როგორ უნდა მოვიქცეთ ავიარეისების გაუქმების ან დაგვიანების დროს - მგზავრთა უფლებები

მეტეოროლოგიური პირობები, გადატვირთული საჰაერო სივრცე, ინფრასტრუქტურული, ტექნიკური თუ პროგრამული შეფერხებები, გაფიცვები - ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელიც რეისის დაგვიანების, ან გაუქმების ძირითადი მიზეზი ხდება.

სწორედ მეტეოროლოგიური პირობები გახდა ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ათეულობით გაუქმებული თუ გადადებული რეისის მიზეზი და უყურადღებოდ დატოვებული მგზავრების  პრობლემა.


"პირველმა" დეტალურად მოიძია ინფორმაცია იმ მგზავრთა უფლებების შესახებ, რომელთა რეისიც უქმდება ან აგვიანებს.


როგორც გაირკვა, მგზავრთა უფლებებს, ფრენის გაუქმებისა და რეისის დაგვიანების დროს, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა იცავს.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მონრეალის 1999 წლის კონვენციის მიხედვით, გადამზიდველი პასუხისმგებელია ზიანზე, რომელიც მგზავრების საჰაერო გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის საჰაერო გადაზიდვის შეფერხების შედეგად წარმოიქმნება. თუმცა, გადამზიდველი პასუხს არ აგებს შეფერხების შედეგად მიყენებული ზიანისთვის, თუ დაამტკიცებს, რომ მან და მისმა მომსახურეებმა და აგენტებმა მიიღეს ყველა შესაძლო, გონივრულად აუცილებელი ზომები, რათა თავიდან აეცილებინათ ზიანი, ან მათთვის შეუძლებელი იყო ასეთი ზომების მიღება.


“საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2012 წელს მიიღო. დოკუმენტი შემუშავებულია ევროკავშირის რეგულაციაზე დაყრდნობით (N261/2004) და ადგენს ზემოთჩამოთვლილ შემთხვევებში კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის პირობებს. წესის მოქმედება ვრცელდება მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოდან სხვა ქვეყანაში საქართველოს ან უცხო ქვეყნის ავიაკომპანიის მეშვეობით და მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში საქართველოს ავიაგადამზიდველის მეშვეობით.


ფრენის გაუქმება / საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმა


ავიაკომპანია ვალდებულია მიაწოდოს მგზავრს ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ და შესთავაზოს მას ფრენის შეცვლის მისთვის მისაღები ვარიანტები. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მან უნდა გადაუხადოს მგზავრს კომპენსაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფრენის გაუქმება გამოწვეულია განსაკუთრებული ვითარებით (მეტეოპირობები, ფრენის უსაფრთხოებასთან/საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული მოულოდნელი რისკები, არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, გაფიცვა და სხვა მსგავსი მოვლენები) რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია საჭირო ზომების მიღების მიუხედავად.


ფრენის გაუქმებისას მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია ავიაგადამზიდველისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ავიაგადამზიდველმა მგზავრს მიაწოდა ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ ბილეთში მითითებული ფრენის თარიღამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე, ან 7-14 კალენდარულ დღემდე დროის მონაკვეთში და შესთავაზა გამგზავრების ალტერნატიული ვარიანტი, რითაც მგზავრს შეეძლო სასურველი მიმართულებით გამგზავრება.


მგზავრს, რომელსაც კონკრეტული ფრენის განხორციელებისას უარი ეთქვა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოცხადდა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე დადგენილი პირობების დაცვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარის თქმა გამოწვეულია მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ფრენის უსაფრთხოებით, საავიაციო უშიშროებით ან არასათანადო დოკუმენტების წარმოდგენით, უფლება აქვს ფრენის სანაცვლოდ მოითხოვოს ბილეთის ღირებულების ანაზღაურება ან გააგრძელოს ფრენა ალტერნატიული მარშრუტით.


საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის და ფრენის გაუქმებისათვის კომპენსაცია განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:


250,00 EUR – 1500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (მოკლე დისტანცია);
400,00 EUR – 1500-დან 3500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (საშუალო დისტანცია);
600 EUR – 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენისას (გრძელი დისტანცია).


მანძილი გაიანგარიშება „დიდი წრის რკალის“ შესაბამისად (უმოკლესი ხაზი ორ წერტილს შორის დედამიწის სფეროს ზედაპირზე). 


ფრენის ხანგრძლივი დაგვიანება


მგზავრების დახმარების ვალდებულება ავიაკომპანიებს ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში წარმოეშვებათ. ხანგრძლივი დაგვიანება წარმოადგენს ფრენის დაგვიანებას, რომელიც აღემატება ორ საათს. ავიაგადამზიდველი ვალდებულია აღმოუჩინოს მგზავრებს დახმარება თუ ფრენის დაგვიანება ბილეთში მითითებულ ფრენის დროსთან შედარებით შეადგენს:


ორ საათზე მეტ დროს – 1500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას;
სამ საათზე მეტ დროს – 1500-დან 3500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას;
ოთხ საათზე მეტ დროს – 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენისას.


ამ შემთხვევებში ავიაგადამზიდველმა უნდა უზრუნველყოს მგზავრი შემდეგი სახის უფასო მომსახურებით: კვებით და გამაგრილებელი სასმელებით, ორი სატელეფონო ზარით, ფაქსით, ან ელექტრონული ფოსტით სარგებლობის უფლებით.


სულ მცირე 5 საათის დაგვიანების შემთხვევაში, ავიაგადამზიდველმა მგზავრს უნდა მისცეს არჩევანის საშუალება შემდეგ ორ პირობას შორის: 1. ბილეთის ღირებულების ანაზღაურება იმ ფასით, რომლითაც ის იქნა შეძენილი, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პირველი შესაძლებლობისთანავე, მგზავრს უნდა მიეცეს გამგზავრების საწყის პუნქტამდე დაბრუნების საშუალება; 2. თანაბარი პირობებით, დანიშნულების ბოლო პუნქტამდე, ალტერნატიული მარშრუტის არჩევის შესაძლებლობა.


იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენის დრო გადაიდება სულ მცირე ერთი დღე-ღამით ბილეთში მითითებულ ფრენის დროსთან შედარებით, ავიაკომპანიამ მგზავრებს შემდეგი დახმარება უნდა აღმოუჩინოს: კვება და გამაგრილებელი სასმელები, საცხოვრებელი (სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი ადგილი), იმ შემთხვევაში, თუ მგზავრმა უნდა გაატაროს მოლოდინში ერთი ან მეტი ღამე - მგზავრობა აეროპორტიდან საცხოვრებელ ადგილამდე.


მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გაუარესება


იმ შემთხვევაში, როდესაც ავიაკომპანიას გადაჰყავს მგზავრი მომსახურების მაღალ კლასზე იმ კლასთან შედარებით, რომლისთვისაც იყო შეძენილი ბილეთი, მას არა აქვს უფლება მოსთხოვოს მგზავრს თანხის დამატება მაღალი კლასით მომსახურებისათვის.  თუ ავიაკომპანიას გადაჰყავს მგზავრი შეძენილი ბილეთის კლასთან შედარებით მომსახურების დაბალ კლასზე, ის ვალდებულია ჯავშნით ან/და ბილეთით გათვალისწინებული ფრენის დღიდან შვიდი დღის განმავლობაში აუნაზღაუროს მგზავრს: ბილეთის ღირებულების 30% – 1500 კმ-მდე მანძილზე, ბილეთის ღირებულების 50% – 1500-დან 3500კმ - მდე მანძილზე, ბილეთის ღირებულების 75% – 3500კმ-ზე მეტ მანძილზე.


კომპენსაციისა და უფასო მომსახურების მისაღებად პირველ რიგში გადამყვან ავიაკომპანიას უნდა მიმართოთ. რიგ შემთხვევაში ავიაგამზიდველებს საჩივრის ფორმები თავად ააქვთ შემუშავებული. თუ ასეთი ფორმა არ შემოგთავაზეს ან ვერ იპოვეთ მათ ვებგვერდზე, შეგიძლიათ ავიაკომპანიას წერილობით მიმართოთ. კომპენსაციაზე ან კუთვნილ დახმარებაზე უარის შემთხვევაში, როგორც მგზავრს ისე ავიაკომპანიას უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს.


ავიაკომპანია ვალდებულია მიაწოდოს სააგენტოს წერილობითი ინფორმაცია საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების ყველა შემთხვევის შესახებ, აგრეთვე მგზავრისთვის შესაბამისი კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის ღონისძიებების თაობაზე. წესის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტო ავიაგადამზიდველს დააკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.


რეისის დაგვიანებისა და ფრენის გაუქმების გამომწვევი ვითარებების ხასიათიდან და კონკრეტული შემთხვევების თავისებურებებიდან გამომდინარე, კომპენსაციის მიღების უფლება პრაქტიკაში არცთუ ისე მარტივი დასადასტურებელია. ამიტომ სასურველია შეინახოთ შესაბამის ფრენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ასევე სთხოვეთ ავიაკომპანიის წარმომადგენლებს ადგილზე გაკეთებული შემოთავაზებებისა და ზეპირი განცხადებების გამომგზავნა წერილობითი შეტყობინებების სახით. წინასწარ გაეცანით თქვენი გადამყვანი ავიაკომპანიის პოლიტიკას მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით.


როგორც ბოლო დღეეებში გაირკვა საკუთარი უფლებები,  რეისის გაუქმების, ან გადადების შემთხვევაში, მგზავრთა უმეტესობამ არ იცის, რაც შეეხება ავიაკომპანიებს, მათ თეორიულად ზუსტად იციან როგორ მოიქცნენ, თუმცა ამას პრაქტიკაში ნაკლებად იყენებენ.


 


მსგავს თემაზე:


ნისლიანი ღამის აურზაური აეროპორტში - გაუქმებული რეისები და დარღვეული უფლებები


კახა კალაძემ ლორთქიფანიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თურქეთში საქართველოს მოქალაქე ფუტკრის ნაკბენით გამოწვეული ალერგიით დაიღუპა

თურქეთის ქალაქ რიზეში საქართველოს მოქალაქე, 34 წლის მამაკაცი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითრების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში გორისას და ჩიხას ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწყობ საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ  ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს პრეზიდენტის ვან სუტუნის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით მყოფი გუანტუნის  დედაქალაქ გუანჭოუს დელეგაცია მიიღო.

არჩილ თალაკვაძე: გარბენი ,,თბილისი” ჯანსაღი ცხოვრების წესის, სოლიდარობის და ყველა თაობის ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გარბენი „თბილისი“  ყველა თაობის ჩართულობისთვის მნიშნელოვანია.

ზესტაფონში ავტოავარიის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა

ზესტაფონში მომხდარ ავარიას და-ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

როგორ შევამოწმოთ, აქვს თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალებას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი

საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ახალი სტანდარტების შესაბამისად, 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს.

გიორგი ჩიქოვანი ენერგეტიკული გაერთიანების მდგრადი განვითარების ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების მდგრადი განვითარების ფორუმში, რომელიც 22 ივნისს  ვენაში გაიმართა.

 

გორში თაფლის ახალი საწარმო შენდება

გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, გორში თაფლის ახალი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შენდება.

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

თბილისის მერიის ინიციატივით, კვირას,  24 ივნისს, პირველად გაიმართება გარბენი „თბილისი“, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება.

ჩუღურეთის რაიონში 21 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, 21 მისამართზე სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა

გვიან ღამით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა.

სამეგრელოში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა. 

შსს-მ რუსეთის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

კახა კალაძე შეჩერებულ მშენებლობებზე: წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას, რომ პრობლემა მოგვარდეს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისში  მიტოვებულ მშენებლობებზე ისაუბრა.

კახა კალაძე: რამდენი მუსიკოსი ჰყავს თბილისს არავინ ითვლის და არც არავინ ზღუდავს

თბილისის მერი კახა კალაძე ქუჩის მუსიკოსებთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

კახა კალაძე: ათეული წლებია დედაქალაქის იერსახეს წლობით მიკრული პლაკატები და განცხადებები ამახინჯებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შენობა- ნაგებობების კედლებზე რეკლამის, საარჩევნო მასალი და სხვა სახის ინფორმაციის განთავსების წესს გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე: ხვალ, მთლიან უმრავლესობასთან იქნება შეხვედრა, რის შემდეგაც პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას

„ქართული ოცნების" ოფისში საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები დასრულდა. შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

თბილისის მერი პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, თბილისის ბიჭუნათა კაპელის და ახალგაზრდული გუნდის კონცერტს დაესწრო.

მაშველებმა მთაში ჩარჩენილი, დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს

დუშეთში, ლომისის სალოცავთან, ყაზბეგის სამთო-სამაშველოს მაშველებმა მთაში ჩარჩენილი 20 წლის ტურისტი ჩამოიყვანეს.

ქუთაისში წვიმისა და სეტყვის გამო 112-ში 9 შეტყობინება შევიდა

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ქუთაისიდან 9 გამოძახება შევიდა.