ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა

2018 წლის 30 იანვარს, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნდა „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017“-ის შედეგები, რომლის თანახმადაც, საქართველომ 82 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პოზიციით, საქართველო მოექცა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში. საქართველო რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ კატეგორიაში გადავიდა და რომლის სტანდარტსაც ბოლო კვლევით მხოლოდ 5 ქვეყანა აკმაყოფილებს მსოფლიოში. შესაბამისად, საქართველო იკავებს ადგილს საჯარო ფინანსების მართვის სფეროში განსაკუთრებული წარმატების მქონე ისეთ ქვეყნებთან ერთად როგორიცაა: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია.  


http://survey.internationalbudget.org/#map


აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოში მიმდინარე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ საერთაშორისო აღიარება მიიღო და კიდევ ერთხელ დადასტურდა ბოლო ათწლეულის მანძილზე გატარებული ღონისძიებების შედეგები.



აღნიშნული კვლევა და ღია ბიუჯეტის ინდექსის დადგენა 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ორგანიზებით (IBP https://www.internationalbudget.org/who-we-are/). გასათვალისწინებელია, რომ კვლევა ითვალისწინებს ერთი და იგივე მეთოდოლოგიით მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბიუჯეტის გამჭვირვალობის შეფასებას. ხორციელდება როგორც თითოეული ქვეყნის, ასევე მსოფლიო მასშტაბით საშუალო ქულის გამოთვლა, რაც საშუალებას აძლევს ქვეყნებს, შეაფასონ მათი პროგრესი როგორც სხვა ქვეყნებთან, ისე გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში, ასევე დაინახონ განვითარების დინამიკა წინა კვლევებთან შედარებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევა არ ხორციელდება მთავრობის მიერ თვითშეფასების გზით და კითხვარს ავსებენ ამ მიზნით დამოუკიდებლად შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები (საქართველოს შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“). შესაბამისად, შედეგები დამოკიდებულია ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციზე.


კვლევა შეისწავლის მთავრობის მიერ საჯარო ფინანსების მართვის სისტემას:


ბიუჯეტის გამჭვირვალობის;
საბიუჯეტო პროცესში მხარეთა ჩართულობის;
ბიუჯეტის მართვაზე ზედამხედველობის მიმართულებით.
კვლევა პირველად 2006 წელს გამოქვეყნდა და საქართველო 34 ქულით, მხოლოდ 30-ე ადგილს იკავებდა (განახლებული მეთოდოლოგიით) და მხოლოდ მინიმალურად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში იყო. საჯარო ფინანსების მართვის მიმდინარე რეფორმა ამ ეტაპზე საწყის სტადიაზე იმყოფებოდა და შემდგომი კვლევების შედეგებში, ქულები და პოზიციები ეტაპობრივად უმჯობესდებოდა და საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყნების რიგში იდგა 2008, 2010 და 2012 წლების კვლევებით.


2015 წლის კვლევით, ქვეყანა პირველად გადავიდა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში და 66 ქულით, მე-16 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 109 ქვეყანას შორის.


ბოლო, 2017 წლის კვლევით  საამაყოა, რომ საქართველო ჩადგა ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნების ჯგუფში. საქართველო 82 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო ქულას, რომელიც 42 ქულას შეადგენს.


აღნიშნული ქულა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგია, მათ შორის, პროგრამული ბიუჯეტის დანერგვა, საშუალოვადიანი დაგეგმვის გაძლიერება, ანგარიშგების ყოვლისმომცველობის გაზრდა და სხვა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა კვლავ დგას ზოგიერთი გამოწვევის წინაშე, ამიტომ საქართველო განაგრძობს მუშაობას ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შემუშავების მიმართულებით და ამ მიზნით თანამშრომლობს დონორ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან.


დავით ბირკაძე: ნებისმიერი ადამიანი, ვინც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტყის გაშენებაში იღებს მონაწილეობას, კაცობრიობის საქმეს აკეთებს

„ნებისმიერი ადამიანი, ვინც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ტყის გაშენებაში იღებს მონაწილეობას, კაცობრიობის საქმეს აკეთებს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ფეისბუქ მომხმარებელი დავით ბირკაძე ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას.

ვაშინგტონმა თურქეთს სანქციები მოუხსნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალ ტრამპმა განაცხადა.

გიორგი გახარია: ქველმოქმედების აქტზე შეტევა უსამართლოა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შეთხვევაში კი, ორჯერ უსამართლო

„ქველმოქმედების აქტზე შეტევა უსამართლოა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შეთხვევაში კი, ორჯერ უსამართლო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაწეულ ქველმოქმედების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

გია აბაშიძე: ტოტალური ნაცსექტის წევრად ყოფნა ან იქ მუდმივად წარუმატებელი გაწევრიანების მცდელობა საშინელი დიაგნოზია

„ტოტალური ნაცსექტის წევრად ყოფნა ან იქ მუდმივად წარუმატებელი გაწევრიანების მცდელობა საშინელი დიაგნოზია“, -  ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას.

თამარ ჩუგოშვილი: ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება

„ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს და გიორგი კანდელაკის განცხადებას ეხმიანება, სადაც დეპუტატი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მომავალში იმუშაოს, რომ ეს დოკუმენტი რეალურ პოლიტიკურ პრობლემაში გადაიზარდოს ოკუპანტისთვის.

ნიკოლოზ მეტრეველი: ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის მისასალმებელია, როდესაც საქართველო ბერა ივანიშვილის სახით მსოფლიო კრიზისის დაძლევაში მონაწილეობს

„ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის მისასალმებელია, როდესაც საქართველო ბერა ივანიშვილის სახით მსოფლიო კრიზისის დაძლევაში მონაწილეობს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას.  

ქარელის საკრებულოს წევრი და მერიის თანამშრომელი ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე დააკავეს

ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გ. და ქარელის მერიის წარმომადგენელი დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ. დააკავეს.

 

ლევან ნიკოლეიშვილი: კი არ უნდა ვიქილიკოთ, არამედ მხარი უნდა დავუჭიროთ და ვიამაყოთ

„კი არ უნდა ვიქილიკოთ, არამედ მხარი უნდა დავუჭიროთ და ვიამაყოთ“, - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

დავით საგანელიძე: საპარტნიორო ფონდის ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი კომფორტი შეუქმნას ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის დასაწყებად

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ საინვესტიციო პანელში მონაწილეობა მიიღო.

გურამ ნიკოლაშვილი: ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის აღდგენის ფონდში გადარიცხულ მილიონსაც მყისიერად გამოუჩნდნენ მაკრიტიკებლები

„ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის აღდგენის ფონდში გადარიცხულ მილიონსაც მყისიერად გამოუჩნდნენ მაკრიტიკებლები“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედზე“ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი: ოჯახის საკუთარი, პირადი კონტრიბუცია, მსოფლიო მნიშვნელობის საქმეში, მხოლოდ და მხოლოდ დასაფასებელი და მისასალმებელია

„ოჯახის საკუთარი, პირადი კონტრიბუცია, მსოფლიო მნიშვნელობის საქმეში, მხოლოდ და მხოლოდ დასაფასებელი და მისასალმებელია“, - ასე გამოეხმაურა ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის გადარჩენასთან დაკავშირებული ეკოლოგიური კამპანიის #PovosDaFloresta ელჩი გახდა

ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაცია „იესეი“ (ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) აცხადებს, რომ ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალს დაესწრება

24-25 ოქტომბერს ბრიუსელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს.

ბილ კიტინგი: საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მეგობარია! ვამაყობ, რომ ჩვენს მხარდაჭერას ვამტკიცებთ ამ საკანონმდებლო აქტის გამოცემით

„საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მეგობარია! ვამაყობ, რომ ჩვენს მხარდაჭერას ვამტკიცებთ ამ საკანონმდებლო აქტის გამოცემით“, - განაცხადა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას.

ადამ კინზინგერი: საქართველომ საკუთარი შრომისა და სისხლის ფასად დაამტკიცა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი ნაკისრი ვალდებულება

„საქართველომ საკუთარი შრომისა და სისხლის ფასად დაამტკიცა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი ნაკისრი ვალდებულება“, - განაცხადა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას.

ადამ კინზინგერი: საქართველო არის აშშ-ის მტკიცე მოკავშირე და მისი ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისა და ამერიკის ინტერესებისთვის

„საქართველო არის აშშ-ის მტკიცე მოკავშირე და მისი ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისა და ამერიკის ინტერესებისთვის", - განაცხადა კონგრესმენმა ილინოისის შტატიდან ადამ კინზინგერმა აშშ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას. 

ირაკლი ბერაია : ეს არის პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და წინდახედული ლიდერის მიერ ჩამოყალიბებული სიღრმისეული ანალიზი საქართველოს უსაფრთხოების გარემოს შესახებ

„ეს არის პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და წინდახედული ლიდერის მიერ ჩამოყალიბებული სიღრმისეული ანალიზი საქართველოს უსაფრთხოების გარემოს შესახებ”, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა "SWOT ანალიზს", სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.

ელიოტ ენგელი: ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც თავდაცვისკენაა მიმართული

„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც თავდაცვისკენაა მიმართული", - განაცხადა კონგრესმენმა ნიუ იორკის შტატიდან ელიოტ ენგელმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას.

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ბილაინის პარტნიორობით ჩატარებული NASA Space Apps Challenge-ის გამარჯვებულები ცნობილია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი ბილაინი, წელს მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი ეტაპის მხარდამჭერი გახდა.

გია აბაშიძე: ხაზარაძე-ჯაფარიძემ რაჭველი გლეხები მოატყუა

„ხაზარაძე-ჯაფარიძემ რაჭველი გლეხები მოატყუა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში ადგილობრივების მიერ დღეს გამართულ აქციას.