EBRD-ის მხარდაჭერით ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება

საქართველოსა და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება“ - დაფინანსების მიზნით.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ. 


შეთანხმების თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 28 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის. 


„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენ გვაკავშირებს სამაგალითო ურთიერთობა. ბანკის მხარდაჭერით ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა,  ტრანსპორტი, წყალმომარაგების სისტემები. გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში განახორციელა რეკორდული მოცულობის ინვესტიციები, 2018 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება ამ მიმართულებით. დღევანდელი ხელშეკრულება ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქტივის რეაბილიტაციას  - ენგურის ჰიდროელექტროსადგურს. ენგურჰესს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისთვის და მინდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროექტის დაფინანსებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.


„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ 2018 წლის  პირველ კვირას ხელი მოვაწერეთ პირველ ტრანზაქციას საქართველოს მთავრობასთან.  ხელმოწერილი დოკუმენტი გულისხმობს 28 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას  ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის, ევროკავშირმა ასევე დაამტკიცა 7 მილიონი ევრო გრანტის სახით, რომელიც მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის.  მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს,  ჩვენ გვქონდა რეკორდული აქტივობა საქართველოსთან. ეს იყო დაახლოებით,  300 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც 50 მლნ-ით მეტია 2016 წელთან შედარებით.  მნიშვნელოვანია, რომ  ბანკმა  20-ზე მეტი პროექტის დაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა. მოხარულები ვართ, რომ ჩართულები ვართ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, - აღნიშნა   ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ.   


პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2018-2021 წლებში.


პროექტის განმახორციელებელია -  შპს „ენგურჰესი“.


აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა აღნიშნული პროექტისთვის დაამტკიცა 7 მილიონი ევრო გრანტის სახით.


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა დღეს გამოყოფილი თანხის ჩათვლით, 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.


"სასამართლო ავალდებულებს სახელმწიფოს პირდაპირ შეზღუდოს რელიგიური თაყვანისცემის საგნებისადმი პროვოკაციული ფორმით თავდასხმა"

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებიდან იმ ამონარიდს ავრცელებს, რომელიც სახელმწიფოს მორწმუნეების რელიგიური გრძნობების დაცვას ავალდებულებს.

დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში მასპინძლობის ბიზნესის სექტორში მსოფლიო დონის კონკურსი ჩატარდება

საქართველოში ახლო მომავალში სასტუმრო და მომსახურების ბიზნესში საერთაშორისო კლასის კონკურსი ჩატარდება, - ეს განცხადება დღეს საქართველო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა. 

დიმიტრი ქუმსიშვილი: სახელმწიფო სტარტაპებს შესაძლებლობას მისცემს, რომ რეალურად მოხდეს მათი იდეების განვითარება

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა.

მამუკა ბახტაძე: ჩვენ მიერ ინიცირებული პრინციპები მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრასა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევაში 

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ის პირად გვერდზე მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივები შეაფასა.  

გაერომ შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოსცა

გაეროს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გაეროს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ გამოცემული შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა.

გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია.

მერაბ ჯანიაშვილი - ფინანსთა მინისტრის ინიციატივა სამართლიანობის პრინციპზეა დაფუძნებული

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივას, რომელიც ჭარბვალიანობასთან დაკავშირებულ ცვილებების პროექტს ეხება ეკონომიკის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აფასებს.

"რუსთავი 2-ის" მიმართ საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ ბოიკოტზე ქარტიის საბჭოს განცხადებას ავრცელებს

"რუსთავი 2-ის" მიმართ საპატრიარქოს მიერ გამოცხადებული ბოიკოტის შესახებ ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება

26 მაისს, საქართველოს საგარეო სამინისტროს ეგიდით, სამცხე-ჯავახეთში, რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის100 წლის იუბილისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ჩატარდება.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი უკვე საქართველოშია

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი უკვე საქართველოშია. იუნკერი ქვეყანას პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეწვია. 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა განიხილეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ ერთი ბრალდებულის უფლებადამცველის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა განიხილეს.

ზუგდიდის მერი ბიზნესმენებს "რუსთავი 2"-ისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დააფიქსირა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან

საქართველო პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებები წლის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი 25-26 მაისს საქართველოს ეწვევა.

პროექტ „ეკოლოგიკის“ მეორე ეტაპზე ზესტაფონის მე-2 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

ზესტაფონის სპორტის სასახლეში სასკოლო პროექტ „ეკოლოგიკის“ მეორე ეტაპი დასრულდა. პროექტი „ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით მიმდინარეობდა და ზესტაფონისა და ჭიათურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

2018 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

დალია გრიბაუსკაიტე კვირიკაშვილს: გვიხარია, რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

საქართველო არის თანამედროვე, ძალიან სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო და ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა აპრილში წინა თვესთან შედარებით, 478.0 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით 478.0 მლნ ლარით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.1 პროცენტით გაიზარდა).

არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი მაისისათვის 19.9 მლრდ ლარი შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი მაისისათვის 19.9 მლრდ ლარი შეადგინა.

კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის მთავრობამ ახალი ქვეკომპონენტი დაამტკიცა

სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.

კიევში ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის კონცერტი გაიმართა

კიევის ნაციონალური ავიაციური უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით,  ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის „იბერიას“ კონცერტი გაიმართა.