საქართველო ტრანზიტული შემოსავლებიდან დამატებითი ღირებულების შექმნაზე უნდა გადავიდეს

თუ ჩვენ პროგრესული ეკონომიკური ზრდა გვსურს, ქვეყანა უნდა გადავიდეს ტრანზიტული დატვირთვიდან დამატებითი ღირებულების შექმნის დოქტრინაზე.

ეს კი ნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას დამატებითი ღირებულებები ინფრასტრუქტურის და ინოვაციური ცენტრების სახით.


სადღეისოდ სატრანსპორტო სექტორში საკონტეინერო გადაზიდვების მსოფლიო ბაზარი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად მიმართულებას. თანამედროვე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნამ ერთობლიობაში განაპირობა საერთაშორისო საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ტენდენცია და მსოფლიოში წარმოებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაზიდვის ამ სქემაში ინტეგრირება. 


აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულში მსოფლიოში საკონტეინერო გადაზიდვების განვითარების სფეროში მნიშვნელოვანი ინოვაციები აღინიშნა, რაც, უპირველეს ყოვლისა, საკონტეინერო გადაზიდვების ტექნიკური და ტექნოლოგიური სრულყოფის ასპექტებს მოიცავს,  ექსპლუატაციაში მსხვილი კონტეინერმზიდი გემების გაშვებით და მაღალწარმადობითი საკონტეინერო ტერმინალების მშენებლობით დამთავრებული. მაგალითისათვის, კონტეინერმზიდი "ემმა მერსკი", რომელიც 2006 წელს დანიაში, ოდენსეს გემთსაშენში ააგეს, 11 000 ერთეულ TEU-ს  (კონტეინერის საერთაშორისო განზომილებაა უტოლდება 20 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვა/გადამუშავებას) იტევს.


ცნობისათვის, მსოფლიოს უმსხვილესი ნავსადგურებია: ტოკიოს ნავსადგური, იაპონიის მეორე მსხვილი საკონტეინერო ნავსადგური იაკოჰამა, ინდოეთის წამყვანი ნავსადგური "ჯავაჰარლალ ნერუ", სამხრეთ კორეის ნავსადგური ჰუსანი,  დუბაის ნავსადგური, ევროპის უმსხვილესი ნავსადგურია როტერდამის ნავსადგური.


ჩვენ გვიჩნდება კარგი შანსი „აბრეშუმის გზის“ დერეფანში. საკონტეინერო ტვირთნაკადის ზრდის ძირითად  "მამოძრავებელ ძალას" კი უკვე თითქმის ორი ათეული წელია მსოფლიოში ჩინეთის ექსპორტი წარმოადგენს. ამ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდასთანაა დაკავშირებული მსოფლიოს მსხვილი ნავსადგურების როგორც ტვირთბრუნვის, ასევე განვითარების პერსპექტივები.


ცალკე აღსანიშნავია ჩინეთის, როგორც მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი საკონტეინერო ცენტრის პერსპექტივები. კერძოდ, ჯერ კიდევ 2007 წელს, გლობლურ ეკონომიკურ კრიზისამდე კი, მსოფლიოს 30 უმსხვილეს საკონტეინერო ნავსადგურს შორის, 8 ჩინეთის იყო. 


ნიშანდობლივია, რომ საერთაშორისო საკონტეინერო გადაზიდვების 90% დღემდე საზღვაო ტრანსპორტით ხორციელდება.


ამდენად, ქართული ეკონომიკის ზრდის ერთგვარი ხერხემალი შეიძლება გახდეს ანაკლიის პორტი, რომლის მშენებლობაც უკვე მიმდინარეობს და დღეს უმაღლესი დონის ღონისძიება ეძღვნება ამ მოვლენას ანაკლიაში. პროექტის საბოლოო ფაზაზე შესაძლებელი ხდება 100 მილიონი ტონა ტვირთის მიღება წელიწადში, რაც არა მხოლოდ ჩვენი პირობებისათვის, რეგიონლური თვალსაზრისითაც კი ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ნიშანდობლივია, რომ პროექტის მიხედვით მშენებლობის პროცესში დასაქმდება 3400 ადამიანი, ხოლო პორტის სრულად დატვირთვითვისას, მთლიანობაში 6400 ადამიანი იქნება დასაქმებული.


პორტის განვითარება და საპროექტო სიმძლავრეზე გასვლა დაგეგმილია 9 ეტაპად, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, უკვე 2020 წლისათვის პორტს შეეძლება წელიწადში 8 მილიონი ტონა მოცულობის ტვირთი გაატაროს, რაც დაახლობით 900 ათასი კონტეინერის მიღებას გულისხმობს წელიწადში. შედარებისათვის, ფოთის პორტის ტვირთბრუნვა წელიწადში დაახლოებით 280 000 კონტეინერია.


ბათუმის და ფოთის პორტების პრობლემა მათ სივრცით შეზღუდულობაშია, რადგან ნავმისადგომი არასაკმარისი სიღრმისაა, პორტები შუა ქალაქშია, რასაც თან ერთვის სასაწყობო მეურნეობების პრობლემა. გარდა ამისა, საქართველოში ტვირთი შედარებით პატარა გემებით შემოდის, და ისიც თურქული პორტების გავლით. ანუ, დიდი მოცულობის გემი ჯერ სტამბოლში შედის, სადაც ტვირთი პატარა გემებზე გადანაწილდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადამისამართდება ფოთის და ბათუმის პორტებში, რაც დროშია გაწელილი, და ეკონომიკური თვალსაზრისით ნაკლებრენტაბელურია, მაღალი თვითღირებულებიდნ გამომდინარე.


ანაკლიის პორტს აქვს შესაძლებლობა მსხვილ – 10000–კონტეინერიან გემებს მოემსახუროს, როდესაც ფოთის პორტი მცირე მოცულობის – 1500–კონტეინერიან გემებზეა გათვლილი. შესაბამისად, მომსახურების დროიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ძვირი სერვისია, რაც მის კონკურენტუნარიანობას რეგიონალურ მოთამაშეებთან მიმართებაში მნიშვნელოვნად ამცირებს. აქ უნდა გავითვალისწინოთ მზარდი მოთხოვნა საზღვაო გადაზიდვებზე აზიიდან ევროპაში, მარტო ევროპასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ნახევარ ტრილიონ ევროს უტოლდება, ხოლო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის 2 ტრილიონ დოლარს აღწევს.


ანაკლიას არა აქვს სივრცითი შეზღუდულობის პრობლემა.  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სიღრმე 16 მეტრს მიაღწევს, რაც 2-ჯერ მეტია ფოთის პორტზე და იქმნება ახალი შესაძლებლობა, როგორც მცირე, ასევე დიდი ზომის გემების მომსახურებისათვის. თავის მხრივ, ეს ქართულ სატრანსპორტო კომპანიებს მისცემს საშუალებას, რომ 30%-ით იაფად გადაზიდონ ერთი კონტეინერი, რაც გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელს რეგიონში, რადგან საქართველოს დერეფნით საზღვაო გადაზიდვები უფრო იაფი და რენტაბელური გახდება.


მაგრამ, ბათუმისა და ფოთის ტერმინალების ნაკლული პრაქტიკიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ პორტი მაქსიმალურად იყოს დატვირთული, სასაწყობე მეურნეობების განვითარება იქნება აუცილებელი.  ანაკლია სითი, სადაც პირველ რიგში უნდა გაშენდეს ლოგისტიკური ცენტრები, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. აქ საუბარია ლოგისტიკური და ინდუსტრიული პარკის გაშენებაზე.


გარდა ამისა, საქართველო სტრატეგიული მდებარეობით ხდება  საწარმოო რელოკაციისათვის, ანუ საწარმოების გადმოტანისათვის ხელსაყრელი ადგილი. ამის შესაძლებლობას კი სწორედ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები იძლევა, როგორც ევროკავშირთან და ჩინეთაან, ასევე იგივე თურქეთთან და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, ხოლო სამომავლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან.


ჩვენ რეგიონალური კუთხით გვყავს სამი კონკურენტი.  ჩრდილოეთის დერეფანი, რომელიც გადის რუსეთზე, ნოვოროსიისკის პორტით, სამხრეთის კორიდორი, რომელიც გადის თურქეთის მიმართულებით, სტამბოლის პორტით და მესამე არის ირანის პორტი ბანდერ-აბასი. შესაბამისად, ანაკლიის პორტი კონკურენციას გაუწევს ნოვოროსიისკის პორტს, ირანის პორტს და თურქული პორტების საკონტეინერო ტვირთნაკადის ნაწილსაც ჩვენსკენ გადმოიტანს, რადგან საქართელოს დერეფანი ყველაზე მოკლეა.


თუ ჩვენ გვსურს პროგრესული  ეკონომიკური ზრდა, ქვეყანა უნდა გადავიდეს ტრანზიტული დატვირთვიდან დამატებითი ღირებულების შექმნის დოქტრინაზე. ანუ, ეკონომიკამ უნდა შექმნას დამატებითი ღირებულება, ინფრასტრუქტურის და ინოვაციური ცენტრების სახით, რაც  ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაზრდის ექსპორტს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.


საქართველოს მთავრობის სტრატეგია, ქვეყანა გახდეს ლოგისტიკური ცენტრი, გეოეკონომიკური თვალსაზრისით, რაც ქვეყნის გეოგრაფიული და ეკონომიკური პირობების ურთიერთკავშირია და, განსაზღვრავს მისი წარმოების, ვაჭრობის დონეს და საქონლისა და მომსახურების მოხმარების მოცულობას, პრიორიტეტულად მიიჩნევს სივრცესთან დაკავშირებულ წმინდა ეკონომიკურ რეალობებს, არის ძალზე მნიშვნელოვანი. 4–პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის და ინოვაციური სტრატეგიის კომპონენტი სწორედ ამ ამოცანის მიღწევას ემსახურება.


 


ავტორი: გიორგი ცუცქირიძე


პროფესორი, საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.


საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო.

ქობულეთში ქურდობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 1999 წელს დაბადებული თ.ბ. ქობულეთში დააკავეს.

გლოვის დღე ტყიბულში - გარდაცვლილ 3 მეშახტეს დღეს დაკრძალავენ

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გარდაცვლილ 3 მეშახტეს დღეს დაკრძალავენ, ერთის დაკრძალვა კი ხვალ გაიმართება.

ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

შსს-ს პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი უქმდება

დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები “უმაღლესი განათლების შესახებ” და “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონებში.

ცრუ ჩვენების მიცემის გამო დაკავებული არასრულწლოვნის საქმეზე სასამართლო რამდენიმე წუთში დაიწყება

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის გამო დაკავებული დ.ღ-ს აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო 12:00 საათზე იმსჯელებს.

ივერთუბნის დასახლებაში აგიაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. 4800 მ2 ფართობის აგიაშვილის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

კანონიერ ქურდობაში ბრალდებულ მინდია ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ კანონიერ ქურდობაში ბრალდებულ მინდია ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება.

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში ბაღდათის რაიონში ფერმერმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, "აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის" ბენეფიციარმა გოჩა ივანეიშვილმა, სოფელ ჭინჭარაულში 1.25 ჰა მიწის ფართობზე მარწყვის ბაღი გააშენა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა.

იგოეთთან ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა - არის მსხვერპლი

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 55 კმ-ზე, ცენტრალური ავტობანის, იგოეთის მონაკვეთთან დღეს დილით, ავარია მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.

შსს-მ საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა.

პარლამენტთან დაკავშირებული ყველა საჯარო ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი გახდა  

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებპორტალის კანონმდებლობის გვერდს ახალი აპლიკაცია - "საინფორმაციო სისტემა" (https://info.parliament.ge/ beta/) დაემატა, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის საჯარო ინფორმაციას. 

ბორჯომში, ავარიას 26 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

მამუკა მდინარაძე: ნებისმიერი ადამიანი, ვინც ფიქრობს არჩევნებზე, დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ კონკურენტი არ შეიძლება რომელიმე კანდიდატი იყოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მისი პარტიის მიერ დასახელებულ კანდიდატს კონკურენტი არ ეყოლება და სჯერა, საზოგადოებაც  ასე ფიქრობს:

მარგველაშვილი: არიან ადამიანები ქართულ პოლიტიკაში, არა მარტო ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც, ვინც კარიერას პრეზიდენტის კრიტიკაზე აკეთებენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეული პოლიტიკოსები  საკუთარ პოლიტიკურ კარიერას მისი კრიტიკით იქმნიან:

გიორგი მარგველაშვილი: ვეხმარები "ქართულ ოცნებას", რომ ძალიან სუსტი კანდიდატი არ დააყენოს, არამედ ისეთი, რომელიც დამიპირისპირდება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის „ქართულ ოცნებას“ ეხმარება იმაში, რომ სუსტი საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაასახელოს, არამედ წარმოადგინოს ისეთი, რომელიც შეძლებს, მას დაუპირისპირდეს:

დიმიტრი გაბუნია: ინსინუაციები იმაზე, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ საისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, სრული ჭორი და სიცრუეა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ადვოკატის  დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, გამოძიება ქუმსიილის მინისტრობის პერიოდს ეხება, თუმცა პირადად მის საქმიანობას არ უკავშირდება:

პროკურორი: დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის ბრალეულობაც გამოიკვეთება და არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებპობა ეკავა მას

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, გამოძიების ინტერესის საგანს წარმოადგენს დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებში გამოვლენილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისერბა გაფლანგვის ფაქტები.

დავით ზალკალიანი: პირველი ვიზიტის ადგილად ბრიუსელის არჩევა ადასტურებს, რომ საქართველო  ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულია  

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტ შეაფასა.

დავით ზალკალიანი: გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადება საქართველოში გატარებული რეფორმების აღიარებაა 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიესალმება  გერმანიის მთავრობის  გადაწყვეტილებას საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით: