პროფესორი ზვიად ბახუტაშვილი: „თანამედროვე მედიცინას ფეხდაფეხ მივყვებით“

ევროპის გულ-მკერდის ქირურგიის ასოციაციის წევრი, ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიური ცენტრის გულის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ბახუტაშვილი კარდიოქირურგიულ განყოფილებას შექმნის პირველივე დღიდან ხელმძღვანელობს. 

პროფესორმა  ამ ხნის მანძილზე უამრავი საინტერესო, ურთულესი, ინოვაციური და უნიკალური ოპერაცია ჩაატარა


რამდენიმე თვის წინ, პროფესორ ზვიად ბახუტაშვილის მიერ უპრეცედენტო ოპერაცია გაკეთდა.


65 წლის პაციენტს, კარდიოქირურგიული ოპერაცია 6 საათის განმავლობაში 4 სხვადასხვა პათოლოგიის მკურნალობის მიზნით უკეთდებოდა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამიტომაც, ზვიად ბახუტაშვილს პაციენტები სასწაულმოქმედად მოიხსენიებენ.



ზვიად ბახუტაშვილი: 2000 წელს ქალბატონმა გულიკო ჩაფიძემ მითხრა რომ გერმანელ პარტნიორებთან ერთად აპირებდა კარდიოქირურგიული განყოფილების გახსნას და მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სხვა გეგმები მქონდა, ეს ჩემთვის საკმაოდ მიმზიდველი წინადადება იყო, დავთანხმდი მის შემოთავაზებას და არასდროს მინანია ეს გადაწყვეტილება. პირველი ოპერაცია 2001 წლის 11 ივნისს ჩატარდა ჩვენს კლინიკაში. Pპირველი წელიწადნახევრის განმავლობაში საკმაოდ სოლიდური მხარდაჭერა გვქონდა ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენი თანამშრომლები (როგორც ექიმები, ისე საშუალო რგოლის სამედიცინო პერსონალი), ხანმოკლე პერიოდით მიდიოდნენ გერმანიაში იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტად დახელოვნებულიყვნენ და მეტი გვესწავლა ჩვენი გერმანელი კოლეგების მაგალითზე.



რა პერიოდში შეძლო ჩაფიძის კარდიოლოგიურმა ცენტრმა სრულიად დამოუკიდებლად მუშაობის გაგრძელება?


რამდენიმე წელში ჩვენ გადავედით ისეთ ავტონომიურ რეჟიმზე, რომ თანამედროვე მედიცინაში მიმდინარე პროცესებს ფეხდაფეხ მივყვებით. დაახლოებით 2008 წლიდან თავისი ინტელექტუალური რესურსით უკვე შეეძლო განვითარების გზების დამოუკიდებლად დაგეგმვა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს ჩვენ არ ვთანამშრომლობთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, ასეთი ტიპის კავშირები ძალიან საჭირო და ნაყოფიერია, ვინაიდან მე მიმაჩნია, რომ დახურული სისტემა ვერ ვითარდება და ყოველთვის განწირულია დაღუპვისთვის.


ჩაფიძის სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კარდიოლოგიური ცენტრია, თქვენ როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქირურგს, რა კომფორტი გაქვთ აქ წარმატებლი საქმიანობისთვის?


რეალურად დიდების კარდიოქირურგია ამ მასშტაბებით ჩვენ დავიწყეთ საქართველოში და დღემდე ასე ვაგრძელებთ, რასაც მოწმობს ჩვენი ყოველწლიური ლიდერობა შესრულებული ოპერაციების რაოდენობის და მრავალფეროვნების თვალსაზრისით.



გარდა იმისა რომ გვაყავს ქირურგიაში მომუშავე ძალიან კარგი პროფესიონალი კარდიოლოგები, გვაქვს დიდი კარდიოლოგიური განყოფილება. ჩვენი განყოფილება ადამიანური რესურსებითაც ყველაზე დიდი და ძლიერია, ხდება სამუშაოების გადანაწილება და წლებია რაც გარკვეული პროცედურები აღარ ჩამიტარებია, რადგან არიან ექიმები რომლების ამას უნაკლოდ აკეთებენ. ჩვენს კლინიკაში შრომის იერარქიულად გადანაწილება ქმნის უდიდეს კომფორტს და გვიზოგავს დროს. ამით უფრო ეფექტური ხდება ჩვენი მუშაობა მეტი დრო რჩება შემდგომი განვითარების დაგეგმისთვის. მიუხედავად ამისა, მაინც გვიანობამდე მიწევს ხოლმე კლინიკაში ყოფნა.

მთელი გუნდი დიდი წარმატებით ვთანამშრომლობთ, ვმეგობრობთ და შეიძლება ითქვას, ერთ ენაზე ვსაუბრობთ, მე ვთვლი, რომ ჩვენ მუშკეტერების პრინციპი გვაქვს: ერთი ყველასათვის, ყველა –ერთისთვის. ეს ყველაფერი კი მიმართულია პაციენტების ინტერესების დასაცავად, რაც პირველი და უზენაესია. მე ვფიქრობ, ექიმს, რომელიც ერთხელ მაინც დაივიწყებს პაციენტების ინტერესებს, არანაირი მორალური უფლება არ აქვს ჩაიცვას თეთრი ხალათი და ურთიერთობა ჰქონდეს პაციენტთან.


პაციენტის ასაკს რამდენად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა თქვენს პროფესიაში?


ზოგადად გულის ოპერაციებზე ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, მაგალითად,  ერთმა ჩემმა მეგობარმა ამერიკაში 105 წლის პაციენტს გაუკეთა ოპერაცია, თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად ჰუმანურია მედიცინა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავიანთი ცნობიერებით და ფიზიკური მდგომარეობით მძიმე და არაპერსპექტიულ მდგომარეობაში არიან. ჩემი შეხედულებით, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ყველანაირი სამედიცინო დახმარება, თუ არის იმის შანსი, რომ მას ეს გამოადგება და რაღაცა სახით სიკეთეს მოუტანს. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ, ჩვენი კვალიფიკაციის და უნარ-ჩვევების დემონსტრირებისთვის გამიზნული.
თუ ადრე პაციენტი ექიმთან სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიდიოდა, დღეს ამ საკითხის პარალელურად ვიბრძვით ცხოვრების გასაუმჯობესებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.



საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ 10-12 წლის წინ 75 წლის პაციენტებს დიდი სიფრთხილით განვიხილავდით საოპერაციოდ, ამჟამად ხშირად 80 წელს გადაცილებულს ვურჩევთ ქირურგიულ მკურნალობას, წარმატებული ოპერაციის მაღალი ალბათობით.


თქვენი კლინიკა ბევრი მიმართულებით იყო ერთ-ერთი პირველი საქართველოში, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ის ქირურგიული ჩარევები, რაც თქვენთან შესრულდა პირველად?


სიმართლე გითხრათ, ცოტა რთულია ამ ყველაფრის ზუსტად ჩამოთვლა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ მაგალითად, 2012 წელს ჩვენ პირველებმა დავიწყეთ საქართველოში მინი ინვაზიური ქირურგია, რაც ჩემი ინფორმაციით, ასევე პირველი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. გარდა ამისა, არის მთელი რიგი რეკონსტრუქციული ოპერაციები, რომელიც დასავლეთ ევროპაშიც მხოლოდ ერთეულ კლინიკებს აქვს დანერგილი. გამოვყოფ კიდევ ერთი ოპერაციას, რომელსაც ზაფხულის მონაცემებით მხოლოდ 30 კლინიკა აკეთებდა მსოფლიოში და გაზაფხულზე 2 წელი გახდება რაც ჩვენ ეს მეთოდიკა დავნერგეთ. საუბარია ე.წ ოზაკის ოპერაციაზე რაც გულისხმობს გულის სარქველის ჩანაცვლებას არა ხელოვნური, არამედ თავად პაციენტის პერიკარდიუმიდან აღებული მასალით. ამ ოპერაციას აქვს მთელი რიგი უპირატესობები ხელოვნურ სარქვლებთან შედარებით. ეს მეთოდი პოპულარობას იხვეჭს მთელ მსოფლიოში.


თქვენი აზრით, რამდენად რეალურია საქართველოში ჩამოყალიბდე კარგ პროფესიონალად?


ეს დიდი და რთული თემაა, ამისთვის ჩვენი პრე და პოსტდიპლომური განათლების სისტემა უნდა მივუახლოვოთ დასავლურს. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თუმცა, როდესაც არის დიდი სურვილი და შრომისმოყვარეობა, მე მიმაჩნია, რომ ყველა მიზანი მიღწევადია. ჩემი სპეციალიზაციის პერიოდში მოსკოვი იყო ყველაზე მაღალი წერტილი, ამჟამად ახალგაზრდებს ბევრად მეტი შესაძლებლობები აქვთ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ჩემი მხრივ, მე ვცდილობ სწორი რჩევა მივცე ხოლმე, როცა ამის საშუალება მაქვს. ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ ისეთი ოპერაციების მსვლელობაში, რომელიც თანამედროვე მიღწევების შედეგია და ბევრგან ჯერ კიდევ არ კეთდება. ასე რომ, თუ სწავლა უნდათ ყველგან ისწავლიან, თუმცა საჭიროა ბევრი სხვადსხვა ვარიანტი ნახონ.


მაქვს კიდევ ერთი ჩემი გულისტკივილი, რომელიც პროფესიას არ შეეხება - პირად საუბრებში ყველა ვუჩივით, რომ ამ ქვეყანაში არაფერი გამოვა და რატომღაც გვიჭირს იმის გაანალიზება, რომ რეალურად თითოეული ჩვვენგანი ერთად ვართ ეს ქვეყანა. ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის ძალიან დიდი გულისტკივილია ის უხეშად დარღვეული სისუფთავის ელემენტარული ნორმები, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები ჩადიაან.


 
და კიდევ, ავტომობილები, რომელიც საჯარო მოხელეებს ემსახურება, ყოველ ფეხის ნაბიჯზე უხეშად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს და საფრთხეს უქმნის თანამოქალაქეებს. ნებისმიერი პროფესიის და თანამდებობის მიღმა, ჩვენ ყველა ვართ ამ ქვეყნის რიგითი შვილები და ჩვენი წილი ვალდებულება გვაქვს მის წინაშე. არ მჯერა რომ ადამიანი, რომელიც ქუჩას ანაგვიანებს, ან საჭიროების გარეშე გადის შუქნიშნის წითელზე, კარგი და კეთილსინდისიერი მუშაკი იქნება. იდეა მაქვს, სოციალურ ქსელში გამოვფინოთ ხოლმე ასეთი დარღვევების ამსახველი სურათები. თუ ყველა პროფესიაზე და თანამდებობაზე მაღლა ჩვენს მოქალაქეობრივ ვალს დავაყენებთ, ამით ყველაზე დიდ სარგებელს მოვუტანთ ამ ქვეყანას.


ნინი კაპანაძე


 


 


პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული 6000-მდე პრაქტიკოსი  პენსიონერი პედაგოგი ფულად ჯილდოს ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს

ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი  დასრულდა!

 

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების" გამო, ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს.

რომან გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოზე: ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს

„ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს“, - საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ სქელში სტრასბურგის სასამართლოზე საუბრობს.

შსს-მ ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ბ.ქ. დააკავეს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზბეკეთში პრეზენტაცია გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში ადგილობრივი წამყვანი ტურ-ოპერატორებისათვის პრეზენტაცია გამართა.

აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას გეგმავს.

გიორგი შენგელია კომბინატში ადგილობრივებს შეხვდა

ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია, პირველ მოადგილე გიგა ფარულავასა და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთანერთად, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ავთანდილ წერეთლის ბრალის წარდგენაზე: "ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ"

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი, პროკურატურის მიერ, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას საგამოძიებო უწყების მხრიდან დაშანტაჟებას უწოდებს.

პოლიციამ 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა

2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა.

ზუგდიდში ლგბტქი თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

"არა გარყვნილების პროპაგანდას" - ამ დევიზით ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ხელმოწერებს აგროვებენ.

აბონენტის უპასუხისმგებლობა და აფეთქების საფრთხე - საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

კომპანია „თბილისის ენერჯის“ ცხელ ხაზზე ნაძალადევის რაიონიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ მანჯგალაძის ქუჩის #31-ში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

ჯანდაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის შრომითი მიგრაციის შესახებ მოლაპარაკება შედგა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების ოფიციალური რაუნდი გაიმართა.

შორენა შავერდაშვილი: იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს გვარამიას ამ განცხადებაში...

„იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს გვარამიას ამ განცხადებაში...“ - ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.

პროკურატურამ ავთო წერეთლის მიმართ ბრალის წარდგენის დადგენილება გამოიტანა

გენერალურმა პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ავთო წერეთლის მიმართ ბრალის წარდგენის დადგენილება გამოიტანა.

სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 8 სახლის მშენებლობას ახორციელებს.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა ბექას ქუჩიდან შეიზღუდება

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის გადაღებებიდან გამომდინარე, 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვა ბექას ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მონაკვეთს მოიცავს.

ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

პოლიციამ იმერეთში ძარცვის ფაქტზე 1 პირი დააკავა

პოლიციამ იმერეთში ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი. 

ბაკურ სვანიძე: მერაბიშვილი რომ აძლევდა „ვიორსტკას“, მაშინ არ უგრძნია შეზღუდვები

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

თბილისის მეტროში მოძრაობა განახლდა

თბილისი მეტროში მოძრაობა აღდგა. დაზიანებული მატარებელი ჩიხში გადაივანეს.

ბაკურიანსა და წაღვერში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბაკურიანისა და დაბა წაღვერის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.