EBRD-ის მხარდაჭერით ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება

საქართველოსა და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება“ - დაფინანსების მიზნით.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ. 


შეთანხმების თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 28 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის. 


„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენ გვაკავშირებს სამაგალითო ურთიერთობა. ბანკის მხარდაჭერით ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა,  ტრანსპორტი, წყალმომარაგების სისტემები. გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში განახორციელა რეკორდული მოცულობის ინვესტიციები, 2018 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება ამ მიმართულებით. დღევანდელი ხელშეკრულება ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქტივის რეაბილიტაციას  - ენგურის ჰიდროელექტროსადგურს. ენგურჰესს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისთვის და მინდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროექტის დაფინანსებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.


„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ 2018 წლის  პირველ კვირას ხელი მოვაწერეთ პირველ ტრანზაქციას საქართველოს მთავრობასთან.  ხელმოწერილი დოკუმენტი გულისხმობს 28 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას  ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის, ევროკავშირმა ასევე დაამტკიცა 7 მილიონი ევრო გრანტის სახით, რომელიც მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის.  მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს,  ჩვენ გვქონდა რეკორდული აქტივობა საქართველოსთან. ეს იყო დაახლოებით,  300 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც 50 მლნ-ით მეტია 2016 წელთან შედარებით.  მნიშვნელოვანია, რომ  ბანკმა  20-ზე მეტი პროექტის დაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა. მოხარულები ვართ, რომ ჩართულები ვართ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, - აღნიშნა   ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ.   


პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2018-2021 წლებში.


პროექტის განმახორციელებელია -  შპს „ენგურჰესი“.


აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა აღნიშნული პროექტისთვის დაამტკიცა 7 მილიონი ევრო გრანტის სახით.


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა დღეს გამოყოფილი თანხის ჩათვლით, 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.


ქრთამის აღების საკემზე დაკავებულს გირაო შეეფარდა

ზუგდიდში, ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით დაკავებულ ზაზა ხასაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ზუგდიდის საკრებულოში მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ხმაურია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ განცხადება ცნობად მიიღეს.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების lll სემინარი გაიმართება

19 სექტემბერს 14:00 სთ-ზე სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მესამე სემინარი გაიმართება.

სოფო კილაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ლამბერტო ზანიერს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე უმცირესობის საკითხებში ეუთო-სუმაღლეს კომისარს, ლამბერტო ზანიერს შეხვდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ გაყალბების, ძალადობის, არეულობის და ტყუილების გზით ცდილობს პოლიტიკურ სცენაზე დარჩენას”

პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ ცესკო-ში საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიების გაყალბების შესაძლოფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა.

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ლამბერტო ზანიერის შეხვედრა ცესკოში

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს  ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გაიმართა.

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავს

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი 19 სექტემბერს, 14:00 საათზე გერგეთი ქ. №3-ში პრესკონფერენციას გამართავს.

რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა სიყალბის გზით ცდილობს დივიდენდების მიღებას”

„ნაციონალური მოძრაობა სიყალბის გზით ცდილობს დივიდენდების მიღებას“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

"კონსტიტუციური ცვლილებებით საკმაოდ თამამი და გაბედული გადაწყვეტილება მივიღეთ"

"ონსტიტუციური ცვლილებებით საკმაოდ თამამი და გაბედული გადაწყვეტილება მივიღეთ და ვთქვით, რომ პროკურატურა იყოს სრულიად დამოუკიდებელი", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

ნინო წილოსანი: „აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა საპენსიო რეფორმის შესახებ“

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივით, ჩოხატაურში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „საპენსიო რეფორმა“.

ეკა ბესელია დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროს მრჩეველს, რასმუს ვანდალს შეხვდა  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროს მრჩეველს, ლუნდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წამყვან მკვლევარს, რასმუს ვანდალს შეხვდა.

CEPOL-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ გამოცდილების გაზიარების მიზნით ბულგარელ კოლეგას უმასპინძლა

სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) გაცვლითი პროგრამების ფარგლებში აჭარის პროკურატურას ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის  ვარნას სამხარეო პროკურორის მოადგილე სვეტლანა დანევა სტუმრობდა.

მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე ცესკო განცხადებას ავრცელებს

მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს.

თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, აშშ-თან ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამოეხმაურა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალმა ელჩმა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი ჰუბერტ კნირში, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების პროცესის სწრაფად და ეფექტურად წარმართვა განათლების სამინისტროს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

უმაღლესი განათლების ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუშაობა გრძელდება.

„ეს იქნება ნაბიჯები, რომლებსაც ყველა შენიშნავს“ – პუტინი „Ил-20“-ის ჩამოგდების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება სირიაში „ტრაგიკული შემთხვევითი გარემოებების ჯაჭვის“ შედეგია და საპასუხო ზომების პირობა დადო.

თამარ გუდავა: ამ ურთიერთშეთანხმების დოკუმენტებით ცესკო, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბევრ სადაო კითხვას პასუხობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, 15 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასა და 6 პოლიტიკურ პარტიას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. 

ირაკლი კობახიძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ლამბერტო ზანიერის შეხვდა.

ქუთაისში ისტორიული თეთრი ხიდის ორნამენტებით მოპირკეთება მიმდინარეობს

ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია სრულდება.

ნინო წილოსანი: „აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა საპენსიო რეფორმის შესახებ“

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივით, ჩოხატაურში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „საპენსიო რეფორმა“.