“ჰიუნდაი ავტო საქართველო” “სიტროენ ჯორჯია”-ს სარჩელის დაუშვებლად ცნობას ითხოვს

მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ, 12 დეკემბერს, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ.

მათ კონკურენციის სააგენტოს მიმართეს, რომ შესყიდვის სფეროში ავტობიზნესის მხრიდან მოქმედებს კარტელური შეთანხმება და ამაში ბრალი 6 კომპანიას დასდეს:

 1. სს ,,ჰიუნდაი ავტო საქართველო“ - კორეული ავტოგიგანტის, - ჰიუნდაი მოტორ კომპანის ოფიციალური დისტრიბუტორი;

2. შპს ,,ჯითი მოტორსი“ - ამერიკული ავტომწარმოებლის ფორდი-ს ოფიციალური წარმომადგენელი;

3. შპს ,,სტრადა მოტორსი“ - იტალიური კონცერნის “ფიატ”-ის ოფიციალური წარმომადგენელი;

4. შპს ,,იბერია ავტო“ - გერმანული მწარმოებლის, - ფოლკსვაგენის და შკოდას ოფიციალური წარმომადგენელი;

5. შპს “კია მოტორს ჯორჯია” -  კორეული ავტოგიგანტის ოფიციალური წარმომადგენელი;

6. სს “ფრანს ავტო” - ფრანგული სახელმწიფო ავტომწარმოებლის, - “რენო”-ს ოფიციალური წარმომადგენელი.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით სს "ჰიუნდაი ავტო საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც, ,,ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ამ ბოლო პერიოდში, შპს „სიტროენ ჯორჯია“-ს მიერ, პრესის მეშვეობით გაკეთებული არაზუსტი, მცდარი და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებებიდან გამომდინარე, აუცილებლად ჩავთვალეთ რამდენიმე განმარტება გაგვეკეთებინა შპს „სიტროენ ჯორჯია“-ს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, თითქოს, საქართველოში მოქმედ, რიგ დამოუკიდებელ, კომპანას შორის არსებობს რაიმე სახის „კარტელური გარიგება“.

გარდა იმ ფაქტისა, რომ შპს „სიტროენ ჯორჯია“-ს აღნიშნული განცხადება სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან“  და არც სარჩელში დასახელებული სხვა კომპანიების მიმართებაში  არცერთ ასპექტში არ შეესაბამება სიმართლეს, არის აბსურდული, გაურკვეველ და მცდარ ფაქტეზე დამყარებული, გვსურს ხაზი გავუსვათ რამდენიმე ნიუანსს:

1. შპს ,,სიტროენ ჯორჯია“-ს საჩივარი დაფუძნებული აქვს 25 ფაქტობრივ გარემოებაზე, საიდანაც ჩვენი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ან/და განზრახ დამახინჯებულად არის წარმოჩენილი 24 ფაქტობრივი გარემოება;

2. დარჩენილი 1 ფაქტობრივი გარემოება, უდავოდ სწორია, რომ შპს „სიტროენ ჯორჯია“ რეგისტრირებული იქნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2016 წლის 20 მაისიდან და მის ამონაწერში მითითებულ ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობაში დახმარება.

3. უდავოა, რომ საფრანგეთის საელჩოს და ,,Automobiles Citroen SA“ განცხადებით, შპს „სიტროენ ჯორჯია“ არასდროს არ წარმოადგენდა სიტროენის ოფიციალურ დილერს და მას არანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ჰქონია Automobiles Citroen SA-სთან და აღნიშნულ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (ავტომობილების მომსახურე ცენტრი), რომლითაც ის განახორციელებდა ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას.

4. ასევე დადასტურებულია, რომ შპს „სიტროენ ჯორჯია“-ს მონაწილეობა მიღებული აქვს,  ჯამში 5 ტენდერში და 2 გამარტივებულ შესყიდვაში, საიდანაც გაიმარჯვა 3 ტენდერში. ასევე, მასთან  ორი გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შემსყიდველი ორგანიზაციების: სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკი“-ს, შპს „საქართველოს ფოსტა“-ს, შპს „EXPRESS“-ის, შპს „ბათუმის სამედიცინო დახმარების ცენტრი“-ს მიერ, სახელმწიფო შესყიდვების შავ სიაში შეყვანილია. დანარჩენი 2 (ორი) ტენდერთან მიმართებაში - 1 ტენდერიდან განხორციელდა მისი დისკვალიფიკაცია და 1 ტენდერი  შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეწყდა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ გვებადება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომჩივანის მიერ აღნიშნული საჩივარის შეტანა ემსახურება კონკურენტი კომპანიების სახელის და საქმიანი რეპუტაციის შელახვას, მის საკუთარ ვიწრო ინტერესებს და არაფერი საერთო არ გააჩნია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევასთან ან/და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის რაიმე სახის უკანონო შეთანხმების არსებობასთან,“–ნათქვამია განცხადებაში.

ამ ფაქტთან დაკავშირებით „ჯორჯიან თაიმსი“ სს ,,ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს – დავით გიორგობიანს ესაუბრა:

„ეს ჰგავს შეთხზულ ისტორიას. ტენდერების დროს, კომპანიებს შორის ყოველთვის ჯანსაღი კონკურენციაა.  ვთვლით, რომ ეს სერიოზული ბრალდებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ  და ასევე, იმ ხუთმა კომპანიამ, კონკურენციის სააგენტოში შესაგებელი შევიტანეთ. სააგენტომ ოფიციალურად მოითხოვა ჩვენი პოზიცია იმ გარემოებებზე, რომელიც, შპს „სიტროენ ჯორჯია“-მ წარადგინა. ახლა არის სტადია, როდესაც კონკურენციის სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს ეს დავა.

სს “ჰიუნდაი ავტო საქართველო” მოუწოდებს  კონკურენციის სააგენტოს, დაუშვებლად ცნოს შპს “სიტროენ ჯორჯია”-ს  სარჩელი.

წინაამღდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება  ბიუჯეტის ფსევდო პატრიოტების ჯგუფის მიერ  შეთხზული ბრალდებების საფუძველზე  სახელმწიფოს მხრიდან  საერთაშორისო ბიზნეს ოპერატორი კომპანიების წინააღმდეგ ე.წ “რეკეტის”  მცდელობას. რაც, საქართველოს  უახლესი ისტორიის  მანკიერ  პრაქტიკას  წარმოადგენდა“.

მისივე თქმით, აღნიშნული საქმის წარმოების შემთხვევაში, რადგან შეთხზული ბრალდებები ატარებს სერიოზულ   რეპუტაციულ  და ფინანსურ რისკებს,  ქვეყანა ვერ  აცდება  საერთაშორისო რეზონანსს.

„პროცესებში აუცილებლად ჩაერთვებიან  მწარმოებელი კომპანიები და მათი ქვეყნების დიპლომატიური მისიები,  რაც,  საქართველოს საქმიანი იმიჯის შელახვის  და საინვესტიციო გარემოს გაუარესების საწინდარი იქნება.

აღნიშნული კომპანიები მრავალი წელია ოპერირებენ საქართველოში,  გადახდილი აქვთ  და კიდევ იხდიან  ათობით მილიონ ლარს ბიუჯეტის სასარგებლოდ, ახორციელებენ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში,  სასაქონლო მარაგებში  და დასაქმებული ჰყავთ ასობით ადამიანი.

იმედს გამოვთქვამთ, რომ  საქართველოს კონკურენციის სააგენტო  ობიექტურად  შეაფასებს ჩვენს არგუმენტებს და არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბიზნეს გარემოს დააზარალებს“– აღნიშნა სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა– დავით გიორგობიანმა.


ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის თქმით, მისი ქმარი დანაშაულის დროს ბანკში იყო

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეპატრონის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ჭანტურიას მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმარი, იმ დროს, როცა მკვლელობა მოხდა, ბანკში იმყოფებოდა.

თბილისის 22-ე სკოლაში ნაღმს ეძებდნენ

თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე 22-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეწყვეტილი იყო. პოლიცია ნაღმს ეძებდა.

ბათუმში 23 წლის გოგოს ეძებენ

ბათუმში 23 წლის გოგოს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში ბაზრის მოვაჭრეებს ისევ კითხავენ

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში ბაზრის მოვაჭრეების დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

აშშ თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს არ გადაიტანს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე წელს თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს არ გადაიტანს.

პაატა ჩოხელი: ნათელაშვილის შვილი სააკაშვილს კიევში შეხვდა... დავალებები მიიღო

ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა იდეოლოგიურმა მდივანმა პაატა ჩოხელმა "პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ შალვა ნათელაშვილის შვილი მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდა.

დონალდ ტრამპმა რუსეთი ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის საკითხის მოგვარებაში ამერიკას „საერთოდ არ ეხმარება“.

სს "ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ" 2 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

ჩითახევჰესის აგრეგატის რეაბილიტაციაზე სს "ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ" 2 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

NDI: გამოკითხული ქალების 58% ფიქრობს, რომ ქალების სიმცირე პოლიტიკაში პრობლემაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული ქალების 58% ფიქრობს, რომ ქალების სიმცირე პოლიტიკაში პრობლემაა.

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე დააკავეს

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, იგივე კვეჟოევიჩი დააკავეს.

შსს-მ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

მეტროსადგური „გურამიშვილი“ იკეტება

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება. ამის შესახებ "პირველს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.

ბრაიზას თქმით, ტრამპი იძულებულია, სამხრეთ კავკიასიაში აგრესიული პოლიტიკა გაატაროს

ატლანტიკური საბჭოს ექსპერტის, აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩის მეთიუ ბრაიზას აზრით, გარემოებებიდან გამომდინარე, დონალდ ტრამპს წინამორბედ ბარაკ ობამასგან განსხვავებით, სამხრეთ კავკასიაში აგრესიული პოლიტიკის გატარება უწევს.

 

დღეიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგეტოს ცნობით, 18 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 20 იანვრამდე. საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა.

ზამთრის კურორტებზე 46 კვების ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის სააგენტომ ზამთრის კურორტებზე 46 კვების ობიექტი დააჯარიმა.

კომპანია RMG რუსთაველის თეატრის სპონსორი გახდა

კომპანია RMG კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განაგრძობს კულტურული პროექტების მხარდაჭერას და ამჯერად თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპონსორი ხდება.

NDI - გამოკითხულთა 31%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“.

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა.

თბილისის მერმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა

თბილისის მერი კახა კალაძე ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა.

სარგებლობაში არსებული ფართები კიდევ 17 ოჯახს გადაეცემა

სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კიდევ 17 ოჯახს გადაეცემა. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა განაცხადა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებს მერია 100 პროცენტით დააფინანსებს

თბილისის მერმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის ახალი მოდელი წარმოადგინა.