ორი შაჰიდის დედის, ქისტი ქალის ისტორია – პანკისიდან „ისლამურ სახელმწიფოში“ (ნაწილი II)

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ორი შაჰიდის დედა, ლეილა აჭიშვილი ცხოვრობს. ლეილა მოგვითხრობს, როგორ გაიარა პანკისიდან სირიამდე ურთულესი გზა შვილების გადასარჩენად.

პანკისიდან თურქეთში


2013 წლის აგვისტო იყო. სტამბოლში ჩავედი. იქ ვინმე რუსლანი უნდა დამხვედროდა, მაგრამ არავინ დამხვდა. თურმე ერთმანეთს ავცდით. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. იქვე, ერთ თურქ ქართველს წავაწყდი, რომელსაც ვუთხარი, რომ სირიაში შვილთან მივდიოდი. სწორედ ამ ქალისგან გავიგე, რომ ჩემს შვილს იქ აბუ აბდულას ეძახდნენ. იმ წამს დატრიალდა ის ქალი, ტაქსით გამამგზავრა იმ ადგილამდე, სადაც მეორე ადამიანი უნდა მენახა.


18 საათი ვიყავი გზაში, გაუსაძლის სიცხეში. ახლა მახსენდება, რომ სადღაც საზღვრისპირა ადგილას, უზარმაზარ შენობაში შემიყვანეს, დანგრეულში, იქ დამხვდა ერთი ბიჭი, რომელიც მხოლოდ თურქულ ენაზე საუბრობდა. ტელეფონზე დამალაპარაკა რუსულად მოსაუბრე ვიღაც კაცთან, რომელმაც ამიხსნა, რომ ჩემი შვილი მეორე დღის 12:00 საათამდე საზღვართან მოსვლას ვერ შეძლებდა. მანვე მითხრა, რომ ეს ბიჭი მიმიყვანდა ისეთ ადგილას, სადაც ღამის გათევას შევძლებდი.


ჩემი შვილის თხოვნით ჰიჯაბით დავდიოდი. საშინელი სიცხე სულს მიხუთავდა. მიმიყვანეს ერთი შენობის დიდ ოთახში, სადაც დაახლოებით 8 კაცი კომპიუტერთან იჯდა და მუშაობდა. როგორც აღმოჩნდა, მოვხვდი იმ ადგილას, სადაც მოჯაჰიდებს იღებდნენ. ახლაც მახსენდება, როგორი საშინელი კაცები იყვნენ, თავგადაპარსულნი და გრძელი წვერით.


ერთმა კაცმა ამიყვანა მეორე თუ მესამე სართულზე. ოთახი სავსე იყო დაჭრილებით. ოხვრა-კვნესა ისმოდა. ამ ოთახიდან პატარა, ასანთის კოლოფივით ოთახში შემიყვანეს, სადაც ღამის გათევას შევძლებდი. ოთახში სირიიდან წამოყვანილი გოგო დამხვდა, სამი შვილით. როგორც მერე გავიგე, ამ გოგონას ქმარი, შვილების თვალწინ, დანით მოკლეს. ამის შესახებ მისმა პატარა, 4 წლის ბიჭმა მიამბო. ძალიან დატანჯულები ჩანდნენ. ჩემთან კონტაქტს ჟესტებით ცდილობდნენ. როგორც იქნა, დაღამდა, თეთრად გავათენე ის ღამე, გაუსაძლის სიცხეში. მეორე დღეს, დილას ბიჭმა მომაკითხა და ქვედა სართულზე მყოფ ჩეჩნებთან მიმიყვანა. ოთახში 18-20 წლის ბიჭები დამხვდნენ. ავუხსენი, ვინც ვიყავი და სადაც მივდიოდი. ჩემს შვილს ყველა იცნობდა. გადავწყვიტე, ამ ბიჭებისგან გამეგო, რატომ წავიდნენ სირიაში. მათ მიპასუხეს: „ჩვენ იქ მივდივართ, სადაც ჩვენი ძმები იბრძვიან“. ერთმა მითხრა, სამი თვეა, ცოლი მოვიყვანე და ოჯახს მოვატყუე, ვითომ ევროპაში მივდიოდი და აქ წამოვედიო. ეს ბიჭებიც და მეც ერთ დიდ მანქანაში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს.


სირიის საზღვართან


საქართველოდან თურქეთში გადასვლის დროს საზღვარზე ფურცელი მომცეს, ბეჭედდარტყმული. არ ვიცოდი, თუ დამჭირდებოდა. იქვე გადავაგდე. როგორც აღმოჩნდა, სირიის გამშვებ პუნქტში ეს ფურცელი უნდა წარმედგინა. ვიცოდი, რომ სულ რაღაც ერთ კილომეტრში ჩემი შვილი მელოდებოდა. საზღვარზე არ მიშვებდნენ. პასპორტი უკან გადმომიგდეს. არავინ მაქცევდა ყურადღებას. მივხვდი, რომ არ აპირებდნენ ჩემს გაშვებას და უცბად დავიწყე საშინელი კივილი რუსულად – „ვინმემ რუსული არ იცით, დამეხმარეთ-მეთქი“. ამ დროს ერთი არაბი მოვიდა ჩემთან და ტელეფონით დამალაპარაკა კაცთან, რომელსაც ვუთხარი, ვინც ვიყავი და სადაც მივდიოდი.


ამის შემდეგ უპრობლემოდ გამიშვეს. უზარმაზარი ქვეყანა გადაიშალა ჩემს თვალწინ, რომელსაც ცეცხლი ეკიდა და იწვოდა.


მივდივარ. ირგვლივ სიცარიელე და მავთულხლართებია. მივდივარ 25-კილოიანი ჩანთით. ბეტონის კედელსა და მავთულხლართებს შორის გზა არ მთავრდება. ამ დროს გამოჩნდა რკინის უზარმაზარი ჭიშკარი. წვრილი გისოსების მიღმა ახალგაზრდა, წვერმოშვებული ბიჭები გამოჩნდნენ.


„ისლამურ სახელმწიფოში“


მივედი რკინის ჭიშკართან. დავაგდე ძირს ჩანთა და ვდგავარ. უცბად კარი აჭრიალდა. გაიღო. ამ ბიჭებს ვიღაც გამოეყო. ჩემკენ დაიძრა. ვუყურებ. ვერ ვცნობ ჩემს შვილს. დიდი წვერით, საოცრად გამხდარი იყო. რომ მომიახლოვდა და დამიძახა, მაშინღა ვიცანი.


შევხვდით ერთმანეთს. მანქანისკენ წამიყვანა, რომელიც იქვე იდგა. ამ დროს ზურგს უკან ხმა მომესმა. მოვტრიალდი. დავინახე ის ბიჭები, რომლებიც დილით თურქეთში ვნახე. უკვე მანქანაში ისხდნენ და წასვლას აპირებდნენ. ახლაც არ ვიცი, რა გზით მოხვდნენ ამ ტერიტორიაზე, რადგან იმ გზაზე, ჩემ წინ და უკან, არავინ დამინახავს, ისე გამოვიარე. მანქანაში ჩავჯექი. დამხვდა გოგონა – ჩემი რძალი. მარტო თვალები უჩანდა. როდესაც მომეხვია და  სახეზე ჰიჯაბი აიხადა, გავოგნდი. მისმა სილამაზემ დამამუნჯა.


ისეთ მანქანაში ვიჯექი, მსგავსი ცხოვრებაში არც კი მინახავს. როგორც ჩემი შვილისგან გავიგე, ის თარხანის მანქანა იყო, ტყვიაგაუმტარი, რომელიც სპეციალურად ჩემს დასახვედრად გამოატანეს. მერე გავიგე, რომ ამ მანქანის ასაწყობად ირანიდან ხალხი ჩამოუყვანია თარხან ბათირაშვილს  და მათთვის აუწყობინებია. დაახლოებით ნახევარი საათი მივდიოდით. ვხედავდი უზარმაზარ სახლებს, მიწასთან გასწორებულს. სახლების წინ დაყრილ თოჯინებს. საბავშვო ეტლებს. განადგურებული იყო ყველაფერი. მიწასთან გასწორებული. ალეპოს გარეუბნის ერთ-ერთ სახლში მივედით. იქაურობა სამოთხეს ჰგავდა. მოოქროვილი სამზარეულო... სახლში არანორმალური სიმდიდრე იყო. მარმარილოში ჩასმული, უზარმაზარი ოთახები. დავინტერესდი, ვის ეკუთვნოდა სახლი. როგორც ჰამზათმა მიპასუხა, სახლი მისი მეგობრის იყო. ის ბიჭი 20 წელი ავღანეთში იბრძოდა და ახლა სირიელ გოგოზე დაქორწინდა და აქ დაიდო ბინაო. ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მას არაფერი ჰქონდა, არც სახლი და არც სიმდიდრე და არც სჭირდებოდა. სირიაში მხოლოდ იმიტომ იმყოფებოდა, რომ შაჰიდი გამხდარიყო.


რამაზანის თვე იყო და მთხოვა, ბიჭებისთვის ხინკალი მომეხვია. ისიც მითხრა, გარეთ არც კი გამეხედა. მე არ ვიცოდი, ვინ გადიოდა და ვინ შემოდიოდა. უამრავი ოთახი იყო და მე სამზარეულოდან არ გავსულვარ. 5 დღე დავრჩი. სანამ იქ ვიყავი, ჩემს შვილს გარეთ გასვლის საშუალებას არ ვაძლევდი.


ირგვლივ ყველაფერი იბომბებოდა. ფანჯრებთან ერთად სახლიც კი ზანზარებდა. შიშისგან მთელი ღამეები არ მეძინა. ის ხუთი დღე გვერდიდან არ მომშორებიან ჩემი შვილი და რძალი. ღამეც კი ერთ ოთახში გვეძინა. ერთ დღესაც თარხან ბათირაშვილს შემახვედრა. ვესაუბრე. ბევრი კითხვა დავუსვი. ამიხსნა ყველაფერი. დამამშვიდა.


ჩემი შვილის მეგობრები ჩამოდიოდნენ ავსტრიიდან და უამრავი რამ ჩამოჰქონდათ, მაგრამ თვითონ არაფერს იტოვებდა. ყველაფერს სხვებს აძლევდა. არაფერი უნდოდა ამქვეყნიური. ერთი ხალათით დადიოდა, რომელსაც ღამე ირეცხავდა და დილისთვის აშრობდა.


მეექვსე დღეს ჩემმა შვილმა მითხრა, რომ უნდა წამოვსულიყავი. უკვე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ჩემი იქ დარჩენა აღარ შეიძლებოდა. სხვა გზა არ მქონდა. წამოვედი. უამრავი მანქანა გამოგვყვა გამოსაცილებლად.


რომ ვშორდებოდით, მივბრუნდი, მუხლებზე დავეცი. ვთხოვე, წამომყოლოდა. ვეუბნებოდი, რომ აღარავინ დაგვრჩა ოჯახში. ვერ დავითანხმე. მითხრა, ყველა ძალიან მიყვარხართ - შენც, ჩემი მეუღლეც, ჩემი მესამე, არდაბადებული შვილიც. მაგრამ მე თქვენზე მეტად ალაჰი მიყვარს. მის წინაშე უნდა წარვდგეო. 


პანკისში დაბრუნება და შვილების გარდაცვალება


წამოვედი. როგორც იქნა, ჩამოვედი. ერთ დღეს ჩემს ტელეფონზე უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა. ვუპასუხე. ჩემი შვილის ხმა: „განა მე არ მიყვარხართ, მე თქვენზე ვილოცებო“. ტელეფონში აფეთქების საშინელი ხმები გაისმა. კავშირი გაწყდა. გული ჩამწყდა. მთელი ღამე დარდში გავათენე. მეორე დღე. ისევ ზარი შემოვიდა. ჩემი მეორე შვილის, ხალიდის ხმა. ვეხვეწებოდი, არაფერი ეთქვა. გული ცუდს მიგრძნობდა. „პანიკა საჭირო არ არის, ჰამზათი შაჰიდი გახდა“. ეს მოხდა ჰამზათთან განშორების მეოთხე დღეს. მერე აღარაფერი მახსოვს.


რამდენიმე დღეში დავურეკე ჩემს მეორე შვილს. მაინტერესებდა, რას აპირებდა. მითხრა, რომ თვითონაც სირიაში გეგმავდა წასვლას. გული გამეყინა. მივხვდი, ვერც მას გადავარჩენდი.


ხალიდი სამი თვის შემდეგ დაიღუპა.


მაგ დროს საავადმყოფოში ვიყავი ტომოგრაფიაზე. რეკავს ტელეფონი. არ მინდა, ვუპასუხო. გული მიგრძნობდა, რომ რაღაც ცუდი უნდა ეთქვათ ჩემთვის...


ასე გამომეცალა ორი ვაჟკაცი სამ თვეში ხელიდან.


ფეხზე ვერ ვდგებოდი. ძაღლივით ოთხით დავდიოდი. მერე მივხვდი, რომ ჩემ მშობლებს მიხედვა სჭირდებოდათ. თავს ძალა დავატანე. ფეხზე წამოვდექი.


ხანდახან ისე მენატრებიან, რომ მინდა გავიდე და ხმამაღლა ვიტირო. მაგრამ ვხედავ ჩემს მშობლებს, რომლებმაც ორი შვილი დამარხეს და...


ცხოვრება გავაგრძელე. ვცდილობ, ჩემს მშობლებსა და ჩემს მესამე შვილს გავუფრთხილდე და ცრემლი აღარ დავანახო.


 


 


ავტორი: მანია ტოგონიძე, „პირველის“ რედაქტორი


 


 


პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე


 


მასალაში გამოყენებულია The Daily Beast -ის ფოტოები


სიახლეები მსგავს თემაზე

ორი შაჰიდის დედის, ქისტი ქალის ისტორია – პანკისიდან „ისლამურ სახელმწიფოში“

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, ორი შაჰიდის დედა, ლეილა აჭიშვილი, 90-იანი წლებიდან იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას. მან საკუთარი შვილების გადასარჩენად საოცარი გზა გაიარა გროზნოდან პანკისამდე და პანკისიდან სირიამდე.

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი 20:00 საათზე გაიმართება. 

რატი იონათამიშვილი: ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მამუკა ბახტაძის, დღევანდელ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას პოზიტიურად აფასებს.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს

სადელიმიტაციო კომისია უახლოეს კვირებში მუშაობას განაახლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე

"ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

 

შსს: ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ადგილი აქვს შს მინისტრის მოადგილის კომენტარის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტაციას

21-21 ივნისის მოვლენების დროს აქციაზე შეკრებილების მიმართ შსს-ს მხრიდან დაშლის მოწოდების შესახებ მოთხოვნის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისაა

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი კახი კახიაშვილი 50 წლისაა. 

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას.

ნინო თანდილაშვილი: „სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა“

"სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება",-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. 

გია ვოლსკი: წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.

თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა 200 დღის განმავლობაში შეიზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 11:00 საათიდან 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

პრემიერი: ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე

ეს გახლდათ ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

განახლებული ბუნების ძეგლები და მათი ეკონომიკური სარგებელი

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ წელს ბუნების 3 ძეგლი განაახლა. მტირალას ეროვნულ პარკში, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის მღვიმეში ვიზიტორებს ახლა უკვე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და დახვდებათ.

პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ

დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.

რუსეთის ბაზარზე ტურიზმის ადმინისტრაციის დანახარჯი განულდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს.

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს

4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს.

ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი – მრავალპროფილური მომსახურება

16 ივლისს ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი გაიხსნა. კლინიკა 61 საწოლზეა გათვლილი და რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს.

ლარის კურსი

16 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8555 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.53 თეთრი შეადგინა.
 

ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა

„ეს ჩვენთვის, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არის მოვლენა, ახალი სიტყვა, ახალი ნაბიჯი", - ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა.