სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილი FACEBOOK-ზე ISIS-ს გულშემატკივრობდა

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც პანკისის სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც პანკისის სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დიდი ალბათობით, გარდაცვლილ მაჩალიკაშვილს ეკუთვნოდა Fb-გვერდი Temirlan Pankisskii. მისი Fb-ნაცნობები თემირლან მაჩალიკაშვილის ფოტოებზე სწორედ Temirlan Pankisskii-ს ნიშნავდნენ. თავადაც ატვირთული აქვს 19 წლის მაჩალიკაშვილის ფოტო. გარდა ამისა, Temirlan Pankisskii-ს მეგობრებში ჰყავს თემირლან მაჩალიკაშვილის დები - ნატა და ნათია. ერთ-ერთი მათგანი მონიშნულიც ჰყავს - როგორც და. 



2016-2017 წლებში, Temirlan Pankisskii-ს არაერთი ვიდეო აქვს ატვირთული და გამოქვეყნებული, რომელშიც ის „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდას ეწევა. ერთ-ერთ ვიდეოში ის გლოვობს „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ლიდერს თარხან ბათირაშვილს. გარდა ამისა, ის ფოტოებსა და ვიდეოებს დებდა ISiS-ის მებრძოლების შესახებ. Cover-ის ფოტოდ კი, ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილი უყენია.


„ისლამური სახელმწიფოს“ ვიდეოს, რომელსაც Temirlan Pankisskii ავრცელებდა, აწერია, რომ ისინი ალაჰისთვის კლავენ და ალაჰისთვის კვდებიან.


19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დეკემბრის ბოლოს, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვრამდე ის საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინ კი გარდაიცვალა.


ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის თქმით, მისი ქმარი დანაშაულის დროს ბანკში იყო

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეპატრონის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ჭანტურიას მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმარი, იმ დროს, როცა მკვლელობა მოხდა, ბანკში იმყოფებოდა.

თბილისის 22-ე სკოლაში ნაღმს ეძებდნენ

თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე 22-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეწყვეტილი იყო. პოლიცია ნაღმს ეძებდა.

ბათუმში 23 წლის გოგოს ეძებენ

ბათუმში 23 წლის გოგოს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში ბაზრის მოვაჭრეებს ისევ კითხავენ

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში ბაზრის მოვაჭრეების დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

აშშ თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს არ გადაიტანს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე წელს თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს არ გადაიტანს.

პაატა ჩოხელი: ნათელაშვილის შვილი სააკაშვილს კიევში შეხვდა... დავალებები მიიღო

ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა იდეოლოგიურმა მდივანმა პაატა ჩოხელმა "პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ შალვა ნათელაშვილის შვილი მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდა.

დონალდ ტრამპმა რუსეთი ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის საკითხის მოგვარებაში ამერიკას „საერთოდ არ ეხმარება“.

სს "ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ" 2 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

ჩითახევჰესის აგრეგატის რეაბილიტაციაზე სს "ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ" 2 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

NDI: გამოკითხული ქალების 58% ფიქრობს, რომ ქალების სიმცირე პოლიტიკაში პრობლემაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული ქალების 58% ფიქრობს, რომ ქალების სიმცირე პოლიტიკაში პრობლემაა.

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე დააკავეს

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, იგივე კვეჟოევიჩი დააკავეს.

შსს-მ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

მეტროსადგური „გურამიშვილი“ იკეტება

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება. ამის შესახებ "პირველს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.

ბრაიზას თქმით, ტრამპი იძულებულია, სამხრეთ კავკიასიაში აგრესიული პოლიტიკა გაატაროს

ატლანტიკური საბჭოს ექსპერტის, აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩის მეთიუ ბრაიზას აზრით, გარემოებებიდან გამომდინარე, დონალდ ტრამპს წინამორბედ ბარაკ ობამასგან განსხვავებით, სამხრეთ კავკასიაში აგრესიული პოლიტიკის გატარება უწევს.

 

დღეიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგეტოს ცნობით, 18 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 20 იანვრამდე. საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა.

ზამთრის კურორტებზე 46 კვების ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის სააგენტომ ზამთრის კურორტებზე 46 კვების ობიექტი დააჯარიმა.

კომპანია RMG რუსთაველის თეატრის სპონსორი გახდა

კომპანია RMG კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განაგრძობს კულტურული პროექტების მხარდაჭერას და ამჯერად თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპონსორი ხდება.

NDI - გამოკითხულთა 31%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“.

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა.

თბილისის მერმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა

თბილისის მერი კახა კალაძე ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა.

სარგებლობაში არსებული ფართები კიდევ 17 ოჯახს გადაეცემა

სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კიდევ 17 ოჯახს გადაეცემა. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა განაცხადა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებს მერია 100 პროცენტით დააფინანსებს

თბილისის მერმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის ახალი მოდელი წარმოადგინა.