პროკურატურამ „ლანცეტის“ მიერ მოწვეული ქირურგის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით ჯგუფურად დაუფლებისა და დაუფლების მცდელობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცა “ლანცეტის“ დირექტორის მიერ აზერბაიჯანიდან მოწვეული ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ. 

 

სასჯელი გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.


საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე მდებარე სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის“ დირექტორმა, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში. მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, შპს „ლანცეტის“ დირექტორმა მასმედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით, პაციენტების მოზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები და მოამზადა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „ლანცეტში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ  ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები, რაშიც ასევე დაარწმუნეს  გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით 2016 წლის 12 თებერვალს შპს „ლანცეტში“ მისული საქართველოს მოქალაქეები - გ.ჩ. და  კ.კ..


ოპერაციის ჩატარებამდე, შპს ,,ლანცეტის“ დირექტორი ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის  მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა  ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ.კ-ს და გ.ჩ-ს კლინიკა „ლანცეტი“-ს დირექტორმა ფ.ჯ.-მ და ბრალდებულმა მ.კ.-მ მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა და აუცილებელი იყო გადაუდებელი ოპერაცია,  რის სანაცვლოდაც პაციენტებისგან მოითხოვეს ოპერაციისთვის საჭირო თანხის დაუყონებლივ გადახდა.


2016 წლის 28 თებერვალს პაციენტმა კ.კ.-მ შპს „ლანცეტის“ ანგარიშზე ჩარიცხა ფულადი თანხა  99204 ლარის ოდენობით, საიდანაც თანხის ნაწილი 35000 ლარი ფ.ჯ.-მ გადასცა ბრალდებულ მ.კ-ს, ხოლო მეორე პაციენტთან  2016 წლის 7 მარტს  ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, კლინიკა „ლანცეტის“ იურისტმა გააფორმა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტ გ.ჩ-ს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40.000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა.


ტრანსპლანტაციის საბჭოს მხრიდან ოპერაციის ჩატარებაზე შპს „ლანცეტისთვის“  უარის თქმის მიუხედავად,  მ.კ.-ს მიერ 2016 წლის 3 მარტს  და 8 მარტს ზემოხსენებულ პაციენტებს ჩაუტარდათ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ.კ. კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ.ჩ. 2016 წლის 15 მარტს.


გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის  ჩატარებაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოღვაწე ყველა ტრანსპლანტოლოგმა, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ ტრანსპლანტაციის ოპერაციას ან/და აქვთ თეორიული შემხებლობა ხსენებულ სამედიცინო დარგთან. დასკვნის თანახმად არცერთი პაციენტისთვის   ოპერაციის  ჩატარება სასწრაფო არ იყო, ხოლო გ.ჩ.-სთვის დასმული ძირითადი დიაგნოზიდან არ დადასტურდა ის დიაგნოზი, რაზე დაყრდნობითაც უთითებდნენ ბრალდებული მ.კ. და შპს „ლანცეტის“ დირექტორი, რომ ოპერაცია იყო გადაუდებელი და სასწრაფო.


მ.კ. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მ.კ.-ს მიმართ გამოცხადდება ძებნა.


მ.კ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.


აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შპს „ლანცეტის“ დირექტორის ფ.ჯ.-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული აქვს პატიმრობა.


 


 


გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

თბილისში ავარიის შედეგად ქალი დაიღუპა

თბილისში, სანაპიროსთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა.

გია გაჩეჩილაძე: ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა

„ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ოპოციციური პოლიტიკური სისტემის ამაზე მეტი დეგრადაცია, მორალური დაცემა და განადგურება მე არ მინახავს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ასპინძაში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ნათია თურნავა: მიხარია, რომ ქართველ სტარტაპერებს შორის ქალბატონების რაოდენობა იზრდება

"როგორც ეკონომიკის მინისტრს და როგორც ქალს, ძალიან მახარებს ქალბატონების რაოდენობა სტარტაპერებს შორის, რადგან ძალიან ბევრი, კრეატიული იდეის სათავეში დგანან ახალგაზრდა, წარმატებული, ქართველი ქალები, რაც ძალიან ლოგიკურია",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოპარკში 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგთან შეხვედრა გამართა.

 

დავით ჩიხელიძე: „ipsos“-ის, ისევე როგორც სხვა არაერთი კვლევა, საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებას ემსახურება და არა საზოგადოებრივი აზრის კვლევას 

ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მთავარი არხის დაკვეთით, კომპანია „ipsos“-ის მირ ჩატარებულ გამოკითხვას ეხმიანება.

ნათია თურნავა: არ უნდა დავიშუროთ რესურსები, რაც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს წაახალისებს

"ჩვენი სტარტაპერები უკვე გაცილებით მეტად არიან მომზადებულები, მეტი შანსი აქვთ მოიპოვონ დაფინანსება და გლობალურ ბაზარზე გავიდნენ",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

26 თებერვალს ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისში", 26 თებერვალს, 10:30 საათზე  ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება.

ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - "ქართულ მრავალხმიანობასა" და "ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას". 

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები  ცნობილია.

გიგი უგულავა შეწყალების თხოვნაზე: პრეზიდენტს მიმართვის გარეშეც შეუძლია საქმის გამოსწორება

"შეწყალების თხოვნით არ მგონია, რომ ვინმეს მივმართო",- ასე უპასუხა პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ კითხვას, რომელიც შეწყალების თხოვნას ეხებოდა.

უგულავა: რაც უფრო ბევრი პოლიტპატიმარი ეყოლება ამ ქვეყანას, ოპოზიცია უფრო მეტად შეიკვრება

"ოპოზიციის ერთიანობა სადღეგრძელოს ჰგავდა, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. რაც უფრო მეტი პოლიტპატიმარი იქნება, მით უფრო მეტად შეიკვრება ოპოზიცია", -ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავას TV პირველის ეთერში განაცხადა. 

ავსტრიის ელჩი საქართველოში: საარჩევნო სისტემა ქართულ რეალობას უნდა მოერგოს

საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არად ბენკოს განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ გამოსავალი უნდა იპოვოს. 

ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძე წარადგინა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს შეხვდა და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელმა ქართველ კალათბურთელებს უმასპინძლა

2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყება მიულოცა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს.

ირაკლი სესიაშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს სანდო პარტნიორია

საქართველოსა და ნატოს საერთო ღირებულებები და ერთი მიზანი აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას

ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მან ეს პირველ რიგში გააკეთა ქართველ ხალხთან ერთად, რომელთანაც თქვენ დღემდე არ გაქვთ მისასვლელი პირი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.