სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ჯ.შ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში ამავე სოფელში მცხოვრებ ჯ.შ.-ს შელაპარაკება მოუვიდა მ.ღ.-სთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე მოუქნია ხის ხელკეტი. აღნიშნულით განაწყენებულმა ჯ.შ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მ.ღ.-ს გულმკერდის არეში დაარტყა დანა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ჯ.შ. 2017 წლის 12 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის  108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.


ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ჯ.შ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


ლევან დავითაშვილმა ფერმერებს პროფესიული დღე მიულოცა

„დღეს ფერმერის დღეა. ყველა ფერმერს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ კარგად ვიცით თქვენი შრომის ფასი. ვიცით რა გამოწვევების წინაშე დგახართ. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო პროექტი და აქტივობა ამ გამოწვევების გათვალისწინებით იგეგმება“.

ვახტანგ ჭარაია: მონეტარული პოლიტიკის მაღალმა განაკვეთმა ეკონომიკური ზრდა არ უნდა გადაიყოლოს

„მაღალმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა ეკონომიკური ზრდა არ უნდა გადაიყოლოს“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

კუს ტბაზე ასასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს. მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

19 ნოემბერს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო მესაზღვრეებისა და სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობა 2018 წლის თებერვალში, როდესაც პოლონეთში გააძევეს მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი.

ქუთაისელი თეატრალები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებს აპროტესტებენ

ქუთაისელი თეატრალები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებს აპროტესტებენ. მსახიობებმა თეატრის წინ აქცია გამართეს და ექიმის გათავისუფლება მოითხოვეს.

ქუთაისის #2 ციხეში პატიმარი 51 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს

ქუთაისის #2 ციხეში პატიმარი 51 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ღუდუშაურის კლინიკა: 2008 წლის აგვისტოში ვაჟა გაფრინდაშვილი გაუსვლელად იმყოფებოდა კლინიკაში

აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის კლინიკა საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. 

საქალაქო სასამართლოში აქციის დაშლისას დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში აქციის დაშლისას დაკავებულების პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო.

შესაძლოა, აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნას

შესაძლოა, აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნას, სადაც როგორც მოთამაშეს, შესაძლებლობა ექნება, თავისი განცადების საფუძელზე მოითხოვოს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა, ასევე მისი ოჯახის წევრი იქნება უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.

25 წლამდე ასაკის პირებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, შესაძლოა, აეკრძალოთ

25 წლამდე ასაკის პირებს, შესაძლოა, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალოთ.

ხვალიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

ხვალიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.

კახეთში ავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში გვიან ღამით მოხდა. მოპედს, რომელსაც მოზარდი მართავდა, ჯერჯერობით დაუდგენელი პირი შეეჯახა.

მაჟორიტართა ნაწილი ხუნდაძის კაბინეტში თათბირობს

მაჟორიტართა ნაწილი ხუნდაძის კაბინეტში თათბირობს - ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

მიმდინარე წლის 10 თვეში წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიების ფარგლებში 2290 სამუშაო ადგილი შეიქმნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოს, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონი გამოცხადებული აქვს 459 ობიექტზე.

გიორგი კახიანმა, შესაძლოა, ვიცე სპიკერის თანამდებობა დაიკავოს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი შესაძლოა პარლამენტის ვიცე - სპიკერი გახდეს.

კახა კალაძე „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებთან გაფართოებულ შეხვედრას გეგმავს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომავალ კვირას „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებს შეხვდება.

გერმანიის ელჩი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე: უკანონოდ არავინ უნდა დააკავონ

„არავინ უნდა დააკავონ უკანონოდ, იმედია მალე გაათავისუფლებენ“, -ასე გამოეხმაურა  გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებას.

კონფლიქტოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილზე: არ მგონია, დიდხანს დატოვონ ციხეში, ვითარების დამძიმებას ცდილობენ რომ მერე გათავისუფლება დაგვამადლონ

"30 წელია ამ სფეროში ვარ და არ მახსოვს, ასეთი გამომწვევი ნაბიჯი ყოფილიყო", - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა "პირველთან" საუბარში, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ფარდების თანამედროვე ტენდენციები - სად უნდა შეიძინოთ ფარდა ყველაზე იაფად

ოთახის სტილსა და ინტერიერს ბევრი დეტალის ერთობლიობა ქმნის, თუმცა ერთერთი მნიშვნელოვანი დეტალი ინტერიერში-ფარდაა. სწორად შერჩეული ფარდა, ოთახს ვიზულის გარდა, განსაკუთრებულ კომფორტსაც უქმნის. გაგაცნობთ თანამედროვე ტრენდებს ფარდაში.

რაჭის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

რაჭაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ "პირველს" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.