უამინდობის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესებულია სხვადასხვა სახის შეზღუდვები.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.



ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ15-კმ88  მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია.  ამავე გზის კმ1-კმ15 და კმ88-კმ142 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.



ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.



ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის  ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა - სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახი(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის  ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ80-კმ97 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.


ეროვნულ ბანკსა და არასაბანკო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში მოქმედ არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საცხოვრებელ კომპლექსში „m2 თამარაშვილზე“ ევაკუაციის სიმულაცია ჩატარდა

დეველოპერული კომპანია m2-ისა და გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია "არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის" (ASB) თანამშრომლობით, საცხოვრებელ კომპლექსში „m2 თამარაშვილზე“ ევაკუაციის სიმულაცია ჩატარდა.

19 დეკემბერს განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

19 დეკემბერს, 12:00 საათზე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში (მის.: თბილისი, ჭავჭავაძის 7, მეორე სართული) 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

19 დეკემბერს სემეკი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს დაადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია  (სემეკ)19 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე. 

მუხიანში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, მუხიანის მესამე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-16 სართულზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოთში სკოლის მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა

ფოთში სკოლის მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5453 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5405 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.48 თეთრი შეადგინა.

სემეკმა წყალმომარაგების კომპანიების 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების 2018-2020 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა.

19 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

"თელასის" ცნობით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 19 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოსა და ბელარუსს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა. 

უკრაინაში "ქართული ლეგიონის" პოზიციები არტილერიამ დაბომბა - არიან დაჭრილები

უკრაინაში, დონბასში, "ქართული ლეგიონის" პოზიციებზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი დაიჭრა.

 

სასამართლომ ცრუ დასმენისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ო.ბ. დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისის ოპერის თეატრში კიდევ ერთი პრემიერა შედგება - პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“

თბილისის ოპერის სცენაზე „სოფლის ღირსება“ ცოცხლდება - შედევრი, რომელმაც 26 წლის უცნობი კომპოზიტორი ერთ დღეში აქცია ოპერის მსოფლიო ისტორიის ნაწილად. 

ნაძალადევში, ლეჩხუმის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ლეჩხუმის პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის გამოსავლენად მეორე ტური ჩატარდება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური სპორტის სასახლეში 23 დეკემბერს ჩატარდება.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ოზურგეთში ახალი საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას. კომპანიამ, ოზურგეთში ახალი მიწისქვეშა საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოები განახორციელა.

19-20 დეკემბერს სპექტაკლ „ედიტ პიაფის“ თბილისური პრემიერა გაიმართება

19-20 დეკემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლ "ედიტ პიაფის" თბილისური პრემიერა გაიმართება. 

უკრაინაში "ქართული ლეგიონის" პოზიციები არტილერიამ დაბომბა - არიან დაჭრილები

უკრაინაში, დონბასში, "ქართული ლეგიონის" პოზიციებზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი დაიჭრა.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ფრანგ ბიზნესმენებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფრანგ ბიზნესმენებს, კონიაკის მწარმოებელი კომპანია "პრულოს" დამფუძნებელს, რიჩარდ პრულოს და კომპანიის ექსპორტის მენეჯერს, იუჟენ ჯილეტს შეხვდა.

ავსტრიას ახალი მთავრობა ჰყავს - ახალი კანცლერი 31 წლის სებასტიან კურცი გახდა

ავსტრიას ახალი მთავრობა ჰყავს. ქვეყნის ახალი კანცლერი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, 31 წლის სებასტიან კურცი გახდა.

პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს შეხვდა

საქართველო ქართულ-პოლონურ საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. ასამბლეა, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება.