თბილისში ტრანსგენდერს რკინის ხელკეტით სცემეს

თბილისში, გამთენიისას, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერს, უცნობმა პირმა რკინის ხელკეტით სცემა.

მირანდა ფაღავა სასტიკად არის ნაცემი და მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს.


"დღეს გამთენიისას, დაახლოებით 04:00-დან 05:30-მდე, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაჩერე ტაქსი და შევედი მარკეტში,რათა ფული დამხურდავებინა ტაქსის მძღოლისთვის მისაცემად, როგორც კი ტაქსიდან გადმოვედი იქვე, გვერდით მდგომი მანქანიდან ჩემთვის უცხო პირმა დამიძახა რომ ძალიან ლამაზი ვიყავი და მივსულიყავი მასთან, მე ყურადღება არ მივაქციე და შევედი მარკეტში, ცოტა ხანში ისიც შემომყვა და დაჟინებით მოითხოვდა რომ მას გავყოლოდი, რაზეც უარი ვუთხარი, გაბრაზდა და დაიწყო ყვირილი შენ ბიჭი ხარ თუ გოგოო?!


მე ვუთხარი რომ მისი საქმე არ იყო ვინ ვიყავი და თავი დაენებებინა ჩემთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში საპატრულო პოლიციას გამოვიძახებდი, ჩანთიდან ამოვიღე ტელეფონი, რომელიც ვიცოდი რომ დამჯდარი იყო, მაგრამ ვიფიქრე რომ შეეშინდებოდა როცა ყურზე მიდებულ ტელეფონს დაინახავდა და შემეშვებოდა, მარკეტის თანამშრომლებმაც მოუწოდეს, რომ თავი დაენებებინა ჩემთვის, ამასობაში მოლარემ ფული დამიხურდავა და გარეთ გამოვედი, ის კაციც გამომყვა და არ მომცა საშუალება ტაქსიში ჩავმჯდარიყავი, ვუთხარი რომ ტაქსის გადავიხდიდი და მივბრუნდებოდი, როცა გადავუხადე მოვბრუნდი, რადგან ამ პიროვნემამ მითხრა ჩემი მისამართი და დამემუქრა რომ სახლში დამადგებოდა, მე მინდოდა, რომ სიტუაცია განმემუხტა, თუმცა როგორც კი მივუახლოვდი ეგრევე დამარტყა, მე მქონდა ცრემლსადენი გაზი, რომლის დასხმაც ვცადე თავდაცვის მიზნით, მაგრამ ავაცილე, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, მაღალქუსლიანები მეცვა, ის კი საკმაოდ ძლიერი და თან ნასვამიც იყო დიდი წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, წამაქცია და წიხლებს მირტყამდა გინებისა და ტრანსფობიური განცხადებების ფონზე, შემდეგ აიღო მარკეტის შესასვლელში მდგარი რკინის დაფა და რამდენჯერმე ჩამარტყა, ამასობაში მანქანიდან გადმოვიდა ტაქსის მძღოლი, რომელმაც მომიყვანა და მოძალადე შეაკავა, იქაურობას გავერიდე, სახე დასიებულ-დასისხლიანებული მქონდა, ქუთუთოზე მაქვს ღია ჭრილობა, დაახლოებით 2-3 სმ.


შიშისგან ვკანკალებდი და ვტიროდი, ტანსაცმელი შემოხეული მქონდა და იქვე მდგარი სადღეღამისო ჯიხურების გამყიდველებს ვთხოვდი პატრული და სასწრაფო დახმარება გამოეძახებინათ, თუმცა ყველამ უარი თქვა დახმარებაზე. დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით ვიყავი, როცა შევამჩნიე, რომ იმ მარკეტთან, სადაც ინციდენტი მოხდა გაჩერდა დაცვის პოლიციის მანქანა, ვინაიდან მე ძალა ბოლომდე გამოცლილი მქონდა და არ შემეძლო ჩემით მივსულიყავი იქამდე, მივედი ერთ-ერთ იქვე მდგომ ტაქსთან და ვთხოვე მივეყვანე, როცა ადგილზე მივედით და მანქანიდან გადმოვედი დაცვის თანამშრომლები უკვე მანქანაში სხდებოდნენ, როგორც კი მოძალადემ დამინახა ეგრევე გამოიქცა ჩემსკენ გინებით, ყვიროდა რომ მომკლავდა, მივედი დაცვის თანამშრომლებთან და ვთხოვე რეაგირება მოეხდინათ და დავეცავი მოძალადისგან, დამცინავი გამომეტყველებით მითხრეს რომ მათ კომპეტენციაში არ შედის ეს და გამომეძახებინა საპატრულო პოლიცია, დამტოვეს იქვე, შემდეგ ლიბერთი ბანკის შენობაში როგორ მოვხვდი არ მახსოვს, იქ გამოიძახეს პატრული და სასწრაფო, იქვე აღმომიჩინეს პირველადი დახმარება, საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი ვთქვი, რადგან ვიცოდი, რომ იქ ჰომოფობიურად განწყობილი ექიმები დამხვდებოდნენ, მე კიდევ მსგავსი სტრესის გადატანის ძალა არ მქონდა, პოლოციამ მოძალადე დააკავა, თუმცა შემდგომში რა რეაგირება მოჰყვება ამ საქმეს არ ვიცი, რადგან ხშირად მსგავსი ტიპის საქმეებს, რომლებშიც ლგბტ პირები ფიგურირებენ დაზარალებულის ამპულაში არ იძიებენ,თვალზე მაქვს ღია ჭრილობა, რომლიდანაც სისხლი ახლაც მდის, საავადმყოფოში და განყოფილებაში დღისით ვგეგმავ მისვლას ადვოკატთან ერთად."- წერს სოციალურ ქსელში ტრანსგენდერი ქალი.


"პირველი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.

ნინოწმინდის ელექტროსადგურზე "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელი გარდაიცვალა

ნინოწმინდის სოფელ სოფელ განძაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

საკონსულო: ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია შვიდი მოქალაქეა დარჩენილი

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ 7 მოქალაქე.

საკონსულო: ავიახაზებმა მოქალაქეებს ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით, უმეტესობამ მოაგვარა საკითხი

თბილისი- ბარსელონას და ბარსელონა-თბილისის მიმართულებით შეჩერებულ ავიარეისებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსულო ბარსელონაში განმარტებას აკეთებს.

არეულობა ჩილეში - სუპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში კვლავ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. არეულობის დროს, სანტიაგოში მდებარე სუპერმარკეტში ცეცხლი გაჩნდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 
დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი შეიშალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეშლილად მოიხსენია.

21 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ჩნდებიან, თუმცა მათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერჯერობით არ განუახლებიათ.

ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

მერიის აკრძალვის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, არ დაემორჩილებიან მერიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც შეიკრიბებიან.

კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზაფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ირაკლი ხელაძე: ვვარაუდობთ, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, თავიანთ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ

ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 
ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ბრექსიტის შემდეგ შევა ძალაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.

პოლიციამ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.პ. დააკავეს.

 
პოლიციამ თერჯოლაში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,1982 წელს დაბადებული ე.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 
სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრა.