„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი: ღამის ფრენებს ვემიჯნებით

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის გივი დავითაშვილის თქმით, მიმდინარე წლის 25 მარტიდან ავიაკომპანიას 11 ახალი მიმართულება ემატება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის, ბოლონიის, ბრატისლავას, ბრიუსელის, ბარსელონას, კიოლნის, ათენის, სალონიკის, ხარკოვის და ყაზანის მიმართულებით განხორციელდება.


„რაც მთავარია ფრენები  დღის საათებში შესრულდება, ჩვენ ვემიჯნებით ღამის ფრენებს და ვფიქრობთ, რომ დღის საათებში შესრულებული რეისები მგზავრებისათვის დამატებითი კომფორტი და უსაფრთხო მგზავრობის  უკეთესი შესაძლებლობა იქნება. განსაკუთრებით ჩემს მიერ ჩამოთვლილი რეისებიდან მინდა გამოვყო ბოლონიის მიმართულება, ჩვენ შეგნებულად არ ავირჩიეთ რომის ან მილანის ცენტრალური აეროპორტები, რადგან ამ აეროპორტებიდან ქალაქის ცენტრამდე მგზავრს მისასვლელად 2 საათზე მეტი დრო სჭირდება და არაკომფორტულია.  პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ბოლონია წარმოადგენს თავისი გეოგრაფიული მდებარეობით იტალიის ცენტრალურ ადგილს და 50 წუთი სჭირდება მგზავრობას, მატარებლით ბოლონიის აეროპორტიდან მილანის ცენტრამდე, ასევე არის ფლორენციის, რომის და ვენეციის მიმართულებით. ამიტომ ეს მგზავრებისთვის ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით სასიხარულო და კომფორტული იქნება“,- განაცხადა დავითაშვილმა.


მანვე აღნიშნა, რომ გასულ წელს   „ჯორჯიან ეარვეისში“ განახლება მოხდა.


„აღნიშნული ტენდენცია მიმდინარე წელსაც და შემდგომ წლებშიც გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის,  რომ მგზავრებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და მაქსიმალურად მოსახერხებელი პირობები შევუქმნათ“,-ამბობს  ავიაკომპანიის დირექტორი.


რაც შეეხება ფასებს, გივი დავითაშვილი ამბობს, რომ ავიაკომპანიის მიერ დაწესებული ფასები მაქსიმალურად იქნება მორგებული ყველა სეგმენტის მომხმარებელზე.


 „მაგალითისათვის შემიძლია, ვთქვა, რომ გვაქვს სტუდენტური ტარიფებიც, რომელიც 98 ევროდან იწყება ჩემს მიერ ჩამოთვლილ  ქალაქებზე“,- დასძინა დავითაშვილმა.


ჟურნალისტის კითხვაზე 2018 წლის ბოლომდე ხომ არ იგეგმება ახალი მიმართულებების დამატება გივი დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანია  ახალი მიმართულებების დამატებას შესაბამისი შესწავლის და ანალიზის საფუძველზე განიხილავს.


გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა

„ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს.

იაგო ხვიჩია: იმ ფლანგიდან არჩილ თალაკვაძეს მხოლოდ მე არ შევხვედრივარ

„იმ ფლანგიდან, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისშია, არჩილ თალაკვაძეს მხოლოდ მე არ შევხვედრივარ - განაცხადა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტვ „პალიტრის“ ეთერში.

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს კრის სოჩას შეხვდა.

"ევროპული საქართველოს" ოფისთან აქცია დასრულდა

ახალგაზრდების ჯგუფის მიერ "ევროპული საქართველოს" ოფისთან, დეპუტატ ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა.

სილქნეტის განცხადება კომპანიაში ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით

კომპანია სილქნეტი კომპანიაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცადებას ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ზურაბიშვილი იძულებული გახდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტი გააუქმოს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მამუკა ჟღენტის მიერ დღეს სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ნათია თურნავამ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.

ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ბელარუსული საწარმო გაიხსნება

"საქართველოს და ბელარუსს ყველა სფეროში ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები აერთიანებს - ეს არის როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ასევე კულტურული ურთიერთობები", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ბელარუსი-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავრცელებს.

ნათია თურნავა: ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია

"ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მინსკში საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომაზე განაცხადა.

ელენე ხოშტარია: მზად ვარ ყველა კითხვას მშვიდად ვუპასუხო, მაგრამ მათ მოსმენის სურვილი არ აქვთ

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია მის წინააღმდეგ მიმიდინარე აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნების" მხრიდან მართულ ძალას უწოდებს.

 

დავით ჩიხელიძე: საქართველოს საინტერესო ეკონომიკური ცვლილებები აქვს

“საქართველოს საინტერესო ეკონომიკური ცვლილებები აქვს. რამდენიმე დღის წინ კი გამოქვეყნდა სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის რეიტინგი, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა.” – ამის შესახებ ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საუბრობს.

კაფესთან, სადაც ელენე ხოშტარია იმყოფებოდა, ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია გამართა

ახალგაზრდების ჯგუფი "ევროპული საქართველოს" წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას მიერ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებს. 

ვლადიმერ დვორნიკი: საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს

"ჩემი აზრით, ეკონომიკური ურთიერთობების ის პოტენციალი, რომელიც გვაქვს, ამოწურული არ არის - მათი განვითარების კუთხით უზარმაზარი პოტენციალი არსებობს", - ამის შესახებ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, მინსკში, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის გეგმები დასახა.

ზუგდიდში, სამტრედიასა და თეთრიწყაროს რაიონში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

17–19 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, სამტრედიასა და თეთრიწყაროს რაიონში ჯამში 461 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის და 1კგ. და 100 გრ. უაქციზო თუთუნის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა.

ანრი ოხანაშვილი: ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი ზედმეტია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა არაერთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისად, მის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი ზედმეტია.

გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ნუცუბიძეზე 3500-მდე აბონენტი გაითიშება

ნუცუბიძის IV მ/რ-ში გამავალი საშ/წნევის ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, ხვალ, 20 თებერვლის 23.00 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდება:

თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები - საკრებულოს წევრების განცხადება

თბილისის მთავრობის მიერ დედაქალაქში მიმდინარე პროექტების შესახებ დღეს საკრებულოში ბრიფინგი გაიმართა.

ბექა ლილუაშვილი: საინვესტიციო ფონდები ქმნიან ეკონომიკაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს

საინვესტიციო ფონდები არიან ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეები ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, რომლებიც ქმნიან შესაძლებლობებს, ეკონომიკაში განხორციელდეს დამატებითი ინვესტიციები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

ეროვნული ბანკი რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნის შესახებ დებულების პროექტს აქვეყნებს

ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი საჯაროდ განხილვებისთვის საზოგადოებას რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების პროექტს წარუდგენს.