ეკონომიკა სწრაფი ზრდის ფაზაში შედის

თემაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას ეკონომიკურ ზრდაზე და რა ტენდენციებია ეკონომიკაში, „პირველი“ საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორს, პროფესორ გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა.

პირველი: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წლის მესამე კვარტალში, ბოლო წლებში, ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 2.9%-ს მიაღწია. რამდენად მნიშვნელოვანია დეფიციტის შემცირება წმინდა მაკროეკონომიკური თვალსაზრისით და რა გავლენას იქონიებს მთლიანად ეკონომიკაზე?


გიორგი ცუცქირიძე: მართალია, ეს არის მხოლოდ მესამე კვარტლის მონაცემი, მაგრამ გარკვეულ ტენდენციებზე ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ.


ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უპირატესობა შედარებით სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოა, ქვეყანაში არ არის სოციალური და პოლიტიკური რყევები. ამას ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო მოხსენებაც, რომლის თანამხადაც საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანათა ჯგუფშია შეყვანილი. ბოლო წლებში ყველაზე უფრო მოწყვლადი მაკროეკონომიკური კომპონენტი სავაჭრო დეფიციტის მაღალი მაჩვენებელი იყო. საგადამხდელო ბალანსში სავაჭრო ბრუნვის დეფიციტის ხვედრითი წილი 50 %-ზე მეტი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტი ორჯერ და მეტჯერ აღემატებოდა ექსპორტს. გასულ წლებში მხოლოდ მომსახურების სერვისების განვითარებამ ვერ უზრუნველყო ადგილობრივი წარმოების განვითარება და ზოგადად  კონკურენტული ეკონომიკის შექმნა.


მართალია, სავაჭრო დეფიციტი გარკვეულწილად ბალანსდება ისეთი კომპონენტებით, როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მომსახურება, ტურიზმი და ფულადი გზავნილები, თუმცა, მაინც რჩება ეკონომიკური სწრაფი ზრდის და დასაქმების არასაკმარის ფაქტორად.


სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულების და, ზოგადად, დოლარიზაციის შემცირებით და ექსპორტის ზრდითაა შესაძლებელი, რასაც, ორივე შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისაკენ მივყავართ. ამას ეკონომიკური ზრდისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემდგომ გაღრმავება გამოწვეული იყო იმით, რომ გასულ წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება დიდწილად ხდებოდა საგარეო ვაჭრობასთან კავშირის არმქონე სექტორებში, მშენებლობასა და მომსახურების სექტორში და არა წარმოებაში.


აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ადგილობრივი წარმოების სტიმულირების სამთავრობო პროგრამების და ლარიზაციის სტრატეგიის შედეგად, დადებითი ცვლილებები საგადამხდელო ბალანსში მოსალოდნელი იყო, როგორც წმინდა ექსპორტის ზრდის, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით.


მიმაჩნია, რომ დღეს ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგია სავსებით სამართლიანად აღებულია გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების გაჩენაზე.  იგი ასევე აჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა და პერსპექტივები აქვს ჩვენნაირი პატარა ეკონომიკისთვის საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციას და გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის ხარისხს, რადგან თუ ვაჭრობის საერთაშორისო დანაწილებაში მონაწილეობას ექნება სტაბილური და ამასთანავე პროგრესირებადი ხასიათი, იგი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და რაც ჩვენი ქვეყნისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი მნიშვნელოვან კომპონენტს, უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.


ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ღია ვაჭრობის წვლილი მიმდინარე ანგარიშში დადებითია, რაც მიუთითებს იმ პოტენციალზე, რომელიც გვაქვს ექსპორტის კონკურენტუნარიანობის და დივერსიფიკაციის ზრდის თვალსაზრისით.


ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი პირველ დადებით შედეგებს უკვე იძლევა. ევროკავშირი საქართველოს წამყვან სავაჭრო პარტნიორად უკვე იქცა. თუ გავითვალისწინებთ, წლის დასაწყისიდან ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებას და პერსპექტივაში ამერიკის ბაზარზე შესვლის პრესპექტივებსაც, ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.


2017 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 120.4 მლნ აშშ დოლარი (291.4 მლნ ლარი, შეადგინა, რაც მშპ-ს 2.9 პროცენტია და  ბოლო წლებში ყველაზედაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს თუ გავითვალისწინებთ, რომ  2011 წლიდან მოყოლებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-სთან მერყეობდა 11 % დან 13 %-მდე, თუ არ ჩავთვლით 2013 წელს როდესაც მისი მაჩვენებელი 5.8 %-მდე შემცირდა. დეფიციტის შემცირება განაპირობა ერთის მხრივ, სავაჭრო ბალანსში, რომელიც საგადამხდელო ბალანსის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, წმინდა ექსპორტის დადებითმა დინამიკამ (საქონლის ექსპორტი წლიურად 19.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7.7 პროცენტით გაიზარდა) და მეორეს მხრივ, მომსახურების ექსპორტის, განსაკუთრებით ტურიზმის, ზრდამ რომლის ექსპორტი წლიურად 32.3 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი) შეადგინა.


ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ  სავაჭრო დეფიციტის ხვედრითი წილი სავაჭრო ბრუნვასთან მიმართებაში მიმდინარე წელს,  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პირველად ჩამოცდა  50%-ს და 48 %-ის ფარგლებშია. მართალია, წლის შეჯამებისათვის, მეოთხე კვარტლის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ თუნდაც პირველი 11 თვის, მონაცემებით საგარეო სავაჭრობრუნვა 9 563,9 მლნ. აშშ დოლარი იყო, საიდანაც ექსპორტი 2 439.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 27%-ით), იმპორტი კი 7 124,1 მლნ. აშშ დოლარი (8,8 პროცენტით მეტი), რაც წმინდა ექსპორტის ზრდის დადებით ტენდენციას უსვამს ხაზს.


ნიშანდობლივია, რომ წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების მთავარი წყაროა, მესამე კვარტალში 525.6 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 12.8 პროცენტია და ეს მაჩვენებლიც ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.


მიმდინარე ანგარიშის დადებითი ტენდენციები, ბუნებრივია აისახა კიდეც ეკონომიკის ზრდაზე, რაც წლის დასაწყისის საპროგნოზო მაჩვენებელზე(4.0 %) მეტია და 11 თვის მიხედვით 4.8%-ს შეადგენს. მიმაჩნია, რომ წლის საშუალო შედეგიც ამ ფარგლებში იქნება. ეკონომიკა შედის იმ ფაზაში, რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის სერიოზულ წინაპირობებს ქმნის. რომ არა საერთაშორისო  ბაზრებზე  ნავთობის ფასის ზრდა და მაღალი ინფალაცია, წლიური ზრდა უფრო მეტი, 5 %-ზე მაღალი იქნებოდა. მაგალითისათვის 2016 წელს ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად იმოქმედა საქონლის და მომსახურების რეალური ექსპორტის გაუარესებამ.  მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის მეორე ნახევარიდან ადგილი ჰქონდა ექსპორტის რეალურ ზრდას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და შიდა ინვესტიციების ზრდის პარალელურად, წლის მეორე ნახევარში საინვესტიციო და შუალედური საქონლის იმპორტის ზრდის შედეგად აღინიშნა მთლიანი იმპორტის ზრდაც, რამაც გაანეიტრალა წმინდა ექსპორტის ზრდის დადებითი ზეგავლენა და წმინდა ექსპორტმა როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა კომპონენტმა, ეკონომიკური ზრდის წლიურ მაჩვენებელში დადებითის ნაცვლად უარყოფითი წვლილი შეიტანა.


ამიტომაც ითვლება, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანსის მაღალი დეფიციტი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მოწყვლადობის წყაროს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია თუ საშუალოვადიან პერიოდში მისი საშუალო წლიური მაჩვენებელი მინიმუმ 4-5 %-ის ფარგლებში იქნება შენარჩუნებული, რაც საგარეო ვალის მასტაბილიზებელ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დონეზე დაბალი იქნება.


ყოველ შემთხვევაში, 2014-2016 წლებში, საგარეო შოკების ზემოქმედებისას, ჩვენ გვქონდა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგი და საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე მაღალი ზრდა და უკეთესი კონიუნქტურის პირობებში, თუნდაც 7-8 %-იანი ზრდისას, რაც სავსებით მიღწევადია, უკვე 2020 წლისათვის ეკონომიკა მესამედით გაიზრდება, ხოლო 2025 წლისათვის ეკონომიკა პრაქტიკულად გაორმაგდება და მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით საშუალო ევროპულ დონეს მივუახლოვდებით.


მართალია, გასულ ათწლეულში ყველაზე მაღალი ზრდა, საშუალოდ 7-10 % აფრიკისა და აზიის ქვეყნების ნაწილს ჰქონდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს ქვეყნები ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით, ესევ ღარიბ ქვეყნებად რჩებიან, ეკონომიკის ზრდის პარალელურად „დემოგრაფიული ბუმის“ გამო. ამ ქვეყნების ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი, 700-1300 აშშ დოლარის დონეზე მერყეობს, თუ არ ჩავთვლით ჩინეთს, რომლის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველობითი უნარის პარიტეტთან მიმართებაში (PPP) 14 500 აშშ დოლარია. შედარებისათვის ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მშპ-ის მაჩვენებელი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით 10 ათას აშშ დოლარის ფარგლებშია. ჩვენ ისტორიული, მენტალური თუ სხვა არც თუ შორეული წინამძღვრებიდან გამომდინარე, ამის საშიშროება ნალებად გვიდგას, თუმცა ცხოვრების დონის ზრდა დემოგრაფიულ სიტუაციაზე  ნამდვილად დადებითად აისახება.


აქედან გამომდინარე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ის ერთ-ერთი ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორია, რომელიც როგორც ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე, ასევე ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებზე დადებითად მოქმედებს და თავისებური სინერგისტული ეფექტის მატარებელია. ბუნებრივია, ამ მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ პარამეტრს, დიდ ყურადღებას აქცევენ ინვესტორები ქვეყნის ეკონომიკური გარემოს სტაბილურობის და მიმზიდველობის შეფასებისას.


პირველი: ექსპერტები მიჩნევენ რომ საგადამხდელო ბალანსზე ნეგატიურად ზემოქმედებს საგარეო ვალდებულებები, რომლებსაც, ერთის მხრივ, სახელმწიფო და მეორეს მხრივ კომერციული ბანკები და კერძო სტრუქტურები იღებენ, რამდენად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკა საგარეო ვალზე?


გიორგი ცუცქირიძე: ცნობილია, რომ ეკონომიკაში ქვეყნის ზომა მისი მოხმარების მაშტაბის პირდაპირპროპორციულია, ანუ რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო შეზღუდულია მისი შიდა მოხმარება და, შესაბამისად, ბაზრის ზომაც.  თავის მხრივ, ეკონომიკის განვითარების კვალდაკვალ, გარე ბაზრებზე დამოკიდებულებაც იზრდება, როგორც ფინანსური რესურსების და ინვესტიციების მოზიდვის, ასევე ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით, რასაც ეკონომიკა პირველ რიგში შესაბამისი ინფრასტრუქტურით უნდა პასუხობდეს. ქვეყნის საგარეო ვალი დღეს არ არის რაიმე კრიტიკულ ზღვარზე და 46%-ს შეადგენს. ამიტომაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა სამთავრობო სტრატეგიაში სივრცითი მოწყობის კომპონენტს, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის სტრატეგიასთან ერთად, საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ თუნდაც ევროკავშირის ბაზარზე გასატანად საწარმოო სიმძლავრეების რელოკაცია, „დამზადებულია საქართველოში“ მარკით, როგორც ჩინური ასევე ამერიკული კომპანიების მონაწილეობით, ხოლო ანაკლიის პორტი როგორც ამასწინანდელ სტატიაში აღვნიშნე, სულაც ეკონომიკის ზრდის ხერხემალი შეიძლება გახდეს. ეს სტრატეგია მთლიანად თავსებადია მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან და ჩინეთთან, ასევე პერსპექტივაში აშშ-სთან, სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.


მართალია, სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, ხოლო ექსპორტის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 43%-ს შეადგენს, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი, მაგრამ ბევრი განვითარებული და განსაკუთრებით მომსახურების ექსპორტზე(საქონლისა და მომსახურების ექსპორტი) ორიენტირებული ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა არა თუ ახლოს დგას მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობასთან, არამედ  აჭარბებს მას. მაგალითისათვის ლუქსემბურგი - 228%, სინგაპური - 172%, ირლანდია - 119%, გაერთიანებული არაბეთის საემიროები - 113%, ვიეტნამი - 93%, სლოვაკეთი-93%, ჩეხეთი-87%, ბელგია-84 ანუ ეკონომიკა მუშაობს საგარეო ბაზრების მიმართულებით და შესაბამისად ეროვნული პროდუქციის ნახევარზე მეტი უცხოური ბაზრებისთვისაა განკუთვნილი.


საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ექსპორტის  სტიმულირების პოლიტიკა მოიცავს არა მხოლოდ ეფექტურ გაცვლით კურსს, არამედ ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც დადებით გავლენას მოახდენს ექსპორტის ზრდის საბოლოო შედეგებზე, იქნება ეს ფინანსური სტიმულირება, ექსპორტის წამახალისებელი ორგანიზაციების შექმნა თუ გეოგრაფიული ორიენტაცია ანუ რამდენად იქნება  ქვეყნის ექსპორტი ორიენტირებული იმ ბაზრებზე, სადაც იმპორტის ზრდის მეტი ეკონომიკური შესაძლებლობებია.


ამ თვალსაზრისით მხოლოდ მხარდასაჭერია საქართველოს მთავრობის ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც „სტრატეგია 2020“-ის ფარგლებში უკვე იყენებს ექსპორტის ხელშეწყობის თითქმის ყველა სახის ინსტრუმენტს მაგალითად, ფინანსურ სტიმულირებას „აწარმოე საქართველოში“–ს ფარგლებში, რომელსაც უშუალო შეხება აქვს ექსპორტიორ კომპანიებთან და კონკრეტული ხელშეწყობის მექანიზმებიც გააჩნია, სავაჭრო ბარიერების მოხსნას და თავისუფალი ვაჭრობის სტრატეგიას, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელის გაუმჯობესებას თუნდაც თავისუფალი ვაჭრობის ზონების, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სახით, საექსპორტო ბაზრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ე.წ. ექსპორტის სამკუთხედის სახით, რომელიც მოიცავს სამი უწყების კოორდინირებულ მუშაობას, რომლის მიზანია ქართველი ექსპორტიორების მხარდაჭერა ბაზრებზე შეღწევისა და იქ დამკვიდრების საკითხში. ეს უწყებებია: ეკონომიკის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ექსპორტის საკრედიტო სააგენტო, რომელის შექმნაც უახლოეს მომავლშია დაგეგმილი.  ზემოთ მოყვანილი მონაცემები მიუთითებს, იმ რეზერვებზე რომელიც ჩვენ შეგვიძლია მომავალში ავამოქმედოთ როგორც საქონლის, ასევე მომსახურების ექსპორტის, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით;


ჩვენ, სამწუხაროდ, ეკონომიკას ხშირად ვზომავთ დღევანდელი გადასახედიდან და ნაკლებად შედარებით გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით. უნდა გვახსოვდეს, რომ თანამედროვე ერებს ახასიათებთ სტრატეგიული მოთმინების უნარი და ნაკლებად იმპულსურობა. თუ ჩვენ მომავლშიც თანამიმდევრული ვიქნებით და შევძლებთ ამ პოზიტიური ტენდენციის შენარჩუნებას, ამას შედეგად აუცილებლად მოყვება სავაჭრო დეფიციტის კიდევ უფრო შემცირება და თუ სავაჭრო ბრუნვის დღევანდელი 49 %-იანი დეფიციტიდან, თუნდაც 25%-მდე დავალთ, საშუალევადიან პერსპექტივაში ეკონომიკის მოწყვლადობის პრობლემაც გადაიჭრება, რაც მაკროეკონომიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფს, პირველ რიგში დასაქმების და შემოსავლების ზრდით.


სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის.

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ხანძარია

თბილისში, მოსკოვის გამზირზე კერამიკის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ეზოში იწვის საბურავები და პენოპლასტი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 100კვ. ფართი. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია ხვალ, 22 ოქტომბერს, 12:30 საათზეგაიმართება.

რუსთავში აფეთქებისას დაშავებული 2 მოზარდი თბილისში გადმოიყვანეს

რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვი, რვა წლის გოგონა და 12 წლის ბიჭი, თბილისში გადმოიყვანეს. ისინი მკურნალობას ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში გააგრძელებენ.

კახა კალაძე ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალს დაესწრო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი გრძელდება. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად დაესწრო.

დიდუბის რაიონში წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა აკაკი წერეთლის გამზირზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. 

ლაშა ნაცვლიშვილი მირზა სუბელიანის ბრალდებაზე: პატიმარს თავისუფლებიდან არ პასუხობენ

პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს დიდი გამოხმაურება მოყვა. 

 

 

ოკაცეს კანიონი დროებით დაიხურა

ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონი დაიხურა.

სალომე ზურაბიშვილი - საოკუპაციო ხაზი უნდა მოვშალოთ და დავიბრუნოთ ნამდვილი საზღვრები

უნდა დავინახოთ, განვსაზღვროთ, სად არის ჩვენი მომავალი, როგორ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა, – ასეთი განცხადება გააკეთა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ნაძალადევში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია

რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულები ორ სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილნი. აქედან ერთის, 7 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ვლადიკავკაზში, ჰიდრომეტალურგიულ ქარხანაში ხანძარია - არის მსხვერპლი

ვლადიკავკაზში, ჰიდრომეტალურგიულ ქარხანაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მეხანძრეა. ის ქარხნის სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

შსს-მ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული გ.გ. და 1976 წელს დაბადებული ვ.ხ. დააკავეს.

მარიამ ჯაში და ეკა ბესელია ფოთში პედაგოგებსა და აღმზრდელებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფოთში საჯარო სკოლის პედაგოგებსა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისაღმზრდელებს შეხვდნენ.

დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვია - რუსთავში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში მომხდარ აფეთქებაზე, რა დროსაც 10 ადამიანი დაშავდა, გამოძიება დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილი - უნდა მივაღწიოთ, რომ ყველა მოქალაქემ თქვას, აი, ამ ქვეყანაში მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ

ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ექვს წელიწადში თქვას, აი, მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ, – ასე მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გლდანში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.

ძლიერი აფეთქება რუსთავში - დაშავებულია ათამდე ადამიანი

აფეთქება მოხდა რუსთავში, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან ამ წუთებში ,,ინფო რუსთავი" ავრცელებს. 

ჩუღურეთის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ჯავახიშვილის ქუჩაზე აკაციის ნერგები დაირგო.

ამინდის პროგნოზი

საქართველოს ცალკეულ რაიონში 21-22 ოქტომბერს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.

ოკუპანტებმა ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცეს

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი დააკავეს.  გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.