საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 3-10 თებერვალს ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანთან, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პოსთან, თანათავმჯდომარე ჯერი კონოლისთან, წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე პიტერ როსკამთან და წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ხელმძღვანელებთან გამართავს.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება კონგრესისა და სენატის წევრებს, ასევე,  სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს.


შეხვედრები გაიმართება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ კენ ვოლაკთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტ უილიამ სვინისთან, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ ვილსონთან და აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის წამყვან ექსპერტებთან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე კარნეგის მშვიდობის ფონდის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.


„დაგეგმილია ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. შეხვედრებს გავმართავ ჩვენს კოლეგებთან კონგრესში და სენატში, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, სხვადასხვა ამერიკული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას. 


აკაკი ბობოხიძე: ქუთაისში აქცია ორი საათი გაგრძელდება, თუ ხელისუფლება ხელს არ შეგვიშლის

"ვერ გაგვაჩერებთ"- ამ ლოზუნგით ქუთაისში ოპოზიცია აქცია-მსვლელობას გამართავს.

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 7 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თ.ფ. დამნაშავედ ცნო.

გიორგი მარგველაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაში გაიაზრებენ სირთულეებს, რომლის წინაშეც დგანან

"დღეს ოპოზიცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნისკენ არის გაერთიანებული და ეს არის არა გადადექი, არამედ, მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება",- ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

ენძელა მაჭავარიანი: უნდა შევეგუოთ, რომ ვერც გერმანულ საარჩევნო მოდელს მივიღებთ და ვერც ფრანგულს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ენძელა მაჭავარიანის განცხადებით, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის და ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ვერანაირი ცვლილება ვერ განხორციელდება.

ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

2019 წლის 6 დეკემბერს, ქ. ვაშინგტონში გაიმართება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.

საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს

საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს.

ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინიციატივით და მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება.

"საქართველოს რკინიგზა" ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის

მიმდინარე წლის 8 დეკემბრიდან სს "საქართველოს რკინიგზა" ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის. ყოველდღიური, დღეგამოშვებით არსებული ჩქარი, სამგზავრო მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობის განრიგებში გარკვეული ცვლილებები შედის.

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სურსათის უვნებლობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია "ბერლინ-ხემის" წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა

PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა.

ბაღების მართვის სააგენტომ 500 000-მდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეიძინა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეისყიდა.

 
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. 

სიმონ ნოზაძე: ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ მისთვის 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდება მიუღებელი იყო. 

მედიააკადემიის საჯარო ლექცია - საგარეო პოლიტიკა და დიპლომატიის როლი კონფლიქტების მოგვარებაში

როგორ გავაშუქოთ საერთაშორისო კონფლიქტები, რა უნდა ვიცოდეთ დიპლომატიასა და საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ - ამ თემაზე პრაღიდან დაბრუნებულმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მედიააკადემიაში საჯარო ლექცია გამართა.

ქრთამის აღების ბრალდებით ქედის მერიის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ტარიელ თ. დააკავეს.

დღეს იუსტიციის საბჭოში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს აირჩევენ

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს აირჩევს.

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე,  უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საურელიო ჩიკოის შეხვედრა გაიმართა.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას გამართავენ

დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.

ქეთევან ციხელაშვილი ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილ ე.წ. გამშვებ პუნქტზე: ვთხოვე პარტნიორებს გააძლიერონ ძალისხმევა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილ ე.წ. გამშვებ პუნქტს კრიტიკულ ჰუმანიტარულ საკითხს უწოდებს და საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დავით მათიკაშვილი დავით ჯანდიერს: ევროსასამართლო უთითებს ინფორმაციის გავრცელებაზე ან კრიტიკაზე და არა ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე

„ევროსასამართლო უთითებს ინფორმაციის გავრცელებაზე ან კრიტიკაზე და არა ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე. რაც გვარამიამ და მისმა ბელადმა გააკეთეს, არ არის ხელისუფლების კრიტიკა. ეს ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირი მოწოდებაა, რაც ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით”, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშილი სოციალურ ქსელში წერს.