს. ყველა აღმსარებლობის ადამიანს სრულად აქვს გარანტირებული წვდომა ქალაქში არსებულ წმინდა ადგილებთან.



აქტის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, იერუსალიმი აღიარებულ უნდა იქნას ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად და შეერთებული შტატების საელჩო ისრაელში უნდა დაფუძნდეს იერუსალიმში, არაუგვიანეს 1999 წლის 31 მაისისა. თუმცა, ამავე აქტის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ენიჭება სპეციალური უფლებამოსილება, გადაავადოს საელჩოს გახსნა იერუსალიმში, თუ ის წინასწარ შეატყობინებს კონგრესს, რომ ამგვარი გადავადება აუცილებელია ამერიკის ეროვნული ინტერესების დასაცავად. აქტის მიღებიდან დღემდე, შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტი ამ უფლებამოსილებას იყენებდა. „ტრადიცია“ 2017 წლის 6 დეკემბერს დაირღვა. თეთრი სახლის განმარტებით, იერუსალიმის ცნობა ისრაელის დედაქალაქად „ისტორიული და არსებული რეალობის დადასტურებაა.“ ქალაქის სტატუსის განსაზღვრა, ისრალი-პალესტინის მრავალწლიანი კონფლიქტის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია, რამდენადაც პალესტინური მხარის პოზიციით, აღმოსავლეთ იერუსალიმი მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა გახდეს. შეფასებებში რადიკალურია პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ლიდერი მაჰმუდ აბასი, რომელიც შეერთებული შტატების როლს მედიაციის პროცესში ამოწურულად მიიჩნევს. მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასი“. სამშვიდობო პროცესის „მკვლელობაზე“ საუბრობენ ახლო აღმოსავლეთის ისლამური ქვეყნების ლიდერები: თურქეთი, საუდის არაბეთი, ირანი, იორდანია, ლიბანი, კატარი.



კრიტიკულია საერთაშორისო თანამეგობრობა. მყისიერი განცხადებები გააკეთეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ევროპის კავშირმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა. მათი პოზიციით, იერუსალიმის სტატუსის განსაზღვრა კონფლიქტის ორ მხარეს შორის მოლაპარაკების საბოლოო პუნქტად უნდა დარჩენილიყო.



ტრამპმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩოს გადატანა იერუსალიმში არ წარმოადგენს პრეზიდენტის პოზიციას იერუსალიმის სტატუსის საბოლოო განსაზღვრისათვის, მათ შორის იერუსალიმის ტერიტორიაზე სპეციალური საზღვრების დადგენისა და ამ საზღვრებში ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელების კონტექსტში.



ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ეს ნაბიჯი მხოლოდ მორალურ საწყისებს ეფუძნება და ებრაელი ხალხის რამდენიმე ათასწლიანი შეუპოვარი ბრძოლის ჯეროვანი დაფასებაა. აღნიშნული მოქმედება შესაძლებელია სწორედაც „რეალპოლიტიკის“ მკაფიო გამოვნილებად გავიგოთ, ნათელ გზავნილად, რომ მოსალოდნელი კრიტიკისა და ტურბულენციის მიუხედავად, შეერთებული შტატები დაიცავს მოკავშირეთა ეროვნულ ინტერესებს. ახალი მიდგომა მშვიდობის დამყარების პროცესშიც სწორედ ამ ნარატივზეა აგებული – „თუ გვინდა მშვიდობა, პირველ რიგში დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი.“ ამ მოსაზრებას ამყარებს სენატორ ჯონ მაკკეინის გუშინდელი „ტვიტი“ – „დიდი ხანია მჯერა, რომ იერუსალიმი ისრაელის ნამდვილი დედაქალაქია. დღევანდელი განცხადება კომპლექსური დიპლომატიური სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს ჩვენს რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად, რათა დამყარდეს მშვიდობა და უსაფრთხოება ისრაელის მოქალაქეებსა და პალესტინელებს შორის.“



ამ გადაწყვეტილებით, პრეზიდენტი ტრამპი აგრძელებს სტრატეგიულ ხაზს პოლიტკორექტულობისა და “ილუზიური დიპლომატიის” წინააღმდეგ. აშშ-ისრაელის ტანდემს, მოკავშირეებთან ერთად, უახლოესი დღეების განმავლობაში მოუწევს გაუმკლავდეს ერთის მხრივ, კრიტიკის ნიაღვარს პოლიტიკური და ექსპერტული წრეებიდან, მეორე მხრივ, უზრუნველყოს უსაფრთხოება და თავიდან აიცილოს რადიკალიზაცია რეგიონსა და მსოფლიოში. პირველი შეტაკება ისრაელის სპეციალურ დანაყოფებსა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის ბეთლემში უკვე მოხდა.


სალომე ზურაბიშვილი: ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს

“ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს",-ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდაზე მოსახლეობას განუცხადა. 

 

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში ერთი პირი დააკავა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.კ.ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა. ფინალური კენჭისყრის დროს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში მსხვერპლით დასრულდა

შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.

ამინდის პროგნოზი

საქართველოში 20 ოქტომბერს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
21-22 ოქტომბერს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.

პროკურორებმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თემაზე გაძლიერებული კურსი გაიარეს

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით პროკურორებმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თემაზე გაძლიერებული სასწავლო კურსი გაიარეს.

საქართველო გერმანიასთან სურსათის უვნებლობის კუთხით თანამშრომლობას აღრმავებს

საქართველოსა და გერმანიის წარმომადგენლებმა სურსათის უვნებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი
ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა.

ნინო გოგუაძე "ქალთა მოძრაობის" თავმჯდომარედ აირჩიეს

ნინო გოგუაძე ევროპის კონსერვატორების და რეფორმისტების ალიანსის„ქალთა მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოს ელჩი აშშ-ში: ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენი სწრაფვა მიმართულია ევროპისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე  - „ნაცრისფერი ზონების წაშლა“.

პროკურორი: მირზა სუბელიანმა ნაწილ კითხვებზე  პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის  თავი შეიკავა

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, დღეს მირზა სუბელიანი გამოიკითხა.

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

მიმდინარე  წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

ევროკავშირი საქართველოში Erasmus+ პროგრამისთვის დამატებით 6 მილიონ ევროს გამოყოფს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა Erasmus+ ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

ვახტანგ ყოლბაია: პალმების გაჩეხვა არ არის გამოსავალი, მათი გადარჩენა შესაძლებელია სათანადო ღონისძიებების გატარებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთში პალმების გაჩეხვის პროცესს ეხმაურება.

ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქში ღია გაკვეთილს დაესწრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა.

ქუთაისში "ტორპედოს" მატჩის დროს სარწყავი სისტემა ჩაირთო

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ინცინდენტი მოხდა.

“თბილსერვის ჯგუფი": სეპარაციის სტენდთან დაკავშირებით, ადგილი აქვს ვანდალიზმის ფაქტს და მიზანმიმართულ პროვოკაციას

“თბილსერვის ჯგუფი" ერთ-ერთი მომხმარებელის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც შეეხება დედაქალაქში განთავსებულ სეპარაციის სტენდს.

გერმანიაში ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაგრძელდება

გერმანიაში ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლების სატრენინგო პროგრამა გაგრძელდება.

შსს “გირჩის” წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან და სამართალდარღვევების ჩადენისგან

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება  ე.წ. ფესტივალის გამართვასთან  დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის” განცხადებას.

20-21 ოქტომბერს პურის ფესტივალი გაიმართება

20-21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი პურის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს.