ჰოლანდიური რეალითი შოუს გამო, საქართველოში მილიონობით ჰოლანდიელს ელიან

რამდენიმე საათის წინ, ჰოლანდიის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეარხზე Avrotros-ზე რეალითი შოუს wie is demol -ის მე-18 სეზონი დაიწყო, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს და რომლის 10 ეპიზოდიც საქართველოში გადაიღეს.  

სააგენტო „პირველმა“  საერთაშორისო პროექტის, სათავგადასავლო რეალითი შოუს wie is demol -ის  საქართველოში გადაღებების ექსკლუზიური კადრები მოიპოვა.


თუ რა შედეგებს მოიტანს საქართველოში მილიონობით მაყურებლის მქონე ტელე-პროექტის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში გადაღება და რა ხდებოდა გადასაღებ მოედნებზე, ამის შესახებ „პირველს“ ჰოლანდიური გადამღები ჯგუფის ქართველი პროდიუსერი ნინო აღლაძე ესაუბრა.


 


როგორც „პირველთან" საუბრისას ნინო აღლაძემ აღნიშნა, 18 წლის მანძილზე რეალითი შოუს  ყველა სეზონს სხვადასხვა ქვეყანაში იღებენ და თითქმის უცვლელი სტატისტიკა დაფიქსირდა:  შოუს მაყურებელთა 50 პროცენტი აუცილებლად ჩადის იმ ქვეყნის სანახავად, რომელშიც სათავგადასავლო შოუს ეპიზოდებია გადაღებული. 


 


„ერთი წლის წინ,  შოუს პროდიუსერი და რეჟისორი დამიკავშირდნენ და საქარველოში გადაღებებისთვის, პროდიუსერად ამიყვანეს. გადაღებები მაისიდან დაიწყო. იანვარში გადასაღები ლოკაციების სანახავად რომ ჩამოვიდნენ იმდენად აღფრთოვანდნენ ათივე ეპიზოდის საქართველოში გადაღება გადაწყვიტეს, არადა დაგეგმილი ჰქონდათ ხუთი ხორვატიაში გადაეღოთ, ხუთი - საქართველოში. საქართველომდე ხორვატიაში იყვნენ. ყველაზე მეტად მოეწონათ ქვეყნის მრავალფეროვნება. გაოცებულები იყვნენ, ასეთ პატარა ტერიტორიაზე ასეთი მრავალფეროვანი გადასაღები ადგილების მოძიება რომ შეძლეს“, - აღნიშნა „პირველთან“ საუბარში  შოუს ქართველმა პროდიუსერმა


მისი ცნობით, რეალითი შოუ  საერთაშორისო პროექტია და პირველად ბელგიაში გადაიღეს, შემდეგ კი რამდენიმე ქვეყანამ იყიდა, მათ შორის ამერიკამ. ჰოლანდიაში უკვე 18 წელია გადის და ყოველწლიურად იზრდება მისი რეიტინგი.


„სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით,  საქართველოში ბევრი გადამღები ჯგუფი ჩამომყავს და ყველა აღნიშნავს რომ  ჩვენს ქვეყანას გადასაღები ლოკაციების ბიზნესის განვითარების კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჰოლანდიური რეალითი შოუსთვის შერჩეულ გადასაღებ ლოკაციებს და ბუნებას რაც შეეხება,  ჩვენი ქვეყანა  ამ შოუში ყველანაირად წარმოჩინდება.  ვიწყებთ დედაქალაქიდან და შემდეგ უკვე გადავდივართ რეგიონებში. სამწუხაროდ ვერ ავითვისეთ ზღვისპირეთი, თუმცა ისეთ ლოკაციები ჩავსვით  აღფრთოვანდნენ. ჰოლანდიაში საქართველო არ არის პოპულარული ტურისტულად და ამ შოუს ისეთ სტატისტიკა აქვს ჩათვალეთ ექვსი იანვრის ღამეს, როცა wie is demol -ის პირველი ეპიზოდი ეთერში გავა, მაშინვე დაიწყება საქართველოში სამოგზაურო ჯავშნების შეკვეთა და ეს პროცესი მთელი წელი გაგრძელდება. შოუში ასახულია, როგორც საქართველოს ტურისტული პოტენციალი, ისე ქართული კულტურა, არქიტექტურა, პოლიფონია და ბევრი სხვა ასპექტი. საბედნიეროდ, რეჟისორი გახსნილი იყო ახალი იდეებისთვის და ჩემი შეთავაზება, შოუში ქართული პოლიფონია აჟღერებულიყო, სიამოვნებით მიიღო, ასევე გაითვალისწინა სხვა შეთავაზებებიც“, -აღნიშნავს პროდიუსერი ნინო აღლაძე.


მისივე ცნობით, აღნიშნულ შოუს რეიტინგი, ჰოლანდიის სატელევიზო სივრცის 40-45%  მოიცავს, რაც ძალიან დიდი რიცხვია.


 


„18 წლის მანძილზე, ამ რეალითი შოუს სტატისტიკამ აჩვენა, რომ მაყურებელთა 50% მაინც მოგზაურობს გადასაღებ ქვეყნებში. მილიონობით ჰოლანდიელზეა საუბარი... ასე რომ წელს, ჰოლანდიიდან ტურისტთა ძალიან დიდ ნაკადს უნდა ველოდოთ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და წარმატებული ქვეყანაა, როდესაც შოუს ერთ-ერთი სეზონი ესპანეთში გადაიღეს, იმ წელს ჰოლანდიიდან ესპანეთში მოგზაურთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა“, - აცხადებს ჰოლანდიური რეალითი შოუს ქართველი პროდიუსერი.


 


აღლაძის განმარტებით, რეალითი შოუში მონაწილეობს ათი პოპულარული სახე - მსახიობები, მუსიკოსები, ტელეწამყვანები და ა.შ. თითო ეპიზოდიდან თითო მოთამაშე ვარდება.


 


„თამაშის ერთ-ერთი ინტრიგა ისაა, რომ დასაწყისში არავინ იცის, რომელ ქვეყანაში მოხვდებიან, რეჟისორის და პროდიუსერების გარდა. მხოლოდ აეროპორტში იგებენ ამის შესახებ.საქართველოს შესახებ საერთოდ  არაფერი იცოდნენ. აქ ჩამოსვლის შემდგ, მოთამაშეებს, საქათველოს სხვადასხვა კუთხეში,  სხვადასხვა სახის დავალებებს აძლევენ - კულტურული, შემეცნებითი , სპორტული ხასიათის და ა.შ. ყველა დავალების შემდეგ ისინი გამოიმუშავებენ გარკვეულ თანხას. საერთო ჯამში დაგროვილი თანხა კი შოუს ფინალისტს რჩება.  იქიდან გამომდინარე რომ ყველა ეპიზოდებში გადაღების ადგილი ინტრიგა და სიახლეა ყველას ვერ ჩამოვთვლი. ზღვისპირეთის გარდა, საქართველოს ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი გადაიღეს“ , - აცნობ "პირველს" ნინო აღლაძემ.


 


საერთაშორისო პროექტის ქართველი პროდიუსერის პროგნოზით, წინა წლების  სტატისტიკაზე დაყრდნობით, წელს საქართველო მილიონობით ჰოლანდიელ ტურისტს უნდა ელოდოს და შესაბამის სტრუქტურებს და ტურისტულ დაწესებულებებს ვიზიტორთა დიდი ნაკადისთვის დასახვედრად მომზადებას ურჩევს.


 


სიახლეები მსგავს თემაზე

პროგრამა, რომელიც ინვესტორებს ინვესტიციების ჩადების გადაწყვეტილების მიღებას გაუმარტივებს

მალე საქართველოში ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორი, ძალიან მოკლე დროში, მისთვის საინტერესო მიწის ან შენობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებას ერთ პორტალზე შეძლებს.

ქართულ თეატრებში ბოლო ხუთ წელში მაყურებლი გაორმაგდა - 0,6 მილიონზე მეტი გაყიდული ბილეთი

ყოველწლიურად ქართულ თეატრებს ნახევარ მილიონზე მეტი მაყურებელი სტუმრობს. 2012 წლიდან დღემდე, მაყურებელთა რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია. 

ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის თქმით, მისი ქმარი დანაშაულის დროს ბანკში იყო

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეპატრონის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ჭანტურიას მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმარი, იმ დროს, როცა მკვლელობა მოხდა, ბანკში იმყოფებოდა.

თბილისის 22-ე სკოლაში ნაღმს ეძებდნენ

თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე 22-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეწყვეტილი იყო. პოლიცია ნაღმს ეძებდა.

ბათუმში 23 წლის გოგოს ეძებენ

ბათუმში 23 წლის გოგოს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში ბაზრის მოვაჭრეებს ისევ კითხავენ

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში ბაზრის მოვაჭრეების დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

აშშ თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს არ გადაიტანს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე წელს თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს არ გადაიტანს.

პაატა ჩოხელი: ნათელაშვილის შვილი სააკაშვილს კიევში შეხვდა... დავალებები მიიღო

ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა იდეოლოგიურმა მდივანმა პაატა ჩოხელმა "პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ შალვა ნათელაშვილის შვილი მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდა.

დონალდ ტრამპმა რუსეთი ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის საკითხის მოგვარებაში ამერიკას „საერთოდ არ ეხმარება“.

სს "ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ" 2 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

ჩითახევჰესის აგრეგატის რეაბილიტაციაზე სს "ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ" 2 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

NDI: გამოკითხული ქალების 58% ფიქრობს, რომ ქალების სიმცირე პოლიტიკაში პრობლემაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული ქალების 58% ფიქრობს, რომ ქალების სიმცირე პოლიტიკაში პრობლემაა.

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე დააკავეს

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, იგივე კვეჟოევიჩი დააკავეს.

შსს-მ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

მეტროსადგური „გურამიშვილი“ იკეტება

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება. ამის შესახებ "პირველს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.

ბრაიზას თქმით, ტრამპი იძულებულია, სამხრეთ კავკიასიაში აგრესიული პოლიტიკა გაატაროს

ატლანტიკური საბჭოს ექსპერტის, აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩის მეთიუ ბრაიზას აზრით, გარემოებებიდან გამომდინარე, დონალდ ტრამპს წინამორბედ ბარაკ ობამასგან განსხვავებით, სამხრეთ კავკასიაში აგრესიული პოლიტიკის გატარება უწევს.

 

დღეიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგეტოს ცნობით, 18 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 20 იანვრამდე. საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა.

ზამთრის კურორტებზე 46 კვების ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის სააგენტომ ზამთრის კურორტებზე 46 კვების ობიექტი დააჯარიმა.

კომპანია RMG რუსთაველის თეატრის სპონსორი გახდა

კომპანია RMG კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განაგრძობს კულტურული პროექტების მხარდაჭერას და ამჯერად თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპონსორი ხდება.

NDI - გამოკითხულთა 31%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“.

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა.

თბილისის მერმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა

თბილისის მერი კახა კალაძე ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა.

სარგებლობაში არსებული ფართები კიდევ 17 ოჯახს გადაეცემა

სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კიდევ 17 ოჯახს გადაეცემა. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა განაცხადა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებს მერია 100 პროცენტით დააფინანსებს

თბილისის მერმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის ახალი მოდელი წარმოადგინა.