ზაზა შენგელია: „ბრავო რექორდსი“ ულოცავს „Tbilisi Open Air“-ს ამ უდიდეს აღიარებას!

„ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ისინი წლიდან წლამდე თავიანთ ბინებს და ავტომანქანებს აგირავებდნენ ბანკში, იმისათვის, რომ ჩვენთვის დიდი მუსიკალური დღესასწაულები ეჩუქებინათ... „სამართალმა პური ჭამაო", - ამაზეა ნათქვამი: საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წლის საუკეთესო მუსიკალურ ფესტივალად „Tbilisi Open Air" დაასახელა! „ბრავო რექორდსი" ულოცავს ერთგულ მეგობრებს, საუკეთესო პარტნიორებს და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ ნამდვილ პროფესიონალებს - „Tbilisi Open Air"-ს ამ უდიდეს აღიარებას. ვინც საქმეში ჩახედული არ არის, იმათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ამ ბიჭებმა დიდი თავგანწირვის, უზარმაზარი შრომისა და წვალების ფასად შექმნეს მსოფლიო დონის და სტანდარტების მქონე საოცარი მუსიკალური ფესტივალი და თანაც უდიდესი რისკის საფასურად - ისინი თავიანთ ბინებს და ავტომანქანებს აგირავებდნენ ბანკში, რომ ყოველ წელს მორიგი ფესტივალი ეჩუქებინათ ჩვენთვის, განსხვავებით იმ ფესტივალების გაზულუქებული ორგანიზატორებიდან, რომლების წლობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს იღებდნენ გარანტირებულად საკუთარი უნიჭოდ გაკეთებული ფესტივალების დასაფინანსებლად.


 


იმედი მაქვს, ეს იქნება შემობრუნების და ახალი ათვლის წერტილი ქართული მუსიკალური ბიზნესის განვითარების გზაზე, რაც ბევრ რამეს სასიკეთოდ შეცვლის და ბოლოს მოუღებს უსამართლობას ამ სფეროში. გილოცავთ, ჩემპიონებო! ეს ერთი და სხვა მრავალი", - წერს ზაზა შენგელია.


19 დეკემბერს განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

19 დეკემბერს, 12:00 საათზე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში (მის.: თბილისი, ჭავჭავაძის 7, მეორე სართული) 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

19 დეკემბერს სემეკი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს დაადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია  (სემეკ)19 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე. 

მუხიანში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, მუხიანის მესამე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-16 სართულზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოთში სკოლის მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა

ფოთში სკოლის მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5453 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5405 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.48 თეთრი შეადგინა.

სემეკმა წყალმომარაგების კომპანიების 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების 2018-2020 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა.

19 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

"თელასის" ცნობით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 19 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოსა და ბელარუსს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა. 

უკრაინაში "ქართული ლეგიონის" პოზიციები არტილერიამ დაბომბა - არიან დაჭრილები

უკრაინაში, დონბასში, "ქართული ლეგიონის" პოზიციებზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი დაიჭრა.

 

სასამართლომ ცრუ დასმენისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ო.ბ. დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისის ოპერის თეატრში კიდევ ერთი პრემიერა შედგება - პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“

თბილისის ოპერის სცენაზე „სოფლის ღირსება“ ცოცხლდება - შედევრი, რომელმაც 26 წლის უცნობი კომპოზიტორი ერთ დღეში აქცია ოპერის მსოფლიო ისტორიის ნაწილად. 

ნაძალადევში, ლეჩხუმის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ლეჩხუმის პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის გამოსავლენად მეორე ტური ჩატარდება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური სპორტის სასახლეში 23 დეკემბერს ჩატარდება.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ოზურგეთში ახალი საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას. კომპანიამ, ოზურგეთში ახალი მიწისქვეშა საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოები განახორციელა.

19-20 დეკემბერს სპექტაკლ „ედიტ პიაფის“ თბილისური პრემიერა გაიმართება

19-20 დეკემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლ "ედიტ პიაფის" თბილისური პრემიერა გაიმართება. 

უკრაინაში "ქართული ლეგიონის" პოზიციები არტილერიამ დაბომბა - არიან დაჭრილები

უკრაინაში, დონბასში, "ქართული ლეგიონის" პოზიციებზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი დაიჭრა.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ფრანგ ბიზნესმენებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფრანგ ბიზნესმენებს, კონიაკის მწარმოებელი კომპანია "პრულოს" დამფუძნებელს, რიჩარდ პრულოს და კომპანიის ექსპორტის მენეჯერს, იუჟენ ჯილეტს შეხვდა.

ავსტრიას ახალი მთავრობა ჰყავს - ახალი კანცლერი 31 წლის სებასტიან კურცი გახდა

ავსტრიას ახალი მთავრობა ჰყავს. ქვეყნის ახალი კანცლერი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, 31 წლის სებასტიან კურცი გახდა.

პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს შეხვდა

საქართველო ქართულ-პოლონურ საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. ასამბლეა, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება.

შოუბიზნესის ბაზარზე მაქინაციები გახშირდა - TKT.GE პასუხს არაფერზე აგებს?!

შოუბიზნესის ბაზარზე მაქინაციები გახშირდა. აღნიშნულ თემაზე bfm.ge ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

მსოფლიო ბაზარზე ოქრო და ვერცხლი გაძვირდა

მსოფლიო ბაზარზე, დღევანდელი მონაცემებით, უნცია ოქროს ფასი 1,258.1 აშშ დოლარია, ხოლო უნცია ვერცხლი 16,10 აშშ დოლარი ღირს.